დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. 5 ნოემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა.
2. ლარის მკვეთრი გაუფასურება არ იქნება გრძელვადიანი, ეს არჩევნების შემდგომმა არასტაბილურობამ განაპირობა - ბექა ლილუაშვილი
„ლარის კურსი და მისი მერყეობა ყოველთვის დაკავშირებული იყო როგორც საგარეო, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებთან. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ლარის გაუფასურება გარკვეულწილად განპირობებულია იმ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რაც არჩევნების შემდეგ შეიქმნა. თვითონ არჩევნები არ არის გადამწყვეტი ფაქტორი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის 43-ე ნომერმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.
3. „საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა რისკების შემცველია, ინვესტიციების მოზიდვა რთულია“ - „იშ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი
საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, ქართული და თურქული ფინანსური სფეროს შედარება და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ამ და სხვა თემებზე Commersant-თან „იშ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ოზან გურმა ისაუბრა.
4. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი და არ უნდა გადაიტვირთოს - გიორგი გახარია
როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
5. ლარის გაუფასურების და პანდემიის მიუხედავად, ჩვენთან მომხმარებლის რაოდენობა არ შემცირებულა - აგროჰაბი
ვალუტის ცვლილებისა და პანდემიის მიუხედავად „აგროჰაბის“ მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირებულა. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის 60 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტებზე ფასები არ გაუძვირებიათ და უახლოესი ერთი თვის მანძილზე არც იგეგმება.
6. ჰორეკას სექტორი დაგროვილ დავალიანებას ვერ გადაიხდის, ეს თანხა ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოსაწერია - ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე „კომერსანტთან“ საუბრობს რეგულაციებზე, დახმარებების გაგრძელების აუცილებლობაზე და ბიზნესისთვის დაგროვილი გადასახადების სრულად ჩამოწერაზე
7. ათი წელი ვიმუშავეთ და ხელოვნურად გაგვაჩერეს, იმედია მონოპოლიები ოდესმე დასრულდება - ლაურა ღაჭავა
„ყველა მთავრობის და მათ შორის ახალის მიმართ ჩემი თხოვნაა გვამუშავოს, ხელი არ შეგვიშალოს, ათი წელია სამკერვალო მუშაობდა და ხელოვნურად, ეკონომიკის სამინისტრომ გამაჩერა. არცერთი მთავრობის იმედი არ გვექნება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, დავუდგეთ ნებისმიერ მათგანს გვერდით, თუ მუშაობას არ აგვიკრძალავენ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ „კომერსანტთან“ მომავალი მთავრობის, პანდემიის და ბიზნესგარემოს შეფასებისას ისაუბრა.
8. გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო-ჩრდ. მაკედონია უმაყურებლოდ გაიმართება!
ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩი, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.
9. Liberation: ამერიკული დიპლომატია - ტრამპის 400 მძლავრი დარტყმა
ვინც არ უნდა გახდეს აშშ-ს პრეზიდენტი, 4 წლის წინანდელ მსოფლიოში დაბრუნება შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ბაიდენი უფრო კომპეტენტურ კადრებს შეარჩევს და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება, თუმცა ურთიერთობების გართულება ჩინეთთან ტრამპის ახირება არ ყოფილა - ამიტომაც პეკინთან დაძაბულობა შენარჩუნდება მაშინაც კი, თუ ბაიდენი კარს ღიად დატოვებს.
10. New-Yorker: ამერიკაში პოსტსაარჩევნო გაურკვევლობა კრიტიკულ სახეს იღებს
თვეების მანძილზე ჯო ბაიდენმა თავისი საარჩევნო პროგრამა ერთი და იგივე თეზისის უთვალავ ვარიაციაზე ააგო - „ხმა მომეცით და ამ სიგიჟეს და არაკომპეტენტურობას დავასრულებთ“.
თუმცა, ბაიდენი შეცდა. არჩევნები ტრამპის ლამაზი და ელეგანტური ნოკაუტით არ დასრულდება.