„ახალი მთავრობის პრიორიტეტი ინფლაციის კონტროლი და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს

„ახალი მთავრობის პრიორიტეტი ინფლაციის კონტროლი და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია უნდა იყოს"

access_time2020-11-02 11:00:59

არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. ამას გარდა, „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი.


ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თემურ ბასილია „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ახალი მმართველი გუნდის მთავარი გამოწვევა ინფლაციის კონტროლირებად ჩარჩოში მოქცევა, მაკროეკონიმიკური სტაბილურობის შენარჩუნება და საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციაა.


„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პანდემია კიდევ წელიწადი და შესაძლოა მეტიც გაგრძელდეს, ამიტომაც ალბათ საუბარი უნდა ეხებოდეს ამ პერიოდში რა არის უპირველესი პრიორიტეტები, რომ ეკონომიკური ვითარება უფრო მეტად არ გაუარესდეს.



უმთავრესი პრიორიტეტი ინფლაციის კონტროლირებად ჩარჩოში მოქცევა და მაკროეკონიმიკური სტაბილურობის შენარჩუნებაა. ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია და ამიტომ ამჯერად მოკლედ ვიტყვი - ძირეულად უნდა შეიცვალოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ასეთი არაკომპეტენტური ხელმძღვანელების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, ეს მოხდეს.


მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია გახლავთ. ერთმანეთისგან უნდა გავყოთ სამთავრობო სექტორის, ანუ ბიუჯეტის ვალი და ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, რომელიც მოიცავს ბანკების, კერძო სექტორის და სახელმწიფო კომპანიების ვალებს. ამ წლის ბოლომდე სამთავრობო სექტორს, ანუ ბიუჯეტს უცხოელი კრედიტორებისთვის გადასახდელი აქვს 234.7 მილიონი დოლარი, ხოლო 2021 წლის ბოლომდე 1.2 მილიარდი დოლარი ანუ, დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარი. ეს კი, 2020 წლის ბიუჯეტი ხარჯის 28%-ია. (შეგახსენებთ, 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 12.5 მილიარდი ლარია). ამ საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის გარეშე რთული იქნება სამთავრობო ხარჯების სრულად გაწევა, მათ შორის მოსახლეობის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა (პენსია, სამედიცინო დაზღვევა და ა.შ.) და ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება. კიდევ უფრო რთული ვითარებაა ქვეყნის მთლიან საგარეო ვალთან მიმართებაში: მხოლოდ მიმდინარე წელს ბანკებს, კერძო სექტორს და სახელმწიფო კომპანიებს დასაფარი აქვთ 2.8 მილიარდი ხოლო, მომდევნო წლის ბოლომდე კი - 5.5 მილიარდი აშშ დოლარის საგარეო ვალი. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირდაპირ კავშირში ბიუჯეტის ხარჯებთან, მაგრამ ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვებთან. თუ არ მოხდა ამ ვალების რესტრუქტურიზაცია, როგორ უნდა დაიფაროს ეს ვალი, როდესაც ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვები მხოლოდ 3.8 მილიარდი აშშ დოლარის? 


როგორც ვხედავთ, ქვეყნის ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს ფინანსური სტაბილურობის შენარჩენუბისთვის.
რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ლამაზად ვილაპარაკოთ ქვეყნის აღმშენებლობის სხვადასხვა პროგრამებზე, ცალკეული სექტორების როლზე და ა. შ. მაგრამ სინამდვილეში ზემოთ აღნიშნული ორი საკითხის გადაწყვეტის გარეშე, ეს მხოლოდ ლამაზ ლაპარაკად დარჩება“,
 აცხადებს თემურ ბასილია.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up