„ეკონომიკის მართვა სრულად მინდობილი აქვს სამ ადამიანს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ მუშაობს ეკონომიკა“ - პაატა ბაირახტარი

„ეკონომიკის მართვა სრულად მინდობილი აქვს სამ ადამიანს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ მუშაობს ეკონომიკა“ - პაატა ბაირახტარი

access_time2021-02-12 16:40:23

„ეკონომიკის მართვა სამ ადამიანს აქვს მინდობილი, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. ეს ადამიანები გვეუბნებიან როდის რა სექტორები უნდა ავამუშავოთ და როდის რა სექტორები უნდა გაიწიროს“- ამის შესახებ, რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალებში“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა. მისივე განცხადებით, ძლიერი ეპიდემიოლოგი, მუშკეტერი თუ მეომარი, სიტუაციას ეკონომიკური აქტივობების პარალელურად მართავს. პაატა ბაირახტარის განმარტებით, ყველა ის შემსუბუქება, რასაც დღეს მთავრობა გვთავაზობს ფასადურია და რეალურად ბიზნესები საქმიანობას სრულყოფილად ვერ აგრძელებენ.

 

„როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 108-ე  ადგილზე ვართ,  ამ  შეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით მერვე ადგილზე ვიკავებთ. სხვათაშორის ჩვენ შემდეგ, რომელი ქვეყნებიც მოდიან, ამ ქვეყნებშიც კი მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება არაჰუმანურია. მაგალითად მოლები როდესაც ამუშავდა, მუნიციპალური ტრანსპორტი ორი  კვირის განმავლობაში არ მუშაობდა, ხოლო თბილისის მასშტაბით მოლებში 17 000 ადამიანია დასაქმებული, ანუ ხელისუფლებამ იმ ადამიანებს ვინც მანამდეც მუშაობდა ან რაღაც ტიპის აქტივობას ახორციელებდა უბრალოდ პასუხი არ  გასცა, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ ეს ადამიანები მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე.

 

აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სექტორების გახსნაზე, ახლა შევხედოთ ეს რამდენად არის რეალობასთან ახლოს, მე ამას  ფასადური გახსნა ვუწოდე. გაიხსნა მოლები, რომლებსაც სავაჭრო მიმართულებაში და ეკონომიკაში საკმაოდ  მაღალი კონტრიბუცია აქვს, აქედან გამომდინარე ამ ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ გაიხსნა ეს დაწესებულებები, მაგრამ მათ უთხრეს, რომ შაბათ კვირას არ იმუშავებენ და კვირის დღეებში შვიდ საათზე უნდა დაკეტონ. მსყიდველუნარიანი მოქალაქე, ვისაც სამსახური და შემოსავალი აქვს ამ დაწესებულებებში ვერ მიდის“, -  აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

 


ბაირახტარმა გადაცემაში, რესტორნებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რესტორნების მხოლოდ 20%-ს აქვს გარე სივრცე, ხოლო ამ 20%-იდან რესტორნის 80% არის  დახურული, ხოლო ღია 20%, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტორანს  შეუძლია მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით იმუშავოს, თუმცა სეზონიდან გამომდინარე, მომხმარებელი ამ 20%-საც  არ ეყოლება .

 

„თქვენ ბევრი იცით ისეთი ადამიანი ვინც იანვარსა და თებერვალში გარე  სივრცეში დაჯდება? ეს ყველაფერი არის ფასადური ცვლილებები და მე  შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანები გარკვეულწილად ყველაფერს ამ პროტესტის  ჩასახშობად აკეთებენ და არა რეალურად.“ - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

 

ბაირახტარის განმარტებით, ეკონომიკის 6.1%-იანი კლება შელამაზებულია, რადგან მისი თქმით, წინა წელს გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური ვარდნა იყო, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ 400 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.

 

„3,5 მილიონიანი მოახლოების ქვეყნისთვის, სადაც 400 000 სამუშაო ადგილი იკარგება, ეს არის ეკონომიკური ტრაგედია, ამაზე მეტი ეკონომიკური ტრაგედია არ არსებობს. როდესაც ასეთ ქვეყანაში 6,1%-იან კლებას გიწერენ მსუბუქად, რომ ვთქვათ ძალიან შელამაზებული ციფრია, ეს ადამიანები გამოდიან და ცდილობენ, რომ პროტესტის ტალღა ჩაახშონ, თითქოს ეს პროტესტის ტალღა იწვევდეს იმ ეკონომიკურ ვარდნასა და სიდუხჭირეს, რომელიც ამ  ქვეყანაში არსებობს. ამ ლოქდაუნების უკან ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედიაა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით პირველი ლოქდაუნის შემდეგ16 000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდებოდა და 40 000 ადამიანზე მეტი დარჩებოდა უმუშევარი. ჩვენ ამას მეორე ლოქდაუნი დავამატეთ, ამაზე პასუხი  არავინ უნდა აგოს? საქართველოს მოქალაქეების  წინაშე  ჩადენილია  უპრეცედენტო დანაშაული. „ - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up