22 წლის წინ მიღებული კანონით მინიმალური ხელფასი დღემდე 20 ლარია - რას გამოიწვევს მისი გაზრდა?

22 წლის წინ მიღებული კანონით მინიმალური ხელფასი დღემდე 20 ლარია - რას გამოიწვევს მისი გაზრდა?

access_time2021-03-18 11:00:06

საქართველოში დღეს მოქმედი 1999 წელს მიღებული კანონით, მინიმალური ხელფასი 20 ლარითაა განსაზღვრული, რაც არათუ ევროპაში, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა სიმართლეა ისიც, რომ ეს კანონი ფიქციაა და მისი გაუქმების შემთხვევაში 13 ან 17 ლარად მუშაობას არავინ დასთანხმდება. უნდა იყოს თუ არა დადგენლი მინიმალური ხელფასის რაიმე გონივრული ზღვარი ვთქვათ თვეში 500 ლარი ამ თემაზე მემარცხენე და მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსები ვერ თანხმდებიან.


21 წლის წინ საქართველოში საშუალო ხელფასი 68 ლარს შეადგენდა, რაც მსყიდველობითუნარიანობით დღევანდელ 188 ლარს უდრის. მაშინდელი 20 ლარი კი 55 ლარს. 2020 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი 1240 ლარამდე გაიზარდა, რაც 1999 წლის ნომინალურ ხელფასს 18-ჯერ, ინფლაციის გათვალისწინებით კი 6.6-ჯერ აღემატება.


21 წლის წინ მინიმალური ხელფასი საშუალოზე 3.4-ჯერ ნაკლები იყო, დღეს 62-ჯერ ნაკლებია, მაგრამ რეალურად სრულგანაკვეთზე მომუშავეებისთვის ხელფასები 350-400 ლარიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს რომ თანაფარდობა მინიმალურსა და საშუალო ხელფასებს შორის იგივეა.


ხელფასის განსაზღვრისას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქსტატი დარიცხულ მაჩვენებლებს ითვლის, რასაც ჯერ საპენსიო შენატანი, შემდეგ კი საშემოსავლო აკლდება. საშუალო 1240 ლარი 972-მდე, არაოფიციალური მინიმალური კი 275-313 ლარამდე მცირდება. რეალურად ადამიანები სწორედ ამდენს იღებენ ხელზე, დანარჩენი კი ბიუჯეტში და საპენსიო ფონდში ირიცხება.


პროფკავშირების წარმომადგენლები დებატებისას აუცილებლად მოიყვანენ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2019 წელს 142 ათას ადამიანის ხელფასი თვეში 100 ლარზე ნაკლები იყო, ანუ საშემოსავლოს გათვალისწინებით 80 ლარზე ნაკლები. ასეთ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთჯერადად დასაქმებულებს წარმოადგენს, მაგალითად არჩევნებზე დამკვირვებელს ან სტაჟიორს, რომელსაც მხოლოდ ტრანსპორტისა და მობილურის ხარჯს უნაზღაურებენ, სხვა შემთხვევაში შეიძლება სიღარიბემ ადამიანი 300 ან თუნდაც 200 ლარზე დათანმებაზე აიძულოს, მაგრამ არა 80 ან 60 ლარზე.


მინიმალური ხელფასის მომხრეები დასაქმებულის ელემენტარულ საჭიროებებზე და უთანასწორობის შემცირებაზე აპელირებენ. სექტემბერში პარლამენტმა დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა ჩააგდო, რომელიც სრულ განაკვეთზე მომუშავე  პირისთვის მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა, ანუ ხელზე ასაღები ხელფასი 392 ლარი უნდა გამხდარიყო.



მინიმალური ხელფასის მოწინააღმდეგეები არც თუ ისე უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ ქვედა ზღვარის დაწესება უმუშევრობასა და ინფლაციას ზრდის, რაც ყველაზე მეტად ისევ მოწყვლად ჯგუფებს აზარალებს. თუ მინიმლაური ხელფასი 30 ან 65 ლარი გახდება ამით არაფერი შეიცვლება, 500 ლარის შემთხვევაში კი დამსაქმებელთა ნაწილი ზოგიერთ თანამშრომელს შეამცირებს და დარჩენილებს მხოლოდ ამის შემდეგ გაუზრდის ხელფასს. პირობითად თუ მაღაზიაში 5 კონსულტანტი მუშაობს და თითოეულს 350 ლარი აქვს ხელფასი, მაღაზიის მფობელმა შესაძლოა მათგან ერთი გაათავისუფლოს. ამის შემდეგ მისი ხარჯები  მაინც 1750-დან (5*350) 2000 ლარამდე იზრდება (4*500) რაც შესაძლოა ნაწილობრივ მაინც ფასების ზრდით იქნას დაკონპენსირებული. ფასების თუნდაც მინიმალურ ზრდა კი ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველ ადამიანებზე მოქმედებს. ალტერნატიულ სცენარში შესაძლოა შემცირებაში მოჰყვეს დამლაგებელი და მისი საქმე კონსულტანტებზე გადანაწილდეს. ხარჯების ზრდით აგრეთვე მცირდება რეინვესტირებისა და გაფართოების სტიმული.


ნახევარ განაკვეთზე, სრულ განაკვეთზე და ზეგანაკვეთზე მომუშავე ადამიანების შრომის ანაზღაურება ურთიერთშესადარებელი არაა. ხელფასის დაანგარიშებისას უფრო სწორი მიდგომა საათობრივი დათვლაა. 40 საათიანი სამუშაო კვირა თვეში 173 საათს გულისხმობს. საშუალო 1240 ლარიანი ხელფასის გათვალისწინებით ეს საათში 7.17 ლარია, ხელზე ასაღები 5.62 ლარი. მოთხოვნილი 500 ლარიანი მინიმალური ხელფასი საათში 2.27 ლარს გულისხმობდა.


მომსახურების სფეროში დასაქმებულებს ხშირად ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ. ბენზინგასამართ სადგურებზე, მაღაზიებში სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობის გათვალისწინებით სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 56 საათამდე იზრდება, რაც თვეში 243 საათს უდრის. ეს ადამიანები ხელზე როგორც წესი 350-დან 500 ლარამდე იღებენ საათობრივი ანაზღაურება ამ შემთხვევაში 1.44-2.06 ლარი გამოდის. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის ვაკანსია გახდა ცნობილი, რომელიც შაბათ-კვირას 100 ლარად 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით პარკებში ჩამლაგებელს იწვევდა. ეს თვეში 104 საათი, საათში 96 თეთრი ანუ 29 ცენტია.


არავინ დაობს იმაზე, რომ საათში $0.5 და კიდევ უფრო ნაკლები ანაზღაურება ძალიან ცოტაა. კამათის მიზეზი პრობლემის მოგვარების გზები ხდება. სოციალურად დაუცველთა პირობების გასაუმჯობესებლად გამოყენებული მემარცხენე მეთოდები ხშირად საპირისპირო შედეგების დადგომის მიზეზი გამხდარა. კომპანიებს რომლებიც 30, 100 ან 250 მლნ ლარიან მოგებას წერენ, მაგალითად კომერციული ბანკებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ ქოლ ცენტრის ოპერატორებსა და ფრონტ ოფისში დასაქმებულებს ხელფასი გაუზარდონ, მაგრამ მსგავსი პოტენციალი ყველას არ გააჩნია. თონეები, მცირე სახელოსნოები მინიმალური ხელფასის პირობებში შეიძლება დაიხუროს ან მათ ნაწარმზე ფასი გაიზარდოს.


მინიმალური ხელფასი გამოუცდელი კადრის დასაქმების შესაძლებლობებსაც ართულებს. თავისუფალ პირობებში დამსაქმებელს არჩევანი აქვს, დაბალ ფასად გამოუცდელი დაიქირავოს, ან გამოცდილს გადაუხადოს მეტი, თუ ეს არჩევანი მოისპობა ის არჩევანს გამოცდილზე გააკეთებს.


აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 2025 წლამდე შეერთებულ შტატებში ფედერალურ დონეზე მინიმალური ხელფასის $7.25-დან $15-მდე გაზრდა სურს. ინიციატივას პანდემიის პიკის დროს მხარს რესპუბლიკელთა 62% და დემოკრატების 87% უჭერდა, 2021-ში წარმომადგელთა პალატაში (კონგრესში) სადაც უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ მხარდამჭერთა რიცხვი 55%-მდე შემცირდა. მხარდამჭერთა წილის შემცირების მიზეზი ამაერიკაშიც იგივეა რაც საქართველოში. კანონპროექტის ინიციატორებიც აღიარებენ რომ გადაწყვეტილება უმუშევართა რაოდენობას 1.4 მლნ-ით გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ კალიფრონიაში მინლიმალური ხელფასი უკვე ისედაც $14-ს შეადგენს, ვაშინგონში $13.70-სა და მასაჩუსეტში $13.50-ს.


მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი განვითარებული მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მართლაც მოქმედებს. იაპონიაში ის $7.27-ს უდრის, ისრაელში $8.17-ს, სამხრეთ კორეაში $8.60-ს ნიდერლანდებში $10.65-ს, გერმანიაში - $10.68-ს, ბრიტანეთში $11.13-ს, საფრანგეთში - $11.46-ს, ირლანდიაში - $11.65-ს, ლუქსემბურგში $13.67-ს. საქართველოში 20 ლარის პირობებში ის 3.5 ცენტია. რეალური მინიმუმი დაახლოებით 50 ცენტი.


განვითარებულ სამყაროში მინიმალურ ხელფასი ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობასაც ისახავს მიზნად. საათში 6 ან 7 დოლარი ბევრი მიგრანტისთვის საოცნებო ხელფასია და ზღვარის გაზრდა მათი დასაქმების სტიმულს ამცირებს. თუ მაინც 10-11 დოლარი უნდა გადაიხადოს დამსაქმებელმა, მაშინ ურჩევნია თანამემამულე დაასაქმოს და არა მიგრანტი, რომელმაც შეიძლება ენაც არ იცოდეს.


რა უნდა ქნას სახელმწიფომ იმისთვის რომ ადამიანების ხელფასი საათში 50 ცენტი აღარ იყოს? ლიბერტარიანელებს კითხვაზე მარტივი პასუხი აქვთ: ნაკლები ჩარევა ბიზნესში, გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება, მეტი სამეწარმეო თავისუფლების მიცემა ბიზნესის კეთების მსურველებისთვის რაც ეკონომიკური ზრდის ტემპს დააჩქარებს და დასაქმებაზე მოთხოვნას გაზრდის. მოთხოვნის ზრდა კი ავტომატურ რეჟიმში ფასის ზრდას გამოიწვევს. ყოველგვარი კანონის გარეშე 2000-დან 2010 წლამდე საშუალო ხელფასი 327%-ით გაიზარდა, 2010-დან 2020 წლამდე კი მხოლოდ 43%-ით. პირველ შემთხვევაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ დაფიქსირდა, 2003 წელს 11.1% და 2007 წელს 12.6%, მაშინ როცა მეორე დეკადაში ყველაზე მაღალი ზრდა 2011 წელს 7.4% იყო, 2012 წლის შემდეგ კი 5%-ს მხოლოდ ერთხელ 2019 წელს მიაღწია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up