ათი წელი ვიმუშავეთ და ხელოვნურად გაგვაჩერეს, იმედია მონოპოლიები ოდესმე დასრულდება - ლაურა ღაჭავა

ათი წელი ვიმუშავეთ და ხელოვნურად გაგვაჩერეს, იმედია მონოპოლიები ოდესმე დასრულდება - ლაურა ღაჭავა

access_time2020-11-05 14:00:53

„ყველა მთავრობის და მათ შორის ახალის მიმართ ჩემი თხოვნაა გვამუშავოს, ხელი არ შეგვიშალოს, ათი წელია სამკერვალო მუშაობდა და ხელოვნურად, ეკონომიკის სამინისტრომ გამაჩერა. არცერთი მთავრობის იმედი არ გვექნება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, დავუდგეთ ნებისმიერ მათგანს გვერდით, თუ მუშაობას არ აგვიკრძალავენ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ „კომერსანტთან“ მომავალი მთავრობის, პანდემიის და ბიზნესგარემოს შეფასებისას ისაუბრა.

 

ბიზნესმენის განმარტებით, 300 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა და სახელმწიფო არც ახალი ბიზნესის დაწყების უფლებას აძლევს. მისივე თქმით, პანდემიის დროს ბიზნესმენმა ახალი საქმიანობის წამოწყება სცადა პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართულებით, რაშიც მათავრობამ ხელი შეუშალა. 

 

„წარმოება გაჩერებულია, წარმოიდგინეთ 500 დანადგარი მაქვს გაჩერებული და ხალხი კი უმუშევარი დარჩა. მზად ვართ დღე და ღამე ვიმუშაოთ, დავაბრუნო 300 თანამშრომელი, რომელიც ახლა სახლებში სხედან. დიდი თხოვნა გვაქვს, რომ მუშაობის უფლება მოგვცენ. ვითხოვთ ხელშეწყობას, რათა უკან დავაბრუნოთ ჩვენი თანამშრომლები. ძალიან დიდი ბრუნვა გვქონდა. ევროპიდან მოგვდიოდა შეკვეთები, ყოველ ათ დღეში 5000 ქურთუკს ვაგზავნიდით. წარმოიდგინეთ, რამხელა ბრუნვა გვექნებოდა და ახლა ყველაფერი გაჩერებული გვაქვს.

 


პანდემიის დროს, სხვა გეგმაც მქონდა, შევიძინე სამედიცინო დანადგარი, პირბადეებისთვის, ჩამოვიტანე ჰონგ-კონგიდან და საქართველოს ბაზარზე ვერ შემოდის. ამ ნაწილშიც შემიშალა ხელი მთავრობამ, ყველანაირად შეზღუდულები ვართ, უფლება არ გვაქვს, რომ თბილისის ბაზარზე შევიდეთ. რაღაც პროგრამებია და არ ვიცით, ვერ მოვხვდით იმ პროგრამაში. ასე შერჩევით არ შეიძლება ამუშაო კომპანიები, თბილისში პირბადეები შეაქვს მხოლოდ ვინმე გალუსიანს და საკანელიძეს, ჯანდაცვის სამინისტროს და თვითონ ტიკარაძეს აქვს ასე მოწყობილი. იმედი მაქვს მონოპოლიები მალე დასრულდება“, - ამბობს ლაურა ღაჭავა.

 

მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა ლაურა ღაჭავა მიიჩნევს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყანას ბიზნესმენები გვერდით უნდა დაუდგნენ და გადასახადების შემცირების ნაცვლად, ბიუჯეტში მეტი შეანატანი უნდა გააკეთონ.

 

„ახლა ქვეყანას ისე უჭირს, რომ ბიზნესს არ გვაქვს უფლება გადასახადების შემცირება მოვითხოვოთ, პირიქით, გადასახადების თვალსაზრისით, მეტი უნდა შევიტანოთ და ხელი შევუწყოთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ხალხს დაეხმარონ, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ“,- აცხადებს ღაჭავა.


მიმდინარე წლის თებერვალში „ბანკმა ქართუმ“ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას უძრავი ქონება ჩამოართვა. როგორც „კომერსანტს“ ბიზნესმენის შვილმა დავით კოდუამ განუცხადა, მას არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ინფორმაცია ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით არ მიუღია. რაც შეეხება ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის დაკარგვის სავარუდო მიზეზს, კოდუა აცხადებს, რომ შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო „ქართუ ბანკში“ სასეხო ვალდებულებასთან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up