დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-11-02 21:30:18

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ვინ მოხვდება პარლამენტში ახლანდელი შედეგებით - სია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100 პროცენტი დათვალა და ცნობილია, რომ საკანონდებლო ორგანოში 9 პარტია მოხვდება. მონაცემები საბოლოო არ არის და შესწორებულმა ოქმებმა, შესაძლოა, მცირედი ცვლილებები გამოიწვიოს.

 

2. პარტიების ბოიკოტი - ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია, პატრიოტთა ალიანსი, მოქალაქეები - ყველა პარტიამ, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მანდატი მოიპოვა პარალემნტში შესვლაზე დღეს ერთხმად უარი განაცხადეს.


3. სებ-მა წელს პირველად $60-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა

2020 წლის 2 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

4. „ახალი მთავრობის პრიორიტეტი ინფლაციის კონტროლი და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს

არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. ამას გარდა, „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი.

 


5. არჩევნებიდან არჩევნებამდე ლარი 95%-ით გაუფასურდა - რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის კოლაფსი

როდესაც 8 წლის წინ, 21 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.66-ს შეადგენდა. ქართული ოცნების მმართველობის მეორე ვადის მიწურულს კურსი 3.23-ს აჭარბებს. 8 წელიწადში ეროვნული ვალუტა 95%-ით გაუფასურდა.

 

6. თეატრები და კინოთეატრები ისევ ვერ იხსნება

მთავრობამ თეატრების და კინოთეატრების ამოქმედების თარიღი კიდევ ერთხელ გადაწია.როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.

 

7. მმართველი გუნდი ყველა ბიზნესმენს დაუყოვნებლივ უნდა შეხვდეს და მათი რჩევები ბრმად გაითვალისწინოს - ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის უპირობოდ გარანტიების შეთავაზება და ბიზნესისთვის ბრმად ნდობა ისაა, რაც მმართველმა გუნდმა უნდა გააკეთოს.

„მმართველმა გუნდმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მხარს უპირობოდ უჭერენ. მათ პირადად უნდა მისცენ გარანტია ინვესტორებს, რომ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში იმუშავებენ და თავად უნდა იყვნენ ამაზე პასუხისმგებელი - ეს პირველი ნაბიჯია.

 

8. შეჩერებული ტურიზმი და სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნა - ბინების ქირის ინდექსი 13 წლის მინიმუმზეა

2020 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და წლის დასაწყისიდან მხოლოდ 6%-ით ნაკლებია. ინფორმაცია Galt & Taggart-ის 2020 წლის მე-3 კვარტლის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

 

9. აფხაზები რუსებს წართმეულ ქონებას არ უბრუნებენ

რუსული გამოცემა Комсомольская правда-ს კორესპოდენტი ვლადიმირ ვორსობინი აფხაზეთში რუსებისთვის წართმეული ბინების საკითხზე წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს.

31 ოქტომბერს  ვლადიმირ ვორსობინმა ამ თემაზე მორიგი სტატია გამოაქვეყნა

 

10. რა მოხდება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 4 მთავარი სცენარი

3 ნოემბერს მსოფლიოში წლის უმნიშვნელოვანესი - აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება.

ამერიკაში დღეს საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და საზოგადოების პოლარიზების დონე უჩვეულოდ მაღალია - დამანგრეველმა პანდემიამ და საპროტესტო გამოსვლებმა არჩევნებს ამერიკისთვის უჩვეულო ფონი შეუქმნეს.

 

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up