სტამბოლის აეროპორტი მგზავრთა ნაკადის მხრივ ევროპაში ყველაზე დატვირთული გახდა და ლონდონის ჰითროუს გაუსწრო, იუწყება The Guardian.
ივლისში სტამბოლის აეროპორტმა 8.15 მილიონი მგზავრს, ხოლო ჰითროუს აეროპორტი 7.9 მილიონი მგზავრს მოემსახურა. ლონდონის აეროპორტის მგზავრთნაკადი ივლისში შემცირდა. ამასობაში, დიდი ბრიტანეთის სტენსტედის და მანჩესტერის აეროპორტებმა იმავე თვეში მგზავრთა რაოდენობის რეკორდები დაამყარეს.
როგორც The Guardian აღნიშნავს, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჰითროუ პანდემიამდე ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად რჩებოდა.
მანამდე, 1 აგვისტოს, სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტმა დღიური მგზავრთნაკადის რეკორდი დაამყარა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულკადირ ურალოღლუს თქმით, იმ დღეს აეროპორტით 289 260 ადამიანმა ისარგებლა. მან განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი თურქეთისა და ევროპის აეროპორტებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოგვიანებით, აეროპორტმა ეს რეკორდი მოხსნა და ერთ დღეში 289 732 მგზავრი გადაიყვანა.