დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-15 21:00:50

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

 

1. მაკონტროლებელ სტრუქტურებს არ აქვთ ერთიანი პროტოკოლი, შემოწმებები ქაოსურია - „მეგრული სახლი“


„როდესაც მთვარობა ერთი დღით ადრე გვეუბნება, რომ ხვალ ღონისძიებებს ვეღარ ჩავატარებთ, ეს სრული უპასუხისმგებლობაა“, - ასე აფასებს მეგრული სახლის მფლობელი ეკა ჯალაღონია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა. „კომერსანტთან“ საუბარში ჯალაღონია აცხადებს, რომ „მეგრულ სახლში“ დაგეგმილი ყველა სოციალური ღონისძიება გაუქმდა.


2. „Snap Fitness Georgia“ „Worldclass“-ის კონკურენტ ახალ პრემიუმ ხარისხის ფილიალს ხსნის


3 თვიანი კარანტინისა და კულინარიული ნიჭის გამოვლენის შემდეგ, ფორმაში ჩადგომის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. თუმცა, ფიტნეს დარბაზები, რომელთა გახსნასაც საზოგადოება დიდხანს ელოდა, კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე კვლავ მომხმარებელთა დეფიციტს განიცდიან.

 

3. რაც უფრო მეტ ფულს წირავ მთავრობას მით უფრო იოლად იგებ ტენდერებს - „ფლანგვის დეტექტორი“


„2017 წელს შპს “ბორანის” სამმა მფლობელმა ქართულ ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, რის შემდეგაც უკონკურენტოდ 2 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციით 5.5 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

 

4. BAG - სახელმწიფო საწვავის ხარისხის სრული სპექტრით შემოწმებას ვერ ახერხებს



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს, როგორც ოგანიზაციაში აცხადებენ ხარისხის კონტროლის კუთხით განხორციელებული ცვლილებების პარალელურად, აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება.

 

5. ბართან მომსახურება იკრძალება - რა ვალდებულებები და შეზღუდვები აქვს კვების ობიექტებს


საკორდინაციო საბჭოს მიერ 9 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი კვების ობიექტების (რესტორანი, კაფე, სასადილო, საოჯახო სამზარეულო და ა.შ.) საქმიანობა აუცილებელია განხორციელდეს, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

 


6. “ჯიპიაი ჰოლდინგი” კორპორაციულ სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ფლობს


საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით “ჯიპიაი ჰოლდინგს” კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით  ბაზარზე ყველაზე დიდი - 20%- ანი წილი აქვს. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიამ კორპორაციული დაზღვევის პორტფელში 39 637 411 ლარი მოიზიდა, რაც 2019 წლის ორ კვარტალთან  შედარებით 6%-ით მეტია.

 

7. „თუ ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე 200 მლნ დოლარის ინტერვენციას განახორციელებს, შეძლებს ლარის კურსი 3.10-3.20 ნიშნულის ფარგლებში შეინარჩუნოს“ - Galt & Taggart


საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მატებას განაგრძობს. 31 აგვისტოს მონაცემებით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზე და 3,931 მლრდ. დოლარს აჭარბებს. ეს კი თითქმის 91 მილიონი ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით.

 


8. მიხეილ ხიდურელი: არ ვართ ქვეყანა, რომელსაც ინვესტორები კარზე უკაკუნებენ


„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც ინვესტორები კარზე უკაკუნებენ,“- განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა. მისივე განმარტებით, სააგენტო 400-მდე ინვესტორთან მუშაობს.

 


9. Forbes: პუტინი ლუკაშენკოს 1,5 მლრდ. დოლარს ასესხებს


რუსეთი ბელორუსიას სახელმწიფო სესხის სახით 1,5 მლრდ. დოლარს გამოუყოფს - განაცხადა  ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 14 სექტემბერს სოჭში შედგა.

 


10. Le Figaro: ლტოლვილების პრობლემა ევროკავშირის ერთობას ემუქრება


საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილთა ბანაკში მომხდარმა მასშტაბურმა ხანძარმა გერმანიის ხელისუფლება და პირადად ანგელა მერკელი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up