დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

access_time2021-05-11 21:00:01

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:



1. „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა რადიკალურად შემცირდა - რა გამოიწვია „ამორეზერვებამ“?

 

 

კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2021 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, Top 5 კომერციული ბანკის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

 

2. „რითეილ ბაზრის მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან და მათ თანაბარი შესაძლებლობები არ ეძლევათ“ – „ფრესკო“


 

ხელისუფლების მხრიდან რითეილ ბიზნესების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე არაერთი ამ ბაზრის მოთამაშე საუბრობს. ძირითად შემთხვევაში პრობლემა ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურს“ უკავშირდება და მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან პრივილეგიების მინიჭებას. არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე „ფრესკოშიც“ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ რითეილ სექტორისთვის ასევე პრობლემაა გამჭვირვალობის ნაკლებობა და ერთიანი სტანდარტის არ არსებობა.

 

 

3. 13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ბაღები განაახლებენ მუშაობას


 

13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

 

 

4. კაფე-ბარი, სწრაფი კვების ობიექტი და მარკეტი - ტაბახმელაში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

 


„იორკ თაუერსი“ ტაბახმელაში მრავალფუნქციური კომპლექსს ააშენებს. თბილისის მერიას შესაძლებლად მიაჩნია წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით ობიექტის სამშენებლო განვითარება, რომელიც შესაძლებელი იქნება მხოლოდ სათანადო სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ.

 

 

 5. ფინანსთა მინისტრი: ბიუჯეტს პრობლემა არ ექნება, 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდება

 

 

2021 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, რეალისტურია მიმდინარე წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

 

 

 6. სარკინიგზო ხაზზე დამატებით 11 გვირაბი აშენდება


 

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა,

 

 

7. რა აშენდება სურამის ტერიტორიაზე, რომელიც პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გაიყიდა (+ფოტო)


 

დაბა სურამის ტერიტორიაზე, ყოფილი დიმიტროვის ბაღში, 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „ოუქლენდმა“ შეიძინა. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია დასასვენებელ-საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

 

 

 8. „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ბიუჯეტი მხოლოდ 37%-ით შესრულდა


 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2021 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტი 94%-ით აითვისა. დაზუსტებული გეგმის 359.2 მლნ ლარის ნაცვლად უწყებამ 338.6 მლნ ლარი დახარჯა. საქონელისა და მომსახურების შეძენის გეგმა მხოლოდ 76%-ით შესრულდა, არაფინანსური აქტივების ზრდის კი 118%-ით.

 

 

 9. ევროკავშირი ჩინურ ინვესტიციებზე კონტროლს ამკაცრებს


 

ევროკომისიამ ახალი წინადადებები წარადგინა, რომელთა მიზანია ევროკავშირის ბაზარზე სახელმწიფოების მხრიდან სუბსიდირებული კომპანიებისთვის წვდომის შეზღუდვაა.

 

  

 10. Moody’s: მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ ზრდას შეანელებს


 

უახლოესი 5 წლის მანძილზე მოსახლეობის დაბერება ეკონომიკურ ზრდას 0,9 პ.პ.-ით შეანელებს. ყველაზე ასაკოვანი რეგიონი ევროპა იქნება.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up