არჩევნებიდან არჩევნებამდე ლარი 95%-ით გაუფასურდა - რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის კოლაფსი

არჩევნებიდან არჩევნებამდე ლარი 95%-ით გაუფასურდა - რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის კოლაფსი

access_time2020-11-02 12:30:16


როდესაც 8 წლის წინ, 21 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.66-ს შეადგენდა. ქართული ოცნების მმართველობის მეორე ვადის მიწურულს კურსი 3.23-ს აჭარბებს. 8 წელიწადში ეროვნული ვალუტა 95%-ით გაუფასურდა.


ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობის აღებას ოცნების მთავრობა ყოველთვის გაურბოდა. მას ხან საგარეო ფაქტორებს აბრალებდა, ხან არასწორ მოლოდინებს, ხან სავაჭრო პარტნიორების ვალუტის გაუფასურებას, ხან დოლარის მსოფლიო სხვა ვალუტებთან მიმართ გამყარებას. საწყის ეტაპზე ირიბად და ზოგჯერ პირდაპირაც ეროვნული ბანკის იმჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უყენებდნენ საბოტაჟის ბრალდებას. ქადაგიძემ პოსტი 2016 წლის 26 თებერვალს დატოვა, მაშინ როცა დოლარი ამჟამინდელზე 75 თეთრით იაფი - 2.48 ღირდა.


ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა. კურსი მარტივად კუპონისთვის 6 ნულის ჩამოშორებით 1.30-ზე განისაზღვრა, რაც  3 წელი აზიის ფინანსურ კრიზისამდე იქნა შენარჩუნებული. 1998 წლის დეკემბერში კურსმა პირველად გადააჭარბა 2.00-იან ნიშნულს. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ანტირეკორდი 1999 წლის 23 თებერვალს მოიხსნა, როდესაც დოლარის ღირებულებამ 2.45 შეადგინა.


ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის საწყის ეტაპზე, ომამდე კურსი სწრაფი ტემპით მყარდებოდა და 2008 წლის ივლისში 1.40-საც ჩამოსცდა. ომის შემდეგ  ეროვნული ვალუტა გაუფასურდდა, 2010 წელს 1.88-საც მიაღწია, მაგრამ იმის იქეთ აღარ წასულა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მომენტში კურსი 1.66-ს შეადგენდა.


ოცნების მმართველობის პერიოდში გაუფასურების პირველი ტალღა 2013 წლის ნოემბერში აგორდა, რაც დიდწილად ეროვნული ბანკის ინტერვენციებით იქნა გადაფარული. საბოოოდ კალენდარული წელი 1.74-იანი კურსით დასრულდა, თუმცა იმაე პერიოდში კერძოდ ნოემბერ-დეკემბერში სებმა 8 ინტერვენციის შედეგად $220 მლნ გაყიდა, რამაც ლარი დამატებითი გაუფასურებისგან იხსნა.


1 წლის თავზე, 2014 წლის ნოემბრიდან ლარმა ხელახალი გაუფასურება დაიწყო, რაც უკვე ფუნდამენტური ფაქტორებით აიხსნებოდა. ნოემბერში ექსპორტი 35%-ით, ხოლო დეკემბერში 20%-ით შემცირდა, რამაც პირველი 10 თვის მცირე ზრდა გადაფარა და მთლიანობაში წლიური ექსპორტი 2%-ით შეამცირა. 18-19 დეკემბერს ოფიციალურმა კურსმა 1.91-ს გადააჭარბა, სავალუტო ჯიხურებში კი პირველად 10 წლიანი პაუზის შემდეგ 2.00-იან ნიშნულსაც გადასცდა. 2014 წლის ნოემბერ დეკემბერში სებმა სულ 2 ინტერვენცია განახორციელა და ბაზარს $80 მლნ მიაწოდა. იქამდე წლის დასაწყისში 6 ინტერვენციის შედეგად $220 მლნ გაყიდა, ხოლო შემდეგ 10-ჯერ გამართულ სავალუტო აუქციონზე $200 მლნ უკან დაიბრუნა.


ლარისთვის მძიმე აღმოჩნდა საიუბილეო 2015 წელი, ოფიციალურმა კურსმა 2004 წლის შემდეგ პირველად 2.00-იან ნიშნულს გადააბიჯა. სების $290 მლნ-იანი ინტერვენციის მიუხედავად, წლის განმავლობაში ლარი 27.6%-ით 1.88-დან 2.40-მდე გაუფასურდა.


2016 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. იანვარში 17 წლის წინ დამყარებული ანტირეკორდი მოიხსნა და კურსმა 2.17-ს გადააჭარბა. მცირედი გამყარებისა და შემდგომი რამდენიმეთვიანი დასტაბილურების შემდეგ ნოემბრიდან ვარდნა განახლდა. დეკემბრის მეორე ნახევარში დოლარის ღირებულება 2.78-ს გადასცდა. ოპოზიცია ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნოდ კურსის ხელოვნურ შენარჩუნებაში სდებდა ბრალს. 4 წლის წინ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტურები კი 30 ოქტომბერს შედგა. 25 აგვისტოდან 12 ოქტომბრის ჩათვლით სებმა სულ $180 მლნ გაყიდა, რაც არც ისე ბევრია, მაგრამ სავალუტო ინტერვენცია ეროვნული ბანკის ხელში ვალუტაზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი არ არის. ოქტომბერ-დეკემბერში რეფინანსირების სესხის მოცულობა 1.15 მლრდ-დან 1.3 მლრდ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი არც ეს ყოფილა, მით უფრო მაშინ როდესაც წლის დასაწყისსი, როცა დოლარი ოქტომბერთან შედარებით 14 თეთრით ძვირი ღირდა რეფინანსირების სესხის მოცულობა 700 მლნ-ს არ აღემატებოდა. ოქტომბრიდან დეკემბრამდე არც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირებულა და ის კვლავ 6.5%-იანი ნიშნულზე შენარჩუნდა. მართალია მიმოქცევაში არსებული ფულის მასა -M2 ოქტომბერ-დეკემბერში 6.256 მლრ-დან, 6.526 მლრ ლარამდე გაიზარდა, მაგრამ წლის დასაწყისსი M2 მხოლოდ 5.336 მლრდ ლარი იყო, შესაბამისად ვერც ფულის მასის ამ მოცულობით ზრდა გააუფასურებდა თითქმის 20%-ით ორ თვეში. არგუმენტად ვერც ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა გამოდგება. 2016 წლის 9 თვეში წლიური ხარჯების 74% იყო გაღებული.



2017 წელი ოცნების ხელისუფლების მმართველობის დროს ერთადერთი იყო, როდესაც ვალუტა წლის ბოლოს უფრო მყარი იყო ვიდრე წლის დასაწყისში. თუ 1-ელ იანვარს 1 აშშ დოლარი 2.65 ლარი ღირდა, 31 დეკემბერს მის ფასი 2.59-მდე შემცირდა, გარდა ამისა 2017 ასევე ერთადერთი იყო, რომლის კურსიცწინა წლისას ჯობდა. (კურსი 31 დეკემბრის მდგომარეობით. ოქტომბერში ლარი 20016 წელს უფრო მყარი იყო) მეტ-ნაკლებად შემცირებული იყო რყევის ამპლიტუდაც.



2014-2016 წლებისგან განსხვავებით მკვეთრი გაუფასურება არც 2018 წელს მოხდარა, მაგრამ სტაბილურობის პერიოდი მოკლე აღმოჩნდა. 1-ლი ივნისიდან ნოემბრის ბოლომდე ლარი ანტირეკორდს პრაქტიკულად ყოველკვირა ხსნიდა, 22 ნოემბერს კურსმა 2.98-ს გადააჭარბა. სექტემბერ-ნოემბერში ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულებამ რამდენჯერმე 3.00-იანი ნიშნულიც გადალახა, რაც იქამდე არასდროს მომხდარა.


რაც შეეხება მიმდინარე 2020 წელს, 1-ელ იანვარს კურსი 2.87-ს შეადგენდა, 2 თვის თავზე 2.79-ს. 9 მარტს -2.77-ს. 11 მარტს, როდესაც ჯანმომ კორონავირუსი პადემიად გამოაცხადა - 2.85-ს. 17 მარტს ოფიციალური კურსი პირველად გადასცდა ფსიქოლოგიურ 3.00-იან ნიშნულს და 3.01 შეადგინა. 10 დღის შემდეგ, 27 მარტს 1 აშშ დოლარი უკვე 3.48 ღირდა. 3 კვირაზე ნაკლებ დროში ეროვნული ვალუტა 25.6%-ით გაუფასურდა. ხოლო 1 დოლარი 71 თეთრით გაძვირდა. ამის შემდეგ პანიკის გავლენის მოხსნის შემდეგ კურსმა შედარებით დაიწია, ზაფხულის პერიოდშილარი 3.05-მდეც გამყარდა, თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან კვლავ გადალახა 3.20-იანი ზღვარი.



რა აუფასურებს ლარს? ეს კითხვა მუდმივად ისმის ბოლო 7 წლის განმავლობაში. მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პასუხები სხვადასხვაგვარია.


  1. მცდარია არგუმენტი, რომ ლარი დოლარის გამყარების გამო გაუფასურდა. დოლარი 2013-2020 წლებში ევროსთან მართლაც გამყარდა 1.35-დან 1.17-მდე, მაგრამ ბოლო 7 წელიწადში ლარი დოლარის გარდა სხვადასხვა მოცულობით ყველა სხვა მსოფლიო ვალუტასთან გაუფასურდა. თუ 2013 წლის ოქტომბერში 1 ევრო 2.35 ღირდა, დღეს 3.81 ღირს, იმავე პერიოდში ფუნტის ფასი 2.81-დან 4.20-მდე გაიზარდა, შვეიცარიული ფრანკის 1.93-დან 3.55-მდე.
  2. მცდარია ხელის მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე გაშვერა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკური დაძაბულობა და მით უმეტეს ომი, ცხადია საქართველოზე მოახდენდა გავლენას, მაგრამ შეუძლებელია რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეკონომიკურად უფრო მეტად დაეზარალებინა საქართველო, ვიდრე 6 წლით ადრე რუსეთის საქართველოში შემოჭრას.
  3. მცდარია ყველაფრის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე გადაბრალება. 2019 წელს საპროტესტო აქციები და რუსეთთან ფრენების აკრძალვა საკმაოდ პოპულარულ თავის სამართლებელ არგუმენტად იქცა, მაგრამ 20 ივნისს, აქციების დაწყებამდე კურსი უკვე 2.79 იყო. გარდა ამისა აქციები 2007, 2009 და 2011 წლებში უფრო მრავალრიცხოვანი იყო. იმ პერიოდში ლარი არ გაუფასურებულა. არათუ ფრენების შეწყვეტას ლარი არც 2006 წლის რუსულ ემბარგოს გაუუფასურებია.


ლარის გაუფასურებაში ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს შეიძლება მართლაც აქვს გარკვეული წვლილი შეტანილი, თუმცა არა მთავარი. რეალურად ვალუტის კურსზე უფრო მეტ გავლენას დაბალი ეკონომიკური ზრდა, გაუმართავი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ხელოვნული ლარიზაცია და არასწორი კომუნიკაცია ახდენს. ამ ყველაფერს ემატება უნდობლობა როგორც ეროვნული ბანკის ასევე ფინასთა სამინისტროს მიმართ. მინისტრის ან ერობნული ბანკის წარმომადგენლის განმარტებების მოსახლეობას აღარ სჯერა.


იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბევრ პრობლემას წარმოქმნის, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კურსი და ფასების დიდი ნაწილი პროპირციულია, მაგრამ არა პირდაპირპროპორციული. 2012 წლის სექტემბრიდან დღემდე, ფასები საერთო დონე 32%-ით გაიზარდა და არა დოლარის მსგავსად 95%-ით. ამ გარემოების გათვალისწინებით ასევე არასწორია პენსიის დოლარში გადაყვანა და იმის მტკიცება რომ თითქოს ის 8 წელიწადში საერთოდ არ გაზრდილა, ან ნომინალური ეკონომიკის დოლარში დათვლა და იმის მტკიცება, რომ 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი იგივეა ან უფრო ნაკლები ვიდრე 2012 წელს.


მნიშვნელოვანი სხვაობა ფასების ზრდასა და დოლარის ღირებულებას შორის დიდწილად იმით არის გამოწვეული, რომ იმპორტიორებმა მოგების მარჟა შეამცირეს, სხვა შემთხვევაში პროდუქციის რეალიზებას უბრალოდ ვეღარ შეძლებდნენ. ეს თავის მხრივ მხოლოდ მათი იმპორტიორების პრობლემა არ არის. შემცირებული მოგების გამო მცირდება ეკონომიკური აქტიობა და ბიზნესის გაფართოვების სტიმული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურად რამდენიმე ათეულ ათასი სამუშაო ადგილი უბრალოდ არ გაჩნდა.


ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფლაცია მხოლოდ სამომხმარებლო კალათაში არსებული ფასების ცვლილებით გამოითვლება და ზოგ შემთხვევაში რაიმე ნივთზე ფასი 95%-ზე მეტითაც გაძვირდა. სტანდარტული kindle-ის შეძენა, რომელიც Amazon-ზე $130 ღირს 2013 წელს  225 ლარად იყო შესაძლებელი. 130*1.66 პლუს დაახლოებით 10 ლარი ჩამოტანის საფასური. დღეს მისი ფასი უკვე 510 ლარია, რადგან 300 ლარზე უფრო ძვი ნივთს დღგ-ც ნივთის ღირებულების 18%-იც ემატება. ამ შემთხვევაში ნივთი უკვე არა ინფლაციის შესასაბამისად 32%-ით, ან დოლარის შესაბამისად 95%-ით, არამედ უფრო მეტით 127%-ითაა გაძვირებული.


ფულად გზავნილების მოცულობა წლიურად $1.5 მლრდ-ს აღემატება. რადგან ფასების საერთო დონე დოლართან შედარებით ნაკლებად გაიზარდა, შეიზლება ითქვას, რომ გზავნილების მიმღები პირები უპირატეს მდგომარეობასი აღმოჩნდნენ. პირობითად მიღებული $200-ით დღეს უფრო მეტ პროდუქციასა და მომსახურებას შეიძენენ, ვიდრე 7 წლის წინ. სხვა თანაბარ პირობებში ეს ასეა, თუმცა შემცირებული ეკონომიკური აქტიობის გამოსარგებელს გზავნილების მიმღებთა მხოლოდ მცირე ნაწილი ღებულობს, ხოლო დანარჩენი ვერ იყენებს იმ შესაძლებლობას რაც ეკონომიკური ბუმის დროს ექნებოდა.


ლარი ყოველთვის იყო და არის პოლიტიკოსთა დებატების საკითხი. მათი ნაწილი არსებულ რეგულაციებს იწუნებს და მოსახლეობას უფრო ეფექტიან რეგულაციებს პირდება, რომლებმაც მათი მტკიცებით ეროვნული ვალუტა უნდა გაამყაროს. მეორე უფრო მცირე ნაწილი ზოგადად რეგულაციებს იწუნებს და მულტისავალუტო სისტემის დაკანონებას ემხრობა. რომლის პირობებშიც ხელფასების გაცემა ან მაღაზიაში რაიმე ნივთის გაყიდვა დოლარშიც, ან ნებისმიერ სხვა ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up