ჩემი აზრით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის 3 000 ტონა საწვავის მიწოდება საზღვაო გზით მოხდა - ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა BM.GE-ს განუცხადა.

დარგის წარმომადგენელი ლოგისტიკურად შეუძლებლად მიიჩნევს სხვა გზით ოკუპირებული რეგიონისთვის საწვავის მიწოდებას და განმარტავს: „3000 ტონის ასეთნაირად უბრალოდ შეტანა, გამორიცხულია. 3000 ტონა დიდი რაოდენობაა და ჩემი აზრით, ეს ალბათ მიეწოდა ზღვით მიეწოდა. რადგან სხვა შემთხვევაში 3000 ტონის მიწოდება შეუძლებელი. ის რომ რაღაც გადამზიდავებმა მდინარეები გადალახეს, შეუძლებელია ეს ყველაფერი“.

მისივე განცხადებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წევრს კომპანიებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავი არ მიუწოდებიათ, რადგან 3 000 ტონა თითოეული კომპანიისთვის საკმაოდ დიდი მოცულობაა.

„მერწმუნეთ, 3000 ტონა ეს დიდი რაოდენობაა და ერთი კომპანია ამას ერთჯერადად ვერ შეძლებდა. თან პლუს, წარმოიდგინეთ, იქ გემია საჭირო, გემის დაფრახტვა, ეს ყველაფერი დიდი ფული ჯდება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის იმას ვემხრობოდით, რომ რკინიგზით შემოტანილი საწვავი გაცილებით ლოგიკურია, გაცილებით ნორმალურია ანუ უფრო იაფი ჯდება ვიდრე ზღვიდან შემოტანილი.“, - განმარტა კავშირის ხელმძღვანელმა.

bm.ge