Cryptal-ის აპლიკაცია განახლდა!
საქართველოში კრიპტო აქტივების მოყვარულთათვის დიდი სიახლეა, Cryptal-ის აპლიკაციაში მნიშვნელოვანი განახლებებია!
გაუმჯობესებული კრიპტო გამოცდილება, განახლებული ფუნქციონალითა და დიზაინით, რომელიც მომხმარებლებს მეტ კომფორტსა და კონტროლს სთავაზობს - კრიპტოს ყიდვა უფრო სწრაფად და მოხერხებულად არის შესაძლებელი!
რა შეიცვალა? - დიზაინი, ფუნქციონალი და ა.შ.
მომხმარებლებს Cryptal-ის აპლიკაციით სარგებლობისას მნიშვნელოვანი სიახლეები დახვდებათ, მათ შორის არის განახლებული დიზაინი. ამის წყალობით, ციფრულ აქტივებთან ურთიერთობა გაცილებით კომფორტული და სასიამოვნო გახდა, განსაკუთრებით კი დამწყებთათვის, რომლებსაც მაქსიმალურად ინტუიციური და მოსახერხებელი გარემო სჭირდებათ.
გარდა ამისა, განახლება შეეხო ფუნქციონალსაც, ამიერიდან კრიპტოს ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანებს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია გამოიყენონ:
- SWAP - ერთი ციფრული ვალუტის პირდაპირ მეორეში გადაცვლა, ზედმეტი ნაბიჯებისა და პროცედურების გარეშე.
მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია მის საფულეში არსებული ბიტკოინი (BTC) პირდაპირ სხვა კრიპტო აქტივში გადაცვალოს, იქნება ეს ლაითქოინი (LTC), ეთერიუმი (ETH) თუ სხვა პოპულარული ვალუტები. - ბარათით ყიდვა - ამიერიდან, Cryptal-ის აპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელია სასურველი აქტივის პირდაპირ საბანკო ბარათით ყიდვა.
საჭირო აღარ არის ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა და მსგავსი ნაბიჯები, ქოინების ყიდვა მომენტალურად, საბანკო ბარათის გამოყენებით არის შესაძლებელი. საჭიროა კრიპტოს არჩევა და რაოდენობის მითითება, შესაბამისი თანხა კი, პირდაპირ ბარათიდან ჩამოიჭრება, ზუსტად ისე, როგორც Amazon-ზე, Veli-ზე, Extra-სა და სხვა, მსგავს ონლაინ პლატფორმებზე შოპინგისას ხდება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
სულერთია, მომხმარებელს ციფრულ აქტივებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს თუ ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამს, Cryptal-ის აპლიკაციით სარგებლობა და განახლებული ფუნქციონალი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ერთნაირ უპირატესობებს ქმნის:
- სიმარტივე - განახლებული ფუნქციების წყალობით, ადამიანებს კრიპტოს ყიდვა და სასურველი ციფრული აქტივის მიღება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ.
- კომფორტი - ფუნქციონალის მრავალფეროვნება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრული აქტივები მათთვის მისაღები და მათზე მორგებული გზებით შეიძინონ.
- მოხერხებულობა - განახლებული დიზაინი კრიპტო სამყაროში მარტივად და მოხერხებულად ნავიგაციის საშუალებას იძლევა.
რას ელოდები - გამოცადე Cryptal-ის განახლებული აპლიკაცია!
Cryptal-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც iOS, ასევე Android მოწყობილობებზე. განახლებული ფუნქციებით სარგებლობისთვის, განაახლე ან გადმოტვირთე App და მიიღე ყველა ის უპირატესობა, რომელსაც კრიპტალი საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს.
ერთი აქტივის პირდაპირ მეორეში გადაცვლა, კრიპტოს პირდაპირ ბარათით ყიდვა და სხვა მსგავსი ფუნქციონალი აპლიკაციაში დაგხვდება!