სარკინიგზო ხაზზე დამატებით 11 გვირაბი აშენდება

სარკინიგზო ხაზზე დამატებით 11 გვირაბი აშენდება

access_time2021-05-11 15:00:55

საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანგარიში წარადგინა. მთავრობის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს.


„ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც გვაქვს ეს არის რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ყველაზე ვიწრო ყელის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზაციას გულისხმობს. საერთო ჯამში 11 გვირაბი კეთდება, მათგან ყველზე გრძელი 8.5 კმ-იანია, რომელიც ჩაანაცვლებს ე.წ წრფივ გვირაბს. პროექტი გარდა იმისა, რომ დაამოკლებს მანძილს ასევე უსაფრთხოს გახდის და შეამცირებს ქანობს რაც საშუალებას მისცემს საქართველოს რკინიგზას სიჩქარე გაზარდოს, შესაბმისად წვდომა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის იქნება უფრო მობილური. თუმცა, დარჩება მოკლე მონაკვეთი რომელსაც შემდგომში მოთხოვნისამებრ შეგვიძლია მივუბრუნდეთ და რეკონსტრუქცია გავაკეთოთ.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ოფიციალურად ამ პროექტის მშენებლობა ბოლომდე არ დასრულებულა, თუმცა 2017 წლის 23 ნოემბრიდან ჩვენ ამ მონაკვეთზე სატესტო რეჟიმში ვოპერირებთ და გვაქვს საკმაოდ დიდი ზრდა. ძირითადი მომხმარებელი ეკონომიკები ამ კორიდორის გახლავთ ცენტრალური აზია - თურქეთი, რუსეთი - თურქეთი და თურქეთი - ჩინეთი. დღიდან გახსნისა 500 000 ტონაა გადაზიდული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის სატესტო რეჟიმი რაც გულისხმობს, რომ დღის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მხოლოდ ღამე ვოპერირებთ, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. სამუშაოების 80 პროცენტი დასრულებულია, დარჩენილია 20 პროცენტი რაც ძირითადად არის სატერმინალო სიმძლავრეები თვითონ სადგურ ახალქალაქში, რომელიც არ არის დასრულებული.  


აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ესეც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეგიდით ხორციელდება, ძირითადი იმპლემენტატორი არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისად აქაც წვდომა იქნება და საკმაოდ კონკურენტულ გარემოს მივიღებთ“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.



საქართველოს რკინიზის ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც ზესტაფონიდან ფოთის მიმართულებით პირველი ორთქმავალი გავიდა. 1872 წელს, ფოთს უკვე თბილისი დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ ლიანდაგით ბაქოსთან კავშირი 1883 წელს დაამყარა. რკინიგზის ელექტროფიკაციის პროცესი 1932 წელს დაიწყო და 1967 წელს დასრულდა.


რკინიგზის საერთო საექსპლუატაციო სიგრძე 1575 კმ-ს შეადგენს. (დამატებით 37 კმ ვიწროლიანდაგიანია ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა.) მას 1714 ხიდსა და 45 გვირაბს შორის უწევს გავლა.


ბოლოს, 2017 წლის 30 ოქტომბერს ექსპლუიატაციაში ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთი შევიდა. მისი საერთო სიგრძე 826 კმ-ა, საიდანაც საქართველოზე 254 კმ გადის. ამ 254 კმ-დან ახალი მხოლოდ 26 კმ-ა. მონაკვეთის გამტარუნარიანობა წლიურად 6.5 მლნ ტონაა 17 მლნ ტონამდე ზრდის პერპსქტივით. მგზავრთნაკადი კი 1 მლნ-ს შეადგენს.


2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. იანვარ-მარტში გადაზიდული 2.917 მლნ ტონიდან 155 ათასი ტონა ყარსი-ახალქალაქის ხაზზე მოდიოდა, ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. თავის მხრივ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთ-ზე ტვირთბრუნვა 2020 წელსაც გაორმაგდა და პოტენციალის 6.2%-ს 400 ათას ტონას მიაღწია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up