დღის top 10 საინტერესო ამბავი

დღის top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-09-03 21:30:34

დღის top 10 საინტერესო ამბავი:

1. დღევანდელი ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას მხოლოდ ფორმალურად ცდილობს

საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. წარმოდგენილი პროექტით იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.


2. რატომ უნდა დალიო ``მთის წყალი`` და არა ``ბაკურიანი``? - თემურ ჭყონია

„ჩვენი მიზანია, რომ  „ მთის წყალი“  ამ ბიზნესში პირველი იყოს. არ გვაქვს ნავთობი მაგრამ გვაქვს  წყალი, რითაც მოვედებით ბევრ ქვეყანას, სადაც  „კოკაკოლა“- ს ქარხანა არსებობს,” - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.


3. რა შემთხვევაში შეძლებთ კინოჩვენებაზე დასწრებას - წესები, რომელთა დაცვაც კინოთეატრში სავალდებულო იქნება

კინოთეატრები საქართველოში 15 სექტემბრიდან გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამასთან, უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც კინოთეატრებში სავალდებულო იქნება.


4. ბანკებმა კანონი არასწორად გაიგეს და საბავშვო ანაბრის შესახებ მომხმარებელთან მცდარი ინფორმაცია დააგზავნეს

1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ჩანაწერს ბავშვის საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ცვლილების მიხედვით, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ან 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონების მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობითაა დასაშვები.



5. მამისონის უღელტეხილი - ახალი როკის გვირაბი იქნება?!

„ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ახალი გზის გაჭრით პირდება - საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა დავით საგანელიძემ ონში სკანდალური განცხადება გააკეთა.


6. ლუგარის ლაბორატორია კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა

შს სამინისტროს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება. სამინისტროს ცნობით, თავდასხმის ობიექტი გახდა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზები, საიდანაც გარკვეული ინფორმაცია – დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ზოგიერთი მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს ერთ-ერთ ვებგვერდზე.

 

7. შრომის ინსპექციამ ბათუმში სექტორი 26, სოჰო, კონტე და UP2U დახურა და ათ-ათი ათასი ლარით დააჯარიმა

2020 წლის 2-3 სექტემებერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ქ. ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება. შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.


8.  „გეოდე„ - ბაზარზე ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა

„გეოდე“ საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზიაა,  რომელიც პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ფეხსაცმელების  დიზაინი და ბიზნესის იდეა 21 წლის, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორს ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის.


9. ზვიად ციკოლია საათების ბუტიკების გახსნას ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს

ზვიად ციკოლია Tsikolia Watches-ის საათების გაყიდვების გაფართოებას გეგმავს და ფილიალების გახსნას ბათუმსა და ქუთაისში აპირებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ ცნობილმა საათების დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა.


10. უკრაინაში  პირველად სატვირთო თვითმფრინავის წარმოება რუსული სათადარიგო ნაწილების გარეშე მოხდა

უკრაინის სახელმწიფო საწარმო  Антонов-მა პირველად თავის ისტორიაში გამოუშვა მძიმე სატვირთო თვითმფრინავი Ан-178, რომელშიც არც ერთი რუსული სათადარიგო ნაწილი არაა - იტყობინება სააგენტო Укринформ-ი კომპანიის დირექტორზე ალექსანდრ ლოსზე დაყრდნობით.

 


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up