დღევანდელი ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას მხოლოდ ფორმალურად ცდილობს

დღევანდელი ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას მხოლოდ ფორმალურად ცდილობს

access_time2020-09-03 10:00:48

საჯარო სამსახურში კორუფციის თავიდან ასაცილებლად ახალი სახელმწიფო ორგანო შეიქმნება. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. წარმოდგენილი პროექტით იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს და გააუმჯობესოს საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში აღსრულების სუსტი მექანიზმები, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში კორუფციის პრევენციის არაეფექტიანი გზები, კორუფციის შემთხვევების გამოძიება და ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართება ამ სფეროში ამჟამად არსებულ გამოწვევებთან, ასევე თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა.


„საქართველოში კორუფციული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ამასთანავე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლი ძალიან არაეფექტური. ეს თემა სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, როგორც შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. ამის დადასტურებაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა. ამასთანავე, კონგრესის მიერ ახლახანს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც საქართველოში კორუფციის პრობლემებზე და ანტიკორუფციული კანონის აღსრულებაზე აკეთებს აქცენტს. კორუფციასთან ბრძოლას რამდენიმე მიმართულება აქვს და ყველა მათგანს სახელმწიფო ფორმალურად ახორციელებს.


ჩვენ ვფიქრობდით, თუ რა იქნებოდა სწორი გამოსავალი და ინსტიტუციური მოწყობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა ხელიდან არ გაგვექცეს და უფრო მასშტაბური არ გახდეს. კორუფცია თუ მასშტაბური გახდა, მისი დამარცხება ან ძალიან რთული ხდება, ან შეუძლებელი“, - განმარტა თამარ ჩუგოშვილმა.



დეპუტატის ინფორმაციით, პაკეტი მოცულობითია, 30 კანონისგან და რამდენიმე ასეული გვერდისგან შედგება. მასში მაქსიმალურად არის დასაბუთებული, რომ ამ რეფორმით რეალურად განხორციელდება, როგორც კორუფციული დანაშაულების, ისე თანამდებობის პირების ქონებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლი, რაც დღეს ქვეყანაში ან არ არსებობს, ან სელექციურად და არაეფექტურად ხორციელდება. მისი განმარტებით, მთავარი მიზანი ისაა, რომ რეალური ანტიკორუფციული ღონისძიებები ტარდებოდეს ქვეყანაში და ის, რაც ფურცელზე წერია, რეალურად ხორციელდებოდეს.


„აღნიშნული პაკეტი მოიცავს ორ მნიშვნელოვან საკითხს: პირველი - ანტიკორუფციული საქმიანობა სახელმწიფოში რეალურად უნდა იყოს დამოუკიდებული, იმისთვის რომ პოლიტიკური ზეგავლენები ავიცილოთ ანტიკორუფციული დანაშაულების გამოძიებისას, პარტიების დაფინანსებისა და თანამდებობის პირების შემოსავლების კონტროლის პროცესში; მეორე -  მნიშვნელოვანია ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და აუცილებელია, რომ ყველა აქტორს და პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ნდობა იმ ინსტიტუტის მიმართ, რომელიც პრევენციას, კონტროლს, მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას აწარმოებს. ეს ფუნქციები დღეს სხვადასხვა უწყებებშია გაფანტული და ვერცერთი მიმართულებით ისე ვერ ხდება კანონის აღსრულება, როგორც უნდა ხდებოდეს.


ამ ინიციატივაზე ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ბოლო პერიოდში ასევე გააქტიურებული იყო რეზოლუციებისა და საერთაშორისო აქტების მიღება, სადაც  დასახელებულ მართლსაჯულებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, როგორიცაა დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემა, გაჩნდა პრობლემები ანტიკორუფციული მიმართულებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


სააგენტოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით საქართველოს პარლამენტი აირჩევს. თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. სააგენტო მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშის წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტის ავტორები - თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არიან.


თეგები:
კორუფცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up