რატომ უნდა დალიო ``მთის წყალი`` და არა ``ბაკურიანი``? - თემურ ჭყონია

რატომ უნდა დალიო ``მთის წყალი`` და არა ``ბაკურიანი``? - თემურ ჭყონია

access_time2020-09-03 11:00:03

ჩვენი მიზანია, რომ  „ მთის წყალი“  ამ ბიზნესში პირველი იყოს. არ გვაქვს ნავთობი მაგრამ გვაქვს  წყალი, რითაც მოვედებით ბევრ ქვეყანას, სადაც  „კოკაკოლა“- ქარხანა არსებობს,” - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.


2020 წლის ივლისში, კომპანია ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“  პორტფოლიო გააფართოვა და  „მთის  წყალის“  წარმოება დაიწყო. „მთის წყალის“ ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3 200 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.


თემურ ჭყონიას თქმით წარმოების დაწყებიდან ერთ თვეში „მთის წყალის“ გაყიდვები მოლოდინებს 4-ჯერ აჭარბებს და კონკურენტებისგან განსხვავებით, ამ პროდუქტის უპირატესობა განსაკუთრებული ხარისხია.


მოკლე პერიოდში „მთის წყალის“ გარშემო არსებულმა  დაინტერესებამ   ჩვენს  მოლოდინებს გადააჭარბა, 4-ჯერ უკეთესი შედეგი მივიღეთ.


თქვენ აღარ უნდა დალიოთ ბაკურიანი და უნდა დალიოთ „მთის წყალი“, რადგან ბევრად ჯობია . თუ არ ვართ უკეთესები, მაშინ დაიდგით, გასინჯეთ და შემდეგ შეადარეთ სხვა წყლებს.



 პირველ რიგში, სანდოობის მომენტი მომხმარებლის მხრიდან ჩვენ უფრო ძლიერი გვაქვს.  აქედან გამომდინარე,ჩვენ მათ იმედებს არ გავუცრუებთ მთის წყალიარის  მსოფლიო სტანდარტის, საუკეთესო  წყალი. წყლის ანალიზი  ჩატარდა ბელგიაში, კოკა კოლას ოფისში და დადასტურდა,რომ ის არის სანდო და სუფთა თავისი ბიოლოგიური შემადგენლობით. ამასთანავე, ჩვენ კომპანიას აქვს ის  საერთაშორისო მიდგომები, რაც სხვა კომპანიებში არ გვხვდება.


წყლის უნიკალურობა განისაზღვრება ჭაბურღილის სისუფთავით. გავთხარეთ 12 ჭაბურღილი ნატახტარში, სანამ ამ არაჩვეულებრივ ჭაბურღილს არ მივაგენით.  ჭა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს,  დაკავშირებულია იმ ხაზთან, საიდანაც მთის წყალი ჩამოდის,“- განმარტავს თემურ ჭყონია.


„მთის წყალი“ არ არის პირველი პროდუქტი საქართველოში, რომლის წარმოებაც „კოკაკოლას ბრენდის ქვეშ საქართველოში დაიწყო.  ცნობისთვის, წყალი Bonaqua-ც ასევე კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მიერ იწარმოება, თუმცა ქართულ ბაზარზე იმ პოპულარობით ვერ სარგებლობს, როგორც ამ ბრენდის პროდუქტი შეიძლება იყოს. მიზეზად თემურ ჭყონია წყლის შემადგენლობას ასახელებს, მისი თქმით Bonaqua-ს მინერალებით გაჯერება ხელოვნურად ხდებოდა, ხოლო „მთის წყალი“ ქიმიურ ჩარევებს არ საჭიროებს.


Bonaqua-ში შეგვყავდა მინერალები,ისიც კარგი წყალი იყო, რომელიც  აზერბაიჯანში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, მასში არსებული მინერალები ჩვენ ხელოვნურად შეგვყავდა, „მთის წყალი“ კი ბუნებრივად არის გაჯერებული იმ მინერალებით,  რომლებიც  ადამიანის ჯანმრთელობისთვის მისაღებია,“ - განმარტავს ბიზნესმენი.


„მთის წყალი ამ ეტაპზე ნახევარლიტრიანი და ლიტრანახევრიანი მოცულობით არის წარმოდგენილი, ხოლო უახლოესს მომავალში 0.75ლ და 0.33ლ შუშის შეფუთვაშიც იქნება ხელმისაწვდომი.  მომავალ წელს მთის წყალი 3 ლიტრიან და 6 ლიტრიან ჭურჭელში ჩამოისხმება.  აზერბაიჯანში „კოკაკოლის“ ქარხანაც წყლის დისტრიბუციას დაიწყებს.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up