Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით,  2025 წლის 7 თვეში თბილისში 22,778 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+6% წ/წ).

რაც შეეხება Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებულ სისტემური დეველოპერების გამოკითხვას, რომელიც 130-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავდა  თბილისში, (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს) ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე გაყიდვების 75% მოდის.

უცხოელებიდან ყველაზე მეტი ბინა ისრაელის (12%) და რუსეთის მოქალაქეებმა (2%) იყიდეს.