ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად სებ-ი დამატებით 200 მლნ დოლარამდე გაყიდის - სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად სებ-ი დამატებით 200 მლნ დოლარამდე გაყიდის - სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

access_time2020-09-15 16:30:27

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მატებას განაგრძობს. 31 აგვისტოს მონაცემებით, ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზე და 3,931 მლრდ. დოლარს აჭარბებს. ეს კი თითქმის 91 მილიონი ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ აღნიშნული რეზერვების გამოყენება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო, პირველ სავალუტო ინტერვენციაზე გაყიდული თანხის მოცულობამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა, უკანასკნელი კი 10 სექტემბერს იყო. 2020 წელს სავალუტო აუქციონების მეშვეობით სებ-მა სულ 369.5 მილიონი დოლარი გაყიდა.


თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ, თითქმის 400 მილიონი დოლარის ინტერვენციის შედეგად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არა თუ გამყარდა, არამედ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე დაახლოებით 25 თეთრით გაუფასურდა.



Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ეროვნული ბანკი დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის ინტერვენციას განახორციელებს, რაც ლარის კურსს დოლართან მიმართებაში 3.10-დან 3.20 ნიშნულამდე მერყეობის საშუალებს მისცემს. მისი თქმით, საერთაშორისო დონორების მიერ გადმორიცხული თანხების ანუ საგარეო ვალის ზრდის შედეგად, სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად იზრდება.


„ეროვნულმა ბანკი დონორების მიერ ჩარიცხულ თანხებს, რომელიც რეზერვებში იყრის თავს, ბაზარს მიაწვდის. მიმდინარე წელს მთავრობამ 1.5 მლრდ. დოლარი უნდა ისესხოს და ეს თანხები ეტაპობრივად ირიცხება, რაც რეზერვების ზრდაშიც აისახება. COVID-19-ის კრიზისის პირობებში, რადგან ტურიზმის სექტორში დიდი დანაკარგია, ეს დანაკლისი ბაზარს როგორმე უნდა მიაწოდოს, ამიტომ სებ-ი მნიშვნელოვან სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს, მას ამ ეტაპზე დაახლოებით 370 მლნ დოლარი აქვს დახარჯული. ამ მოცულობებით თუ გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის მხარდასაჭერად 150 მლნ-დან 200 მლნ დოლარის ინტერვენციას განახორციელებს. თავიდან ვფიქრობდით, რომ 400 მლნ დოლარის ინტერვენცია საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ეს საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის პირობებში, რადგან ასე არ მოხდა, ამიტომ იმაზე მეტი უნდა დაიხარჯოს ვიდრე ამას თავიდან ვვარაუდობდით. ამ ყველაფრის შედეგად კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.10-დან 3.20-ს ფარგლებში იმერყევებს“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.

 

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up