„Snap Fitness Georgia“ „Worldclass“-ის კონკურენტ ახალ პრემიუმ ხარისხის ფილიალს ხსნის

„Snap Fitness Georgia“ „Worldclass“-ის კონკურენტ ახალ პრემიუმ ხარისხის ფილიალს ხსნის

access_time2020-09-15 11:00:38

3 თვიანი კარანტინისა და კულინარიული ნიჭის გამოვლენის შემდეგ, ფორმაში ჩადგომის მსურველი ბევრი აღმოჩნდა. თუმცა, ფიტნეს დარბაზები, რომელთა გახსნასაც საზოგადოება დიდხანს ელოდა, კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე კვლავ მომხმარებელთა დეფიციტს განიცდიან.


იმის გასარკვევად, თუ რა ხდება სავარჯიშო ბაზარზე „კომერსანტი“ ფიტნესკლუბების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. კორონავირუსის ახალი შემოტევის ფონზე Snap Fitness Georgia-ს მომხმარებელთა 30%-იანი კლება აქვს, თუმცა 15 სექტემბრიდან ახალი, პრემიუმ ხარისხის ფიტნეს დარბაზის გახსნას მაინც აანონსებს.


„წინა წლის სექტემბერთან შედარებით მომხმარებლების დაახლოებით 30%-იანი კლება გვაქვს. თავდაპირველად, ფიტნეს დარბაზების გახსნის მოლოდინმა გაამართლა და ბევრი მომხმარებელი გვყავდა, თუმცა სექტემბერში, მეორე ტალღის გამო  მათმა რაოდენობამ ისევ იკლო. მუშაობის შეჩერებას არ ვაპირებთ, რადგან ვერასდროს ვეღარ გავიხსნებით და ბიზნესზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბოლო ეტაპზე ალბათ პერსონალის შემცირება იქნება. ამ ეტაპზე, ფინანსური ვალდებულებების კუთხით, ბანკსა და მოიჯარეებთან მოლაპარაკებები გვაქვს. მუშაობას არ შევაჩერებთ, რადგან ბიზნესზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და ვეღარ გავიხსნებით. King David-ის შენობაში ახალი პრემიუმ ხარისხის ფილიალი იხსნება, რომელიც 15 მარტს უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიის გამო მთლიანად დაგვხურეს. ახალ ფილიალში როგორც მომსახურების, ასევე ჯგუფური ვარჯიშების კუთხით ბევრი დამატებითი სერვისი იქნება. ასევე, მომხმარებელს ულამაზესი სავარჯიშო სივრცე და პარკინგის ადგილი დახვდება.“ - განმარტავს Snap Fitness Georgia-ს ქსელის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი


შედარებით უკეთესი სიტუაცია Worldclass-ის ფიტნეს ცენტრში გამოიკვეთა, სადაც მომხმარებლების შემცირება მხოლოდ გარკვეული პერიოდი დაფიქსირდა.



ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ და მომხმარებლები არიან, მაგრამ რამდენიმე დღის უკან, ვირუსის მეორე ტალღის დაწყებისას ნაკლები ხალხი იყო. მიუხედავად ამისა, ახლა ჩვეულებრივად დადიან. ვერ ვიტყვი, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დიდი სხვაობაა. დაახლოებით იგივე დატვირთვით ვმუშაობთ. თუ მთავრობის მხრიდან დარბაზის დაკეტვაზე ოფიციალურად მოთხოვნა არ იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ სამუშაო პროცესის გაჩერებას. კარანტინის პერიოდშიცონლაინ  ვმუშაობდით. ალბათ, ინფიცირებულების ზრდის შემთხვევაში იგივე სცენარი განვითარდება, თუმცა დიდი იმედი გვაქვს ეს საჭირო არ იქნება, რადგან საკმაოდ მტკივნეული პროცესია.“ - აღნიშნავს Worldclass-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ნინო ხუროძე


რაც შეეხება პრემიუმ კლასის კატეგორიაში კონკურენტად snap-ის დამატებას, Worldclass-ში მიიჩნევენ, რომ მათი საერთაშორისო  ბრენდის უპირატესობებში დარწმუნებულები არიან და კონკურენციის შიშის საფუძველი არ არსებობს. 


„ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს Snap-თან და მხოლოდ მივესალმებით ამ სიახლეს. „ოქტოპუსის“ პრემიუმ კლასის დარბაზიც გაიხსნა, მაგრამ ჩვენი მომხმარებლის გადინება არ მომხდარა.  ჩვენ ვყავს ჩვენი მომხმარებელი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. უპირატესობები რაც ჩვენ გვაქვს, ყოველთვის იქნება  - ეს არის ჩვენი პერსონალი, თანამშრომლები, პროფესიონალთა გუნდი. ჩვენ საერთაშორისო ბრენდი ვართ და ძალიან დიდი  სხვაობაა სხვა ფიტნეს კლუბებსა და ჩვენს შორის, რადგან მუდმივი სიახლეები გვაქვს და გვაქვს ის პლიუსები, რომლითაც დღესდღეობით Worldclass-ი გამოირჩევა სხვებისგან . ყოველდღიური დაკვირვება ამის თქმის საშუალებას მაძლევს“, განმარტავს ნინო ხუროძე.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up