„ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ახალი გზის გაჭრით პირდება - საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა დავით საგანელიძემ ონში სკანდალური განცხადება გააკეთა.
“ველოდები, ერთი სული გვაქვს, როდის გადმოვალთ ყველა ახალი გზით ონში, ველოდები, როდის გაიხსნება და აუცილებლად უნდა გაიხსნას მამისონი, ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, იმიტომ, რომ ონისთვის და ამ კუთხისთვის ეს გზა არის უმნიშვნელოვანესი.” - დავით საგანელიძე.