არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. გარდა ამისა, „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი. რას მოელის ბიზნესი არჩევნების შემდეგ და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს მოქალაქე და ბიზნეს სექტორი? საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი მიიჩნევს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის უპირობოდ გარანტიების შეთავაზება და ბიზნესისთვის ბრმად ნდობა ისაა, რაც მმართველმა გუნდმა უნდა გააკეთოს.
„მმართველმა გუნდმა დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მხარს უპირობოდ უჭერენ. მათ პირადად უნდა მისცენ გარანტია ინვესტორებს, რომ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში იმუშავებენ და თავად უნდა იყვნენ ამაზე პასუხისმგებელი - ეს პირველი ნაბიჯია. მათ უნდა აჩვენონ, რომ პოლიტიკა ბიზნესთან მეგობრულია. ახალმა გუნდმა არ უნდა დაუშვას ახალი რეგულაციებიც ბიზნესის კიდევ უფრო ჩახლართვა. ისინი უნდა შეხვდნენ ყველა ბიზნესის და ბიზნესასოციციის წარმომადგენელს და მათ რჩვევებს ბრმად მისდიონ. „ქართული ოცნების“ საქმიანობა 8 წლის მანძილზე სრული კრახი იყო. ახლა მმართველმა გუნდმა უნდა უსმინოს ბიზნესს რათა კლიმატი გაუმჯობესდეს.
შემდეგ, მმართველმა გუნდმა უნდა განაგრძოს გადასახადების კუთხით ბიზნესის ხელშეწყობა კიდევ 6 თვის მანძილზე და ესეც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ერთადერთი პარტია, რომელსაც დაპირებების გარდა არანაირი კონკრეტული გეგმა არ აქვს ეს „ქართული ოცნებაა“,“ - განმარტავს ბიზნესმენი.
მარიამ მორგოშია