ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო 13 წელიწადში გაორმაგდა და თბილისის მაჩვენებელს გაუთანაბრდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო 13 წელიწადში გაორმაგდა და თბილისის მაჩვენებელს გაუთანაბრდა

access_time2021-02-12 12:00:20

ოკუპირებულ აფხაზეთში უფასო მიწოდებისა და ქსელის გაუმართაობის გამო ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რასაც ბოლო წლებში კრიპტოვალუტის გამომუშავებაც დაემატა. შედეგად 2020 წელს განუვითარებელი ეკონომიკის მქონე რეგიონმა, სადაც მოსახლეობა 250 ათასზე ნაკლებია თითქმის იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა რამდენიც თბილისმა, რომლის რეალური მოსახლეობა 1.5 მლნ-ს აღემატება.


2007 წელს საქართველომ სულ 7.815 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, მათ შორის აფხაზეთმა - 1.255 მლრდ კვტ/სთ. მაშინ აფხაზეთის მოხმარების წილი 16.1%-ს შეადგენდა. 2020 წელს საქართელოს ჯამური მოხმარება 2007 წელთან შედარებით 56%-ით 12.157 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, საკუთრივ აფხაზეთის კი 103%-ით 2.552 მლრდ კვტ/სთ-მდე. მისი წილი მთელს მოხმარებაში 21%-მდე გაიზარდა, რაც აბსოლუტური რეკორდია. თუ ბალანსში პირდაპირ მომხმარებლებს არ გავითვალისწინებთ, ისეთებს როგორებიცაა, მაგალითად „ჯორჯიან მანგანეზი“ და  „რუსთავის ფოლადი,“ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის წილი 26.3%-მდე იზრდება. გასულ წელს თბილისის მოხმარებამ აფხაზეთისას მხოლოდ 3%-ით გადააჭარბა. ჯერ კიდევ 3 წლის წინ 54%-ით აჭარბებდა, 2 წლის წინ 41%-ით. თბილის გარდა სხვა ნებისმიერი ცალკე აღებული რეგიონის მოხმარება ბევრად უფრო მცირეა ვიდრე აფხაზეთის. კახეთის ენერგოდისტრიბუციამ 2017 წლამდე იარსება, შესაბამისად იმ დრომდე კახეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. 2016 წელს კახეთმა სულ 343 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა - 5.6-ჯერ ნაკლები ვიდრე იმავე წელს აფხაზეთმა.



ოკუპირებული რეგიონის მოხმარების უმთავრეს წყაროს ენგურჰესი წარმოადგენს. თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, რომელიც 90-იან წლებში შედგა, აფხაზეთს ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40% უნდა დარჩენოდა. წლებია შეთანხმება მუდმივად ირღვევა. ზამთრის პერიოდში, როდესაც ჰესის გენერაცია კლებულობს, გამომუშავებული ელექტროენერგიის 100% აფხაზეთს ხმარდება. უფრო მეტიც ხშირად თბილისს რუსეთიდან იმპორტი უწევს ხოლმე.



მხოლოდ 2020 წელს აფხაზეთში მოხმარება 23.9%-ით გაიზარდა. პერიოდი ბიტკოინის ფასის ზრდას ემთხვევა. თუ 2020 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 8%-ით გაიზარდა, ბოლო მეოთხე კვარტალში ზრდის ტემპმა 34%-ს მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში გაძვირდა ბიტკოინი $11000-დან $29 000-მდე. ოკუპირებულ რეგიონში კრიპტოვალუტის შექმნაზე არამხოლოდ ადგილობრივები, რუსეთიდან სპეციალურად ამ მიზნით ჩამოსული ადამიანებიც მუშაობენ. პრობლემა ისე გამწვავდა, რომ სოხუმში დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. მაინინგი აკრძალულად გამოაცხადა. რამდენად შეცვლის ვითარებას ასეთი აკრძალვა ძნელი სათქმელია. მთავარ პრობლემად კვლავ „უფასო დენი“ რჩება, კრიპტოვალუტების გენერირებას სწორედ ეს ახალისებს. გარდა ამისა მოძველებულ ქსელში მაღალია დანაკარგებიც. გაუმართავი ქსელის გამო ხშირია ძაბვის ვარდნა და საოჯახო ელექტროტექნიკის დაზიანების შემთხვევებიც.


არაშენებული და დაზიანებული ჰესები დამატებით ცალკე პრობლემაა, რაც ქვეყანას ფინანსურადაც ძვირი უჯდება და ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივასაც აკარგვინებს. მხოლოდ ერთი ხუდონჰესი გარდა იმისა, რომ საკუთრივ 1.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა, ენგურჰესის წარმადობასაც, რომლის ტარიფია უიაფესია და 1.86 თეთრს შეადგენს, 500 მლნ კვტ/სთ-ით გაზრდიდა. ვარდილჰესმა გასულ წელს, არახელსაყრელი ჰიდროლოგიური პერიოდის პირობებში 591 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა. 2018 წელს კი 738 მლნ კვტ/სთ. ამჟამად 4 სადგურიდან მხოლოდ 1 მუშაობს, რომლის სიმძლავრეც 120 მეგავატია. დანარჩენი 3 სადგური, ჯამური სიმძლავრით აგრეთვე 120 მეგავატი, ოკუპირებულ ზონაშია მოქცეული და დაზიანებულია რაც საშუალო  წლიურ მინიმუმ 600 მლნ კვტ/სთ-ის დანაკარგს იწვევს.


ესკო ელექტროენერგიის ბალანსს 2007 წლიდან აღრიცხავს. ამ ბოლო 14 წლის მანძილზე იმპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი 1.626 მლრდ კვტ/სთ 2019 წელს დაფიქსირდა, ექსპორტის მინიმალური მაჩვენებელი - 154 მლნ კვტ/სთ კი 2020 წელს. ასევე 2020 წელს იყო ყველაზე დიდი 1.456 მლრდ კვტ/სთ-იანი დეფიციტი. რაც შეეხება დეფიციტს ფულად გამოხატულებაში, მან ბოლო 10 წელიწადში $291 მლნ-ს მიაღწია, საიდანაც $229 მლნ ბოლო 5 წელიწადზე მოდის. 2020 წელს პირველად 1999 წლის შემდეგ ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა $10 მლნ-ს ჩამოსცდა.


2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების შედეგად დამდგარი ეკონომიკური კრიზისის მიზეზით ქვეყნის ელექტრომოხმარება შემცირდა, მაგრამ ეს ფაქტი გამონაკლისს წარმოადგენდა. მომდევნო წლებში მოხმარების ზრდა გარდაუვალია. მცირე და საშუალო სიმძალვრის ჰესები მოხმარების ზრდის ტემპს ვერ ეწევა. ენერგეტიკოსთა შეფასებით პრობლემას ბოლომდე ვერც ქარისა და მზის ელექტროსადგურები მოაგვარებს, რომელთა არსებობაც კარგია, მაგრამ ქსელში სტაბილურ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, მათი მტკიცებით ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად აუცლებელია ისეთი დიდი ჰესების აშენება, როგორებიცაა ხუდონი, ნენსკრა და ნამახვანი.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up