სავარაუდო ელიტური კორუფცია - მოარგეს თუ არა სს „გეფას“ 6 მილიონიანი ტენდერი

სავარაუდო ელიტური კორუფცია - მოარგეს თუ არა სს „გეფას“ 6 მილიონიანი ტენდერი

access_time2021-02-12 10:00:27

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 6 783 310  მლნ. ლარის სამედიცინო ხელთათმანებს შეისყიდის. წინადადების მიღება 27 იანვარს დაიწყო და ერთ დღეში 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ სს „გეფა“-მ მიიღო და ამჟამად შესყიდვა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ამ ტენდერში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი, ფაქტორი რომელმაც ფაქტობრივად „გეფას“ კონკურენტები ჩამოაშორა. შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის არსი - უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემო სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის იმთავითვე უარყოფილი იყო. საუბარია მოთხოვნაზე, რომელიც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა დაეკმაყოფილებინა კერძოდ:

 

„კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საქონლის მიწოდების არანაკლებ 1,356,622.00  ლარის გამოცდილება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად (2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩთ.), რომლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ოფიციალურ დოკუმენტში.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა ეს პუნქტი სავარაუდო ელიტური კორუფციის ტიპური მაგალითი და მოარგეს თუ არა სს „გეფას“ 6 მილიონიანი ტენდერი. კითხვებზე პასუხის მიღებას შემსყიდველისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ვცადეთ, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით პასუხი ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.  რამდენად რაციონალურად იხარჯება სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრები ვერ გავიგეთ, ვერც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან. დიმიტრი ხუნდაძემ მედიაჰოლდინგის ზარს არ უპასუხა. ხუნდაძისგან განსხვავებით აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა მისმა თანაგუნდელმა და პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ კითხვების მთავარი ადრესატი სახელმწიფო შესყიდვების პირობების შემუშავებელია, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ტენდერთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები ლეგიტიმურია:

 


„თუ რამე კითხვის ნიშნები არის პირობების შემუშავებლებს უნდა დაუსვათ შეკითხვები, მე გარედან მაყურებელი ვარ. საერთოდ ნებისმიერ სახელმწიფოში კითხვის დასმის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, რადგან უნდობლობის ფენომენმა უმაღლეს ზენიტს მიაღწია. ამის საწინააღმდეგო ღონისძიება კი არის დასმული კითხვა. ვერ გეტყვით ამ პირობით ყველას შეუძლია თუ არა ტენდერში მონაწილეობის უფლება. მე ისეთი პერიოდი გამოვიარე, რომ ადამიანების მიმართ მაქსიმალური ნდობა მაქვს. ერთის თქმა შემიძლია, სახელმწიფო მოხელე იქნება თუ საკონკურენციო ველზე გამოსული ინდივიდი, სამეწარმეო კორპორაცია თუ დიდი ორგანიზაცია ყველამ სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით უნდა, მოიპოვოს წარმატება. მე რომ მჭირდებოდეს მომსახურების შესყიდვა, გამოვაცხადებ ტენდერს და არ მოვიკითხავ ვინ მომაწოდებს, მთავარია ჩემთან მოვიდეს და ჩემი სოციუმი დავაკმაყოფილო“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

დეპუტატი აცხადებს, რომ ტენდერებს კითხვის ნიშნები ყოველთვის თან ახლავს და მისი თქმით, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. „კომერსანტის“ კითხვაზე დაინტერესდება თუ არა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნული საკითხით ამბობს, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე, თუცა თუ რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდება და პარლამენტამდე მივა საკითხი, მაშინ პასუხს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოსთხოვს.

 

რა სფეროშიც მე მიმუშავია და მოვსულვარ პარლამენტამდე, რასაკვირველია ერთეული შემთხვევები არის. ზოგი ადამიანი მეუბნება, რომ ფერადი სათვალით ვიყურები და სიღრმეს არ ვხედავ, ეს შენიშვნა ჩემ მიმართ მართალია, რადგან ადამიანებს ვენდობი და არ მინდა მათი არაკეთილსინდისიერება დავიჯერო. ჩემი თაობის დიდი ნაწილი ამ კუთხით გაგვზარდეს და ამით შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს“,- აცხადებს ლადო კახაძე.


„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და კითხვაზე პასუხს თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა სახელმწიფომ როდესაც ფინანსურ ბარიერს აწესებდა უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up