შეუძლებელია, არსებული სიტუაცია ბიზნესზე კარგად აისახებოდეს - როგორც „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, ნებისმიერი არასტაბილურობა ქვეყანაში, ბიზნესზე ცუდად აისახება.
„ნებისმიერი არასტაბილურობა ქვეყანაში, მითუმეტეს ეკონომიკური, ისევე, როგორც ყველა ბიზნესზე, ჩვენზეც ცუდად აისახება. გამონაკლისები ნამდვილად არ ვართ.
ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო, რომ შემოსავალი, დანახარჯები, განვითარება, საწარმოს გადაიარაღება, ხელფასების ზრდა სწორად და დროულად წარმართოს. ეს უბრალოდ ნორმალური არსებობისთვის არის აუცილებელი პირობა. შეუძლებელია, არსებული სიტუაცია ბიზნესზე კარგად აისახებოდეს“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 29 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.