დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) წინასწარი მონაცემებით გახდა ცნობილი.

Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ასევე საშუალოდ 0.4%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

ერთი კვარტალით ადრე, მშპ 0.6%-ით გაიზარდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპია.

მშენებლობის სექტორში აპრილიდან ივნისამდე ზრდამ 0.3% შეადგინა, ხოლო მომსახურების სექტორში - 0.5%. წარმოების სექტორში ზრდა უცვლელი დარჩა.

სამომხმარებლო ხარჯები 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიების მთლიანი კაპიტალდაბანდება 1.2%-ით. ამავდროულად, სამთავრობო ხარჯები 0.3%-ით შემცირდა.

2026 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მშპ პირველ კვარტალში 1.2%-ით გაიზარდა; ანალიტიკოსები 1.1%-იან ზრდას ვარაუდობდნენ.

წყარო: interfax