„BB რეიტინგი რაც დღეს გვაქვს არასაინვესტიციოა!” - რა გვჭირდება რეალური საინვესტიციო AA რეიტინგისთვის?

„BB რეიტინგი რაც დღეს გვაქვს არასაინვესტიციოა!” - რა გვჭირდება რეალური საინვესტიციო AA რეიტინგისთვის?

access_time2021-03-18 10:00:40

ბოლო პერიოდში ხელისუფლება აქტიურად აპელირებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებით, ამით ეკონომიკური გუნდის არაერთი მინისტრი იწონებდა თავს. თუ ბოლო მონაცემებს გადავხედავთ, კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანმა სარეიტინგო კომპანიებმა საქართველოს რეიტინგი ძირითადად უცვლელი დატოვეს, მაგალითად  Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად BB დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა, S&P Global-მაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა, ხოლო Moody's-მა კი Ba2 დონეზე.


საერთაშორისო რეიტინგები ეს არის, ერთგვარი გზამკვლევი პოტენციური ინვესტორისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი ან საიმედოა ესა თუ ის ქვეყანა ბიზნეს საქმიანობისთვის. საერთაშორისო რეიტინგებს, ინვესტორები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა, წლების განმავლობაში B ჯგუფში ყოფნა, რომელიც სარეიტინგო კლასიფიკაციით - „არასაინვესტიციოს“ გულისხმობს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს რეალურად არ ცვლის. თვალსაჩინოებისთვის მაგალითად  BB რეიტინგის შემდეგ, სარეიტინგო შკალაზე კიდევ 10 საფეხურია უმაღლეს მაჩვენებლამდე და ამ შეფასებით ქვეყანა, მხოლოდ ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ რეალურ საიინვესტიციო რეიტინგს (A ჯგუფს) მიაღწიოს, უშუალოდ სად ვართ რეიტინგების მიხედვით და რას ნიშნავს ჩვენთვის მონიჭებული ქულები ინვესტორებისთვის.

 

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ის რეიტინგი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს მინიჭებული, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამის მიზეზი კი ქვეყნის მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაბალი რეზერვების დონე, არასახარბიელო მშპ-ს ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და საგარეო ვალის მაღალია მაჩვენებელია.

 

„მართალია რაც უფრო უმჯობესდება ქვეყნის რეიტინგი, ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო უმჯობესდება. თუმცა, იმისთვის რომ ჩვენთან ინვესტიციების შემოდინება რადიკალურად გაიზარდოს, ეს ბევრ დეტალზეა დამოკიდებული, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, სექტორულ ჭრილში პროდუქტიულობის გაზრდაზე.



ჩვენთან წლების განმავლობაში რადიკალურად არ შეცვლილა საერთაშორისო რეიტინგები და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გვქონდა მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაბალი რეზერვების დონე, ასევე არასახარბიელო მშპ-ს ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებელი, ეს ყველა ფაქტორი გავლენას ახდეს რეიტინგებზე და შესაბამისად ინვესტორებზე“, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.


ეკონომისტი განმარტავს, რომ მაღალ საინვესტიციო რეიტინგამდე ასვლაზე საუბარი საქართველოსთვის ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია, მაგრამ იმისთვის რომ საინვესტიციო გარემოში რეალური ძვრები ვიხილოთ, საინვესტიციო შკალაში მოხვედრაა მნიშვნელოვანი.


„ის რეიტინგი რაც ჩვენ დღეს გვაქვს - არასაინვესტიციოა, BB რეიტინგი სწორედ ამას ნიშნავს, იმიტომ რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური რისკია, ამ მაჩვენებელში დაწინაურება კი ნიშნავს რომ ეს რისკები შედარებით შემცირებულია.


რეალურ საინვესტიციო რეიტინგამდე ანუ AA-მდე მისვლა საქართველოსთვის ძალიან გრძელვადიანი პერპექტივაა. ამ ეტაპზე ჩვენთვის საინვესტიციო შკალაში მოხვედრაა მნიშვნელოვანი, ამისთვის კი ძალიან ბევრი რეფორმა გვექნება გასატარებელი. ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს მაღალი, მთლიანი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე უნდა გაიზარდოს, წლიდან-წლამდე მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკის ზრდა უნდა გვქონდეს ანუ 10 წელიწადში ჩვენი შემოსავლები გაორმაგდება, ეს უკვე იქნება იმის საფუძველი რომ საინვესტიციო შკალაში მოვხვდეთ“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.


რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, 2021 წლის თებერვალში Fitch– მა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა რუსეთზე (BBB, სტაბილური), ყაზახეთზე (BBB, სტაბილური), უკრაინასა (B, სტაბილური) და თურქეთზე (BB-, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაზარდა).


საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება პოზიტიურად უნდა მოქმედებდეს, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და ახალისებდეს ინვესტიციების შემოდინებას. მაგრამ თუ მონაცემებს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ასე, სულაც არ არის და თითქოს გაუმჯობესებული რეიტინგების ფონზე (რომელიც მხოლოდ B ჯგუფში ცვლილებას გულისხმობს), ქვეყანაში ინვესტიციები წლიდან წლამდე მცირდება. საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 52.9%-ით $617 მლნ-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, 2017 წლის მონაცემს კი 3.2-ჯერ ჩამორჩება. თუ 2017 წელს ქვეყანაში 1.9 მლრდ FDI-ი განხორციელდა, 2018 წელს, მისი მოცულობა 1.2 მლრდ-ს არ აღემატებოდა. მეტიც, თუ ბოლო წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, ინვესტიციების მოცულობა ბოლო 7 წელია, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

 

ნინო თამაზაშვილი

თეგები:
რეიტინგები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up