დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-18 21:30:15

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„BB რეიტინგი რაც დღეს გვაქვს არასაინვესტიციოა!” - რა გვჭირდება რეალური საინვესტიციო AA რეიტინგისთვის?

საერთაშორისო რეიტინგებს, ინვესტორები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა, წლების განმავლობაში B ჯგუფში ყოფნა, რომელიც სარეიტინგო კლასიფიკაციით - „არასაინვესტიციოს“ გულისხმობს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს რეალურად არ ცვლის. თვალსაჩინოებისთვის მაგალითად BB რეიტინგის შემდეგ, სარეიტინგო შკალაზე კიდევ 10 საფეხურია უმაღლეს მაჩვენებლამდე და ამ შეფასებით ქვეყანა, მხოლოდ ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს.


2.„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში 22 მარტს შემოვა

„ახლა, 22 მარტს შემოვა „ფაიზერის“ პარტია, შემდეგ შემოვა 80 ათასი ისევ „ასტრაზენეკა“, შემდეგ ორმხრივი შეთანხმებით შემოვა ისევ „ასტრაზენეკა“, როგორც ვიცი, ოღონდ უკვე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით და არა საერთაშორისო ინსტრუმენტებით“,  თენგიზ ცერცვაძე.


3.22 წლის წინ მიღებული კანონით მინიმალური ხელფასი დღემდე 20 ლარია - რას გამოიწვევს მისი გაზრდა?

საქართველოში დღეს მოქმედი 1999 წელს მიღებული კანონით, მინიმალური ხელფასი 20 ლარითაა განსაზღვრული, რაც არათუ ევროპაში, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


4.მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან - კახა კალაძე


დედაქალაქის მერის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან და დაიწყება სამუშაოები, რათა გზა მალე გაიხსნას და მასზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.


5.კურორტ გოდერძიზე ახალი 5 კილომეტრიანი საბაგირო მომავალ სეზონზე გაიხსნება

ურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს სამი ახალი სასტუმროთი შეხვდა - ერთ-ერთია „ამბასადორი გოდერძი“. შემდეგი სეზონისთვის კი რიზორტს მესამე საბაგირო დაემატება. რიზორთის დირექტორი მალხაზ მახარაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერისგან“ გოდერძიზე, მესამე საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაგიროს მშენებლობა ჯერ კიდევ 2019 წელს იგეგმებოდა.


6.„სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ევროპულ პორტებთან საბორნე მიმოსვლა უნდა გავააქტიუროთ“

ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო, - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უნდა გაძლიერდეს სავაჭრო ურთიერთობები და ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაა.


7.28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩზე მაყურებელთა 30% დაიშვება, 1-ელი აპრილიდან კი მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები განაახლებენ

19 მარტიდან კვების ობიექტებში დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა. 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს ექნებათ. 28 მარტს დაგეგმილია საქართველო - ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა დასწრება დისტანციის დაცვით და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით იქნება შესაძლებელი. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%. ასევე იმართება ძიუდოში გრანდ-სლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30%.


8.როგორ შეცვალა პანდემიამ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება

Covid-19-ის პანდემიამ საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება შეამცირა. რუსეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. თუკი 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილითა და ექსპორტით 1,6 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 1,8-კერ შემცირდა და 0,9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა - შესაბამისად შემცირდა წილი ქვეყნის მშპ-ში 9-პროცენტიანი წილი 5,7 პროცენტამდე შემცირდა.


9.კიევში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

20 მარტიდან 9 აპრილამდე კიევში არსებული საკარანტინო შეზღუდვები გამკაცრდა. საყოველთაო კარანტინი შესახებ, უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა


10.Le Monde: პანდემიის გამო მსოფლიოში მიგრაცია 2-ჯერ შემცირდა

პანდემიის პირველ თვეებში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარნდასთან და სიკვდილიანობის ზრდასთან ერთად მიგრაციული ნაკადების დრამატული შემცირებაც დაფიქსირდა. 21-ე საუკუნის სამყარო, რომლის მიგრაციული დინამიკაც ათწლეულების მანძილზე იზრდებოდა, საპირისპირო მოვლენის მოწმე გახდა, მილიონობით ადამიანმა სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება დაიწყო. 2020 წელს მიგრაცია განვითარებულ ქვეყნებში 2019 წელთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up