საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარ „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს, – ტრანსფერის შესახებ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.

მადრიდული კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი წიტაიშვილმა „რაიო ვალეკანოსთან“ კონტრაქტი 2029 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმა.

ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის „დინამო კიევში“ ირიცხებოდა და გასული სეზონი იჯარის წესით ფრანგულ „მეცში“ გაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რაიო ვალეკანომ“ 2025/2026 წლის სეზონში უეფა-ს კონფერენსლიგის ფინალში ითამაშა. უშუალოდ ლა ლიგაში კი 50 ქულა მოაგროვა და მერვე ადგილზე გავიდა.

25 წლის გიორგი წიტაიშვილი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის კლუბში ჩაირიცხა. „ხეტაფეს“ ღირსებას მომავალი სეზონიდან საბა საზონოვი დაიცავს, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ წევრია, „რასინგში“ კი გიორგი გულიაშვილი გამოდის.

პირველი არხი