ლარის მკვეთრი გაუფასურება არ იქნება გრძელვადიანი, ეს არჩევნების შემდგომმა არასტაბილურობამ განაპირობა - ბექა ლილუაშვილი

ლარის მკვეთრი გაუფასურება არ იქნება გრძელვადიანი, ეს არჩევნების შემდგომმა არასტაბილურობამ განაპირობა - ბექა ლილუაშვილი

access_time2020-11-05 11:20:12

„ლარის კურსი და მისი მერყეობა ყოველთვის დაკავშირებული იყო როგორც საგარეო, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებთან. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ლარის გაუფასურება გარკვეულწილად განპირობებულია იმ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რაც არჩევნების შემდეგ შეიქმნა. თვითონ არჩევნები არ  არის გადამწყვეტი  ფაქტორი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის 43-ე ნომერმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

 

არჩევნების შემდეგ ლარის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსისტების მოლოდინი გამართლდა. მათი პროგნოზით, კურსის ვარდნა, გაგრძელდება და ლარის გამყარებას მხოლოდ დეკემბრიდან უნდა ველოდოთ, მიუხედავად იმისა თუ რამდენ 60 მილიონიან ინტერვენციას განახორციელებს ეროვნულ ბანკი ვალუტის დასარეგულირებლად.


ბექა ლილუაშვილი საგარეო პროცესებთან ერთად, არჩევნების შემდგომ პერიოდსაც ლარის მკვეთრი გაუფასურების განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს დროებითი პროცესია და ერონული ბანკი ფლობს ამ სიტუაციის დარეგულირების ბერკეტებს.

 

„აქ მოქმედებს არჩევნების  შემდგომი გარემო და ის განწყობები, რასაც ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში.


არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ ნებისმიერი დაძაბული პოლიტიკური პროცესის დროს ლარის სტაბილურობაზე გავლენა აქვს მოლოდინებს.



ლარის გაუფასურება არ იქნება ხანგრძლივვადიანი პროცესი.  ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა  არჩევნები არ იყო მოახლოებული და ლარის ნიშნული გარკვეული გადაჭარბებული არასწორი მოლოდინების გამო გაუფასურდა, შემდეგ დაუბრუნდა უკვე დაბალ  ნიშნულს. მაშინაც ძალიან მაღალ  ნიშნულზე  ავიდა ლარი, მაშინაც იყო ასეთი ტიპის კითხვები, რომ მოხდება თუ არა ამის კორექტირება იმისათვის რომ ლარი ქვემოთ ჩამოვიდეს. ვნახეთ, რომ ასეც მოხდა და შესაბამისად ჩვენ ახლაც იგივე მოლოდინი გვაქვს.


ეროვნულ ბანკს მთავრობასთან კოორდინაციით აქვს ყველა რესურსი იმისა, რომ ჩაერიოს. რა  ჩარევასაც ის ახორციელებს, ეს იმისათვისაა რომ ლარის გაუფასურება არ გადაიზარდოს ფასების ზრდის და ინფლაციურ პროცესში.


ჩემი შეფასებით,  კურსზე მეტწილად საგარეო  ფაქტორები მოქმედებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ რეგიონში არის მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური ფონი. ფაქტობრივად, ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, ვალუტის გაუფასურება შეინიშნება, რაც ჩვენ ვალუტაზეც ახდენს  გავლენას.


ტურიზმის სექტორიდან გამომდინარე, პანდემიური კრიზისის ფონზე  შეგვიმცირდა საგარეო შემოსავლები და სწორედ ამ შემცირებული შემოსავლების  კომპენსაციას ემსახურება ეროვნული ბანკის  ინტერვენციები სავალუტო  ბაზარზე. მან ეს გააკეთა არჩევნების შემდეგაც,  მანამდეც და ეს არის ავტონომიური პროცესი,“ - განმარტავს ბექა ლილუაშვილი.


არჩევნების ჩატარებიდან ორ დღეში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე.


თუკი 31 ოქტომბრამდე ლარი 3.25-იან ნიშნულზე იყო, დღეს მისი ღირებულება  3,35 ნიშნულზე დადგა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up