მაკონტროლებელ სტრუქტურებს არ აქვთ ერთიანი პროტოკოლი, შემოწმებები ქაოსურია - „მეგრული სახლი“

მაკონტროლებელ სტრუქტურებს არ აქვთ ერთიანი პროტოკოლი, შემოწმებები ქაოსურია - „მეგრული სახლი“

access_time2020-09-15 10:00:55

„როდესაც მთვარობა ერთი დღით ადრე გვეუბნება, რომ ხვალ ღონისძიებებს ვეღარ ჩავატარებთ, ეს სრული უპასუხისმგებლობაა“, - ასე აფასებს მეგრული სახლის მფლობელი ეკა ჯალაღონია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა. „კომერსანტთან“ საუბარში ჯალაღონია აცხადებს, რომ „მეგრულ სახლში“ დაგეგმილი ყველა სოციალური ღონისძიება გაუქმდა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მენეჯმენტმა მეგრული სახლი ათონელზე რამდენიმე თვის წინ დახურა, თუმცა ეკა ჯალაღონია ამბობს, რომ ობიექტს სექტემბრის ბოლოს მაინც გახსნის იმ იმედით, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს.

 

„წინასწარ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაგვიუქმდა. ჩვენ უამრავ გასვლით ღონისძიებას ვაკეთებთ და ასე, ერთი დღით ადრე როდესაც გვეუბნება მთავრობა, რომ ხვალ უკვე აღარ შეიძლება ღონისძიების ჩატარება უბრალოდ სრული უპასუხისმგებლობა. გასვლით ღონისძიებას თავი, რომ დავანებოთ, შიგნით რესტორანში 20 ადამიანზე გათვლილი ღონისძიება რომ გვქონდეს, ორი მეტრიანი დისტანციის 6-6 სტუმარი დავსვა, ანუ ყველა რეგულაცია რომ დავიცვა, ღონისძიების გამართვა მაინც არ შემიძლია. შედეგად  აბსოლუტურად ყველა ღონისძიება გავაუქმეთ. რაც შეეხება გარე ღონისძიებებს, წინასწარ გვქონდა რაღაც-რაღაცები მომზადებული და შეკვეთილი, თანხა  გადახდილი გაქვს, ამ ყველაფერს რა ეშველება არ ვიცი“, - განაცხადა ეკა ჯალაღონიამ.

 

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც მეგრული სახლის მფლობელი ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფო უწყებების არა ინფორმირებულობაა. ეკა ჯალაღონია აცხადებს, რომ სტრუქტურებს რომლებიც კვების ობიექტებს ინსპექტირებას ახორციელებენ არ აქვთ ერთიანად შემუშავებული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც რესტორნები მუშაობას გააგრძელებენ.

 


„ზარალი მარტო ობიექტის დახურვა არ არის, ზარალი არის ყველაფერი ერთად. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის,  რომ როდესაც შემოდის სხვადასხვა უწყება,  მათ თვითონ არ აქვთ ერთი ინფორმაცია: ერთი გეუბნება, რომ რესტორანში ათ ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს, მეორე გეუბნება, რომ ისევ ძველი რეგულაცია უნდა დაიცვა, მესამე გეუბნება, რომ არც გარეთ და არც შიგნით მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი არ უნდა გყავდეს. ვეკითხები, სად წერია რეგულაცია? მაჩვენეთ, მინდა ყველაფერი წავიკითხო. გეუბნებიან, რომ ვერ გვაჩვენებენ მოვიდნენ და გაგაფრთხილეს რაც საკმარისი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგში ჯარიმას დაგვიწერენ. თვითონ არ აქვთ ინფორმაცია, ვერ ხვდები რომელი ინფორმაციაა სწორი, ეს არის კიდევ  ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან საშინელი ქაოსია. თითქოს მწყემსი ცხვრის ფარას მიერეკება და სადაც მიმართულებას უჩვენებს იქით უნდა  წავიდეს. არ ხდება ასე, ყველაფერი არის  ზარალი, თუ  სიტყვაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ 10 ადამიანზე მეტი რესტორანში არ შევიდეს ეს იმის ტოლფასია, რომ რესტორანი დაიხუროს. პირდაპირ არ გეუბნებიან ობიექტი დახურეო, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილება სხვა არაფერია“, - აცხადებს ეკა ჯალაღონია.

 

ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მფლობელი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გამოსავალი ჩაკეტვა არ არის, მისი თქმით ნელ-ნელა გამოსავალი ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლაა.

 

„დღეს საუბარი არ არის იმაზე რომ რესტორნის მუშაობით მოგება მივიღო, საუბარი იმაზე, რომ  როგორმე  ბიზნესი  გადარჩეს, არ  დავკარგოთ პერსონალი და ათობით ადამიანი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩეს, თორე  დღეს მოგება  სახლში  არავის მიაქვს. აქედან გამომდინარე არანაირი მოლოდინი არ არსებობს. კორონავირუსამდე საერთო ჯამში თითო ობიექტზე 100 – 150 სტუმრის მიღება შემეძლო, ახლა მაქსიმუმი რაოდენობა 35 – 40 ადამიანია. კიდევ გვაქვს დიდი 300 სივრცე, დაახლოებით 300 ადამიანზე გათვლილი, თუმცა მაგაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, დიდი ხანია დაკეტილია. მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ სტუმრების  მიღების  უფლება გვაქვს, დაახლოებით 40 პროცენტით ვიყავით დატვირთულები, ახლა იქნება 20 პროცენტი“, - განმარტავს ეკა ჯალაღონია.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up