ზვიად ციკოლია Tsikolia Watches-ის საათების გაყიდვების გაფართოებას გეგმავს და ფილიალების გახსნას ბათუმსა და ქუთაისში აპირებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ ცნობილმა საათების დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა.
ცოტა ხნის წინ, დიზაინერმა Tsikolia Watches-ის მამაკაცისა და ქალის ახალი Seven-ის ვერსიები გაასაჯაროვა. მამაკაცის Seven-ი ბრენდის ყველაზე ძვირადღირებული საათია და მისი ფასი 1000 დოლარამდე იქნება.
Tsikolia Watches“ 2020 წლის ბოლომდე საათების ხუთ ახალ მოდელს გამოუშვებს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. . მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში. ხოლო „Tsikolia Watches“, ქართული საათების ბრენდია, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.
ამჟამად ციკოლიას სააათების მაღაზია ბამბის რიგში მდებარეობს.
მარიამ მორგოშია