ველნეს კურორტი „ბიოლი“ მიმდინარე წელს სტუმრებს განახლებული სერვისით და დაგეგმილი სიახლეებით ხვდება. როგორც „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე "კომერსანტთან" ინტერვიუში აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა ყაზახი და უზბეკი დამსვენებლების ხარჯზე გაიზარდა, რაც გარკვეულწილად ირანში მიმდინარე ომითაა განპირობებული.
"გაზაფხული დაიწყო და ჩვენი საკურებიც აყვავდა, ნელ-ნელა ვემზადებით ზაფხულის სეზონისთვის.
სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოქმედებების გამო ტურისტების ზრდა ცოტათი შენელებულია. ჩვენი ტურისტების უმრავლესობა იყო საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, კატარიდან, ქუვეითიდან; ახლა კი ნელ-ნელა ყაზახეთმა და უზბეკეთმა ჩაანაცვლა; ასევე მზარდია ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან.
კურორტზე სიახლეები, რა თქმა უნდა გვაქვს, ახლახან გავხსენით "მენტალური ველნესის ქაოსი", სადაც სპეციალური დანადგარით ადამიანს ჯერ ვამასაჟებთ, შემდეგ კი სპეციალური პროცედურებით ძილამდე მიგვყავს. ძალიან კარგად და ხარისხიანად მუშაობს "დეტოქს ქაოსი", სადაც საუნასთან ერთად მოსულ სტუმრებს სამედიცინო მომსახურების მიღება და ფიზიოთერაპიის გავლაც შეუძლია",- აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.