რა არის „მერე“ ბარათი? - თუ კრიპტოს ყიდვა განვადებით გინდა
„მერე“ არის Silk ბანკის ბარათი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს სასურველი ნივთების ან მომსახურების მიღება ეფექტურ 0%-ად, 3-დან 12 თვემდე ვადაზე განაწილებით შეუძლიათ.
„მერე“ ბარათზე ლიმიტი წინასწარ მტკიცდება, მისი გამოყენება კი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საჭიროებისათვის არის შესაძლებელი „მერე“-ს პარტნიორ ობიექტებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბარათის აღება და მისი გამოყენება სრულიად უფასოა, არ არსებობს არანაირი მომსახურების საკომისიო.
“მერე” ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურად, სილქის მობაილ ბანკიდან - Silk.
თუ ფული არ გაქვს - ბიტკოინის ყიდვა მაინც შეიძლება!
ციფრული აქტივების პოპულარობა ზრდას განაგრძობს და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ისეთი ცნობილი კრიპტოების ყიდვის სურვილი, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და სხვა მსგავსი ქოინებია.
მთავარი დაბრკოლება, რომელიც მომხმარებლების წინაშე შეიძლება იყოს, არასაკმარისი ფინანსებია. თუმცა დღეიდან, ბიტკოინის ყიდვა უკვე განვადებით არის შესაძლებელი!
Cryptal-ზე „მერე“ ბარათით კრიპტოს ყიდვისას შესაძლებელია 3 თვიანი განაწილება. განაწილება მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი კრიპტოს პირდაპირ „მერე“ ბარათით, საკრედიტო ლიმიტიდან ყიდულობს.
კრიპტოს მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი მომხმარებლებისათვის კი, ეს უნიკალური შესაძლებლობაა იყიდონ აქტივი დღესვე, რომლის ღირებულებაც თანხის დაბრუნების მომენტში შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე ყიდვის მომენტში და შედეგად, მიიღონ სარგებელი.
მაგალითად: ბიტკოინის ფასი სამი თვის წინ, აპრილში საშუალოდ $90,000 ფარგლებში მერყეობდა, დღეს მისი ღირებულება $118,000 უტოლდება, ეს კი დაახლოებით 31%-იანი ზრდა არის.
ანუ, მომხმარებელს 3 თვიანი განაწილებით რომ ეყიდა $1000 BTC, თანხის დაბრუნების ბოლო ეტაპზე მის მიერ შეძენილი ბიტკოინი $1310 ტოლი იქნებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა გაითვალისწინონ, ეს არ არის ფინანსური რჩევა და ციფრულ აქტივებს ყოველთვის თან ახლავს რისკი, დაკარგონ ღირებულება.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა განაწილებით?
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა კრიპტოს განაწილებით ყიდვა შეძლონ, საჭიროა ორი რამ:
- Cryptal-ის ანგარიში
- “მერე” ბარათი
შემდგომ კი, ინსტრუქცია ასე გამოიყურება:
- იყიდე კრიპტო
- ბარათით ყიდვა
- სასურველი კრიპტოს შერჩევა
- სხვა საფულეში გადარიცხვა ან კრიპტალის ბალანსზე შენახვა
(სხვა საფულეში - საჭიროა საფულის მისამართის მითითება) - რაოდენობის მითითება
- გაგრძელება
- გადახდის მეთოდის არჩევა - “მერე” ბარათი
- დადასტურება
სულ ეს არის, ამ მარტივი ნაბიჯების გავლის შემდგომ, მომხმარებელი მისთვის სასურველი კრიპტოს ყიდვას განვადებით შეძლებს და აქტივი მის საფულეში მომენტალურად აისახება. გადასახდელი თანხა კი, 3 თვეზე გაუნაწილდება.
არ გამოტოვო შემდეგი კრიპტო აღმასვლა!
კრიპტოს ფასი და განსაკუთრებით ბიტკოინის ღირებულება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, ჩაერთოს კრიპტო ციებ-ცხელებაში და არ ჩამორჩეს ფასების ზრდის მორიგ ტენდენციას.
ფინანსების მიუხედავად, Cryptal და Silk ბანკი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, შეიძინონ მათთვის საინტერესო და ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივები, გადახდა კი, რამდენიმე თვეზე განაწილებით შეძლონ.
Cryptal x მერე პარტნიორობა - რა უპირატესობებს გთავაზობს?
- განაწილებული ხარჯი - მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი კრიპტო მაშინ იყიდონ, როდესაც უნდათ, ხოლო გადასახდელი თანხა, რამდენიმე თვეზე გაანაწილონ.
- პოტენციური სარგებელი - თუკი ვინმე კრიპტოს ყიდვას არასაკმარისი ფინანსების გამო ვერ ახერხებდა, ახლა მისი განვადებით შეძენა არის შესაძლებელი. ციფრული აქტივების მზარდი ბუნება კი, ინვესტიციის პოტენციურ მოგებად გარდაქმნის კარგი საშუალება შეიძლება იყოს.
- სიმარტივე - Cryptal-ის დახმარებითა და „მერე“ ბარათის გამოყენებით, კრიპტოს ყიდვა ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე შოპინგი, იქნება ეს ამაზონი, eBay თუ სხვა ნებისმიერი.
ხელმისაწვდომობა - კრიპტოს ყიდვა ასე მარტივი და ხელმისაწვდომი ჯერ არასდროს ყოფილა. საჭიროა მხოლოდ ორი რამ, კრიპტალის ანგარიში და „მერე“ ბარათი. კრიპტო ბირჟაზე რეგისტრაციას რამდენიმე წუთი სჭირდება, ხოლო ბარათის აღება და მასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უ