რაც უფრო მეტ ფულს წირავ მთავრობას მით უფრო იოლად იგებ ტენდერებს - „ფლანგვის დეტექტორი“

რაც უფრო მეტ ფულს წირავ მთავრობას მით უფრო იოლად იგებ ტენდერებს - „ფლანგვის დეტექტორი“

access_time2020-09-15 12:00:16

„2017 წელს შპს “ბორანის” სამმა მფლობელმა ქართულ ოცნებას 40,000 ლარი შესწირა, რის შემდეგაც უკონკურენტოდ 2 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციით 5.5 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. არასმთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბორანს ჯამში 25 მილიონზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული, აქედან უკონკურენტოდ - 11 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე - 6 მილიონის.

 

„ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარი, ნოდარ ჩაჩანიძე „კომერსანტთან“ ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ შპს „ბორანის“ მეწილეები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

 

„მმართველი პარტიის შემომწირველების მიერ ტენდერების მასიური მოგება ხდება და ეს არის ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა. 2017 წელს, ერთი და იგივე დღეს შპს. „ბორანის“ სამივე მფლობელის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ კონკრეტული თანხის შეწირვა ფიქსირდება. საუბარია რამდენიმე ათი ათასობით ლარზე, რის შემდეგაც  უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების რაოდენობა გახშირდა და  სხვა კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერების რაოდენობამაც იმატა. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც თანხის შეწირვის შემთხვევები ოფიციალურად დადასტურდა, კომპანიის მიერ მოგებული 6 მილიონიდან 5.5 მილიონი, შპს. „ბორანომ“  კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო“, - განმარტავს ნოდარ ჩაჩანიძე.

 

ნოდარ ჩაჩანიძე მედიაჰოლდინგთან საუბარში აცხადებს, რომ რაც უფრო მეტ ფულს წირავ მთავრობას, მით უფრო იოლად იგებ ტენდერებს. ბოლო პერიოდში კონკრეტულ ფაქტები არა მარტო „ფლანგვის დეტექტორში, არამედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას ინფრასტრუქტურული ტენდერების არა ჯეროვნად შესრულებაა. თუმცა ჩაჩანიძის თქმით, მმართველ გუნდის შემომწირველებისთვის პრობლებას არც ეს ფაქტი წარმოადგენს.

 

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ტენდერები სათანადოდ ვერ სრულდება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დაახლოებულია მმართველ პარტიასთან და არის შემომწირველი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვერ არის სათანადოდ შესრულებული ტენდერი, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა უფრო ადვილად ხდება. ეს არა მხოლოდ თანხის შემომწირველ კომპანიასთან კორუფციული გარიგებაა, არამედ ბიუჯეტის პირდაპირი ფლანგვაა. ეს ხალხის ფულის ისეთი ხარჯვაა, როცა არ სრულდება სამუშაო, მაგრამ ახლობლობისა და სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო  კომპანიას მაინც უხდი. რამდენიმე ვარიანტია, როდესაც ტენდერების ჩაწყობა ხდება - პირველი, როცა ნულოვანი მიზეზებით კონკურენტების დისკვალიფიკაცია ხდება, მეორე -  როცა სატენდერო პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგება ხდება და შემდეგ სხვა კომპანიებს ეკარგებათ შანსი ტენდერის მოგების. და მესამე - როცა ტენდერის პირობებში მმართველ პარტიასთან შეთანხმებული კომპანიები თანხას წევენ, ხოლო მოგებისთანავე, ხელშეკრულების გაფორმებისას მთავრობა თანხას დაუმატებს. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს წინასწარი შეთანხმებაა, რადგან სხვა კომპანიები საჯარო უწყებების მხრიდან ფორმალური კრიტერიუმებით არიან შევიწროებულები და იგებს ის კომპანია, რომელზეც ტენდერის მოგებაა გამიზნული. “ - ნოდარ ჩაჩანიძე

  

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შპს „ბორანი“ თერჯოლაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც 2011 წლიდან 125 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, 65 კი გამარჯვებით დასრულდა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შპს „ბორანის“ მიერ მოგებული ტენდერების ჯამური თანხა ჯერჯერობით 25,373,041 ლარია. კომპანიას აქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი და თანხები სრულად ჯერ არ გადარიცხულა. მოგებული 65 ტენდერიდან 39-ში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა და სახელმწიფომ 11 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის თანხა გადაურიცხა კომპანიას. 17 ტენდერი დაბალი ფასებითა და სწრაფი ფასთა კლებით მოიგო, რაც ჯამში 7 მილიონ ლარზე მეტია.


 

არასმთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კომპანიის მოგებული ტენდერები ასე ნაწილდება:

 

თვითმმართველი ერთეული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: 25 ტენდერი - 6,172 164,37 ლარი;

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 21 ტენდერი - 13 776 671,9 ლარი;

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი: 16 ტენდერი - 4,293,915,99 ლარი;

 

თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტი: 3 ტენდერი - 1,130,289.09 ლარი.

 

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც ფლანგვის დეტექტორში ყურადღებას ამახვილებენ შპს „ბორანის“ ინფრასტრუქტურულ სექტორში ოპერირების დაწყებას ეხება. მათი ინფორმაციით,  პირველი ტენდერი კომპანიამ 2011 წელს უკონკურენტოდ და გამოცდილების გარეშე მოიგო, დამკვეთი კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იყო.

 

„შპს “ბორანი” სახელმწიფო ტენდერებს 2017 წლამდეც იგებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლები “ქართული ოცნების” შემომწირველები გახდნენ, ტენდერებში გამარჯვება უფრო იოლი გახდა. კონკურენტი კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული 6 მილიონი ლარიდან, 5,5 მილიონი ლარი “ბორანს” სწორედ 2017 წლის შემდეგ ჩაერიცხა. ამასთან, ნათლად იკვეთება “ძირითადი სამოქმედო მუნიციპალიტეტები”: თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი“, - განმარტავენ ფლანგვის დეტექტორში.


აღნიშნულ საკითხზე სასუბროდ კომერსანტი  შპს „ბორანს“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლებმა მედიაჰოლდინგის კითხვებს არ უპასუხეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up