„თეგეტა“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს - „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით ამჯერად მეორადი საბურავებისგან გიორგიწმინდის დასახლება გაიწმინდა. ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი აქტივობის ფარგლებში, დასახლებასთან არსებული ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან 2 000-მდე მეორადი საბურავი გაიტანეს.
გიორგიწმინდაში წლების განმავლობაში მოწყობილ არალეგალურ ნაგავსაყრელზე გადაყრილი საბურავები სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც ნიადაგსა და წყალს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. შედეგად, დაბინძურებული და სამუშაოდ რთული რელიეფური პირობების მქონე ტერიტორია, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის რესურსებით სრულად გაიწმინდა - ამოღებული საბურავები ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.
თათია ხორბალაძე, „თეგეტაჰოლდინგის“ სტრატეგიულიკომუნიკაციების დეპარტამენტისხელმძღვანელი: „გარემოზე ზრუნვა „თეგეტასთვის“ ერთჯერადი კამპანიაარ არის. ეს არის ჩვენი CSRსტრატეგიის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტი. როგორც კიგიორგიწმინდაში არსებული საავტომობილო ნარჩენების შესახებგავიგეთ, გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება გვქონოდა.
კარგად გვესმის, რომ საავტომობილო ნარჩენები, მათ შორის საბურავები, ათწლეულების განმავლობაში რჩებაგარემოში, არ იშლება, გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნისეკოსისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“, ჩვენი პასუხისმგებლობისფარგლებში, წლებია, ამ გამოწვევასვპასუხობთ. ეს არის ის მიდგომა, რომელიც „თეგეტას“ გამოარჩევს: ჩვენ არ ვართ მხოლოდ ბიზნესი - ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანიპარტნიორი საზოგადოებისა და გარემოს წინაშე“.

აქტივობის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის გაწმენდა, არამედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ საბურავებისა და სხვა საავტომობილო ნარჩენების უკონტროლო გადაყრას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა გრინ პლანეტი“ - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია, რომელიც კანონის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „მოხარულებივართ, რომ „თეგეტა მოტორსისა“ და„თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით მორიგიმასშტაბური პროექტიგანვახორციელეთ და საბურავებისნარჩენებისგან კიდევერთიდაბინძურებული ტერიტორიაგავწმინდეთ. ასეთი აქტივობებიმნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზენეგატიურ ზემოქმედებას, მითუმეტეს, რომ შეგროვებულინარჩენები ტექნიკური რეგლამენტისსრული დაცვით გადამუშავდება.
მსგავსი პროექტები აქამდეცარაერთხელ გვქონია. მხოლოდგასულ წელს „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 6 000 ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი - საბურავები, აკუმულატორები და გამოყენებული ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. ვამაყობთ, რომ ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდებადა ამ გზით ქვეყანაშიცირკულარული ეკონომიკისგანვითარებასა და გარემოზეზრუნვაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.
ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდით, თუსაავტომობილო ნარჩენებითდაბინძურებულ ადგილებსშეხვდებიან, შეუძლიათ, შეგვატყობინონ - „თეგეტა გრინპლანეტის“ ვებგვერდზე ანTegeta App-ში შეავსონ განაცხადები, ჩვენ კიშესაბამისი რეაგირება გვექნება“.

„თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ეს საბურავების ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წლებში მათი ინიციატივით მსგავსი აქტივობა თბილისსა და ბაკურიანშიც განხორციელდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს. კომპანიის გზავნილია: „არ გადაყარო, ჩააბარე“, რომლის ფარგლებშიც, ჩაბარებული ნარჩენები ახალ ნედლეულად გარდაიქმნება.
--
გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. „თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.