ლარის გაუფასურების და პანდემიის მიუხედავად, ჩვენთან მომხმარებლის რაოდენობა არ შემცირებულა - აგროჰაბი

ლარის გაუფასურების და პანდემიის მიუხედავად, ჩვენთან მომხმარებლის რაოდენობა არ შემცირებულა - აგროჰაბი

access_time2020-11-05 12:30:18

 „ჩვენ გამოვირჩევით პროდუქტის მაღალი ხარისხით, ნატურალურობით და ჯანსაღი საკვებით, მაგრამ მაღალხარისხიანი არ ნიშნავს ძვირს. ჩვენი ირიბი და პირდაპირი კონკურენტებისგან ბევრი რამით განვსხვავდებით. ბევრი უპირატესობა გვაქვს, ხარისხს  გავუსვამ  ხაზს, ნატურალურ და ახალ პროდუქციას, საუკეთესო  ვიზუალს, საუკეთესო  გემოს და ეს  ყველაფერი კონკურენტუპირატესს გვხდის ბაზარზე,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა.


ვალუტის ცვლილებისა და პანდემიის მიუხედავად „აგროჰაბის“ მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირებულა.  ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის 60 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტებზე ფასები არ გაუძვირებიათ და უახლოესი ერთი თვის მანძილზე არც იგეგმება.


„ჩვენი პროდუქცია საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი და არა მხოლოდ მაღალ სეგმენტზე. მაღაზიაში შემოსვლა  ყველას  შეუძლია -  რომ ვთქვათ, რომ ვიღაც  სეგმენტირებული გვყავს და  მხოლოდ ძვირიანი პროდუქცია გვაქვს, ასე არ არის.


პანდემიის პერიოდი სხვადასხვა სფეროებზე სხვადასხვანაირად აისახა.  ლოქდაუნის დროს ცოტა მომატებულად იყო ხალხის აქტივობა, შემდეგ დასტაბილურდა და ახლა  ჩვეულებრივი დინებით მიდის.


არ დაგვჭირდა ფასების კორექტირება და მით უმეტეს, ახლაც არ ვაპირებთ რამეს გაძვირებას, მინიმუმ ერთი თვე არაფერს გავაძვირებთ, ინფორმაციაც არ გვაქვს მომწოდებლებისგან, რომ რამე ძვირდება.



მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან იყოს ადგილობრივი წარმოების პროდუქტები.  გარკვეულწილად, ჩვენი რეალიზაციის 60%-ს  ჩვენ ვაწარმოებთ.


როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო, მაშინ იყვნენ სახლში მომზადებაზე გადასული. მოკლედ ჩვენი  რეალიზაციის პროდუქცია და სტრუქტურა დიდწილად არ შეცვლილა.


ზოგადად, ახალ წელს დიდი აქტიურობაა და ვფიქრობთ, რომ პანდემიის მიუხედავად წელსაც მაინც დიდი აქტივობა იქნება,“- განმარტავს გიორგი ჯაშიაშვილი.

 

რა გეგმები აქვს „აგროჰაბს“ 2021 წლისთვის და რთულია თუ არა დღეს საქართველოში ჰიპერმარკეტების ბაზარზე კონკურენცია - გიორგი ჯაშიაშვილი მიიჩნევს, რომ კონკურენცია ნამდვილად არის, თუმცა ამ პირობებში კომპანია საინტერესოდ ოპერირებს.

 

„კომპანია  განვითარებას ფიქრობს და სხვადასხვა  ვარიანტებს 2021-2022 წლისთვის  განვიხილავთ და არ გამოვრიცხავთ რომ 2021-შიც გავხსნათ ახალი ფილიალები.


ბაზარზე ყოველთვის არის პირდაპირი და ირიბი კონკურენტი, თუმცა ისეთი დიდი კომპანიები, როგორსაც  ჩვენ ბაზარზე  ვხედავთ, რასაკვირველია არიან  ჩვენი კონკურენტები.  ჩვენ  ჩვენი  საბაზრო  წილი და ნიშა გვაქვს,  ჩვენი მომხმარებელი გვყავს, რისთვისაც მათ მადლობას  ვუხდი. ამ კონურენციის პირობებში ჩვენ კარგად  ვოპერირებთ, საკმაოდ საინტერესოდ,“ - განმარტავს გიორგი ჯაშიაშვილი.

 

კომპანია აგროჰაბს აქვს საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმა. კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება. გარდა ამისა, ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

 

მარიამ მორგოშია


თეგები:
აგროჰაბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up