ჰორეკას სექტორი დაგროვილ დავალიანებას ვერ გადაიხდის, ეს თანხა ნებისმიერ  შემთხვევაში ჩამოსაწერია - ლევან ვეფხვაძე

ჰორეკას სექტორი დაგროვილ დავალიანებას ვერ გადაიხდის, ეს თანხა ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოსაწერია - ლევან ვეფხვაძე

access_time2020-11-05 16:00:13

რა უნდა გააკეთოს ახალმა პარლამენტმა და მთავრობამ ბიზნესისთვის მაშინ, როდესაც ლარის კურსი რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება, მოთხოვნა შემცირებულია და თითქმის ყველა სექტორი პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს?


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე „კომერსანტთან“ საუბრობს რეგულაციებზე, დახმარებების გაგრძელების აუცილებლობაზე და ბიზნესისთვის დაგროვილი გადასახადების სრულად ჩამოწერაზე - მისი თქმით, ეს პირველი აუცილებლად გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯია ახალი მმართველი გუნდის მხრიდან და ამბობს, რომ ახალმა პარლამენტმა ქვეყნის მსყიდველუნარიანობა უნდა გაითვალისწინოს და გადახედოს იმ რეგულაციებს, რაც ბიზნესს ამ პერიოდში ყველაზე მძიმე ტვირთად აწვება.


„ მთავარი პრობლემა რაც ბიზნესს აქვს არის ქეში. უნდა  ვიფიქროთ კომპანიებისთვის იმ შეღავათების  გაგრძელებაზე, რაც  აქამდე  იყო.  მაგალითად, საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით, რაც 1500 ლარიან  ხელფასებზე  რა  მოქმედებდა.


 პრობლემა,  რომელიც ჩვენ სტუმარმასპინძლობის და კვების ინდუსტრიაში გვაქვს უკავშირდება  გადავადებულ ვალდებულებებს და ეს ვალდებულება არის  საშემოსავლო გადასახადის, რომელიც 4 თვით გადაუვადეს და ახლა უჩნდებათ ვალდებულება, რომ პირველი დეკემბრიდან 1 იანვრამდე უნდა დაფარონ.



თავის დროზე ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ეს სექტორი  გაცოცხლდებოდა, მაგრამ  ვხედავთ, რომ ასე არ მოხდა. შესაბამისად, დაგროვილ დავალიანებას მით უფრო ვერ გადაიხდიან და ეს თანხა ნებისმიერ  შემთხვევაში არის  ჩამოსაწერი. ეს საკითხი ახალმა პარლამენტმა უნდა განიხილოს,“ - ამბობს ვეფხვაძე.  


ლევან ვეფხვაძე DCFTA-ს შეთანხმებით გათვალისწინებულ რეგულაციების გადახედვასაც მოითხოვს და მიიჩნევს, რომ ახალმა პარლამენმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა დაბალმსყიდველუნარიანია და ამ ტიპის რეგულაციები ბიზნესს ტვირთად აწვება.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედოს ის პოლიტიკა, რომელიც  უკავშირდება რეგულაციებს. ევროკავშირთან  შეთანხმების  შედეგად იცით, რომ 40-მდე დირექტივა უნდა გადმოგვეღო ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობაში და  ამ  დირექტივების ნაწილი აჩენს გარკვეულ ფინანსურ წნეხს კომპანიებზე.  ჩვენ გავიაროთ ეს პრობლემები და ევროკავშირთანაც უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, რომ ეს ვალდებულებები ან გადავადდეს, ან  ამოქმედება  გადაიწიოს, სწორედ იმიტომ, რომ ამ კომპანიებზე ზედმეტი  წნეხი ახლა არ არის სასურველი.


DCFTA ნიშნავს თავისუფალ ვაჭრობას ერთის მხრივ და  მეორეს მხრივ ნიშნავს  ვალდებულებებს როგორც შრომის ნაწილში,  ასევე  კონკურენციის ნაწილში. ეს მოითხოვს კონკრეტული ინდუსტირების  რეგულირებას, დამატებითი რეგულაციების შემოღებას.


დაბალმსიყდველუნარიანობის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ რეგულაციების  შემოღება მნიშვნელოვან  გავლენას  ახდენას პროდუქციის  წარმოების ღირებულებაზე. ბუნებრივია, რომ ის ახდენს გავლენას მითუმეტეს ახლა,  როცა ქეშის პრობლემა  აქვს  კომპანიებს,“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

 

მარიამ მორგოშია






სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს

საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯი 2021 წელს 300 მლნ ლარს გადააჭარბებს
access_time2021-01-19 11:00:07
საგარეო ვალის ზრდასთან ერთად, მისი მომსახურების ხარჯიც იზრდება, რასაც თავის მხრივ გაუფასურებული ლარიც ემატება. 2021 წელს საქართველოს 3.3 კურსზე მოუწევს ისეთი ვალბის დაფარვა რომლის აღების მომენტშიც 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.00-ზე და 2.80-ზე ნაკლებსაც შეადგენდა. 2020 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი გასასტუმრებლად $841 მლნ-ის გადახდა მოუწევს, რაც 18 იანვრის კურსით ₾2.750 მლრდ-ს შეადგენს. ამ თანხის 3/4-ის $604 მლნ-ის გადახდა მეორე კვარტალშია...


მსგავსი სიახლეები

up