საქართველოში მოქმედი კომპანიებიდან 380 ათასზე მეტი სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაშია.

საჯარო რეესტრის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით,  მეწარმე სუბიექტებს,  რომლებსაც 2026 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდათ რეგისტრაცია, სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა მომდევნო წლის პირველ აპრილამდე აქვთ.

დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლიათ მიმართონ: ქვეყნის მასშატაბით არსებულ ნებიმსმიერ იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ავტორიზებულ პირებს: https://napr.gov.ge/ka/page/authorized-customers/authorized-persons-register, ან აღადგინონ სტატუსი დისტანციურად ვებგვერდზე My.gov.ge

"რეგისტრაციის აღდგენამდე საწარმოს  ექნება შეჩერებული სტატუსი  და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.  აღნიშნული არ ნიშნავს საწარმოს ლიკვიდაციას,"- განმარტავენ საჯარო რეესტრში.

რეგისტრაციის აღდგენამდე კი კომპანიებს  ეზღუდებათ  ქონების განკარგვა, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშის მართვა , ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა და კრედიტის აღება .

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში მილიონ 116 ათასზე მეტი მეწარმე სუბიექტია რეგისტრირებული.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“