დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-12 21:00:15

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. სავარაუდო ელიტური კორუფცია - მოარგეს თუ არა სს „გეფას“ 6 მილიონიანი ტენდერი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 6 783 310  მლნ. ლარის სამედიცინო ხელთათმანებს შეისყიდის. წინადადების მიღება 27 იანვარს დაიწყო და ერთ დღეში 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ სს „გეფა“-მ მიიღო და ამჟამად შესყიდვა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ამ ტენდერში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი, ფაქტორი რომელმაც ფაქტობრივად „გეფას“ კონკურენტები ჩამოაშორა.

 

 

2. როგორ გაგვიძვირდა ცხოვრება - პროდუქტების ფასები ადრე და ახლა

 

წლებია გაუფასურებული ლარით და სეზონურობით გაზრდილი ფასები პროდუქტებზე  მოსახლეობის განსაკუთრებული უკმაყოფილების მიზეზია. თითოეულ თქვენგანს ალბათ, არაერთხელ გსმენიათ უფროსი თაობის ადამიანისგან  ყოველდღე როგორ ძვირდება ცხოვრება. ალბათ თქვენთვის ისიც არ არის სიახლე, რომ საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად მხოლოდ სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხმარდება. მათი შემოსავლების ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით 30%, სწორედ სურსათზე იხარჯება.

 

 

3. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო 13 წელიწადში გაორმაგდა და თბილისის მაჩვენებელს გაუთანაბრდა

 

ოკუპირებულ აფხაზეთში უფასო მიწოდებისა და ქსელის გაუმართაობის გამო ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რასაც ბოლო წლებში კრიპტოვალუტის გამომუშავებაც დაემატა. შედეგად 2020 წელს განუვითარებელი ეკონომიკის მქონე რეგიონმა, სადაც მოსახლეობა 250 ათასზე ნაკლებია თითქმის იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა რამდენიც თბილისმა, რომლის რეალური მოსახლეობა 1.5 მლნ-ს აღემატება.

 

4. 35 000-ზე ნაკლები ვიზიტორი 524 000-ის ნაცვლად - ვარდნამ იანვარში 93%-ს გადააჭარბა

 


როგორც მოსალოდნელი იყო 2021 ტურიზმის მკვეთრი ვარდნით დაიწყო. თუ 2020 წლის იანვარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით 529 000-დან 633 000-მდე გაიზარდა, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით 94.5%-ით 34 909-მდე შემცირდა. იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა 93.7%-ით 33 765-მდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 91.9%-ით 29 542-მდე შემცირდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

5. ბოხუას კლინიკის დირექტორი: დგება რისკი გაუარესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი

 

მთავრობის გადაწყვეტილება კლინიკებს არ დაუსუბსიდირდეთ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი, სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. როგორც ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი განმარტავს, ელექტროენერგიის წილი სამედიცინო მომსახურების ტარიფში საკმაოდ დიდია, შესაბამისად, ეფექტი ნეგატიური იქნება.

 

 

6. „4,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზია, რთული წარმოსადგენია, რომ ამხელა ზრდა გვქონდეს“ - „აისეტის“ მკვლევარი

 

„4,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა ოპტიმისტური პროგნოზია, რაც ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას ითვალისწინებს. მაშინ როდესაც, ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სავარაუდოდ წლის ბოლომდე აცრილი ვერ იქნება, რთული წარმოსადგენია, რომ ამხელა ზრდა გვქონდეს.“ -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა პროფესიონალებში „აისეტის“ კვლევითი  ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა დავით კეშელავამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ურთულესი ლოქდაუნის და შეზღუდვების ფონზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.

 

 

7. „ეკონომიკის მართვა სრულად მინდობილი აქვს სამ ადამიანს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ მუშაობს ეკონომიკა“ - პაატა ბაირახტარი

 

„ეკონომიკის მართვა სამ ადამიანს აქვს მინდობილი, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. ეს ადამიანები გვეუბნებიან როდის რა სექტორები უნდა ავამუშავოთ და როდის რა სექტორები უნდა გაიწიროს“- ამის შესახებ, რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალებში“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა. მისივე განცხადებით, ძლიერი ეპიდემიოლოგი, მუშკეტერი თუ მეომარი, სიტუაციას ეკონომიკური აქტივობების პარალელურად მართავს. პაატა ბაირახტარის განმარტებით, ყველა ის შემსუბუქება, რასაც დღეს მთავრობა გვთავაზობს ფასადურია და რეალურად ბიზნესები საქმიანობას სრულყოფილად ვერ აგრძელებენ.

 

8. ზურაბ მარგველაშვილი: ხარისხის მისაღწევად აუცილებელია ღვინის საბაჟო სივრცეში კონტროლი

 

ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ კომპანია თბილღვინოში. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, საქართველოდან ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტზე გატანისთვის ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის.

 

9. Newsweek: ამერიკის ეკონომიკა საგარეო ვალებზე დამოკიდებული ხდება

 

 

ამერიკის ეკონომიკა საგარეო ვალებზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. მის ფუნქციონირებას სულ უფრო მეტი უცხოური სესხი სჭირდება. ვაშინგტონში ამის თაობაზე სიმართლის თქმა არავის სურს და აშშ-ს საგარეო დავალიანების ხარისხის აღწერისთვის სხვადასხვა პოლიტკორექტული ფორმულირებები გამოიყენება. მაგალითად, „ჭარბი ხარჯების ტრაექტორია“ და „არადღევანდელი დღის პრობლემა“.

 

 

10. უორენ ბაფეტი - კრიპტოვალუტა ვირთხის საწინაამღდეგო შხამზე უარესია

 

უორენ ბაფეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორია. ის წლების მანძილზე თავის პოზიციებს მილიარდერების რეიტინგში უცვლელად ინარჩუნებს. რას ფიქრობს ის მომავალზე? რა ელის კაცობრიობას უახლოეს ათწლეულებში? გაეცანით ბაფეტის 5 პროგნოზს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up