დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-12 21:00:42

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. მეორედ წასვლა - რისი გაკეთება მოასწრო

 

მეორედ წასვლა შედგა, განაცხადი უკვე გაკეთებულია, „მისია შესრულებული“. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი წავიდა.  „კომერსანტი“ მოგიყვებათ, რისი გაკეთება მოასწრო ბიძინა ივანიშვილმა ამ დროის განმვლობაში. ფაქტია, რომ ქართული ოცნების ლოზუნგის და მთავარი დანაპირების - სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა, შესრულება „ქართული ოცნების“  უკვე ყოფლმა თავმჯდომარემ ვერ მოასწრო, მაგრამ ამ სტატიაში ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე არ ვისაუბრებთ, მედიაჰოლდინგი გაგაცნობთ, იმ პროექტების ჩამონთვალს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ ახორციელებდა.

 

2. ბიძინა ივანიშვილი - ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩება, შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის მოტივაცია

 

„ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა“ - ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვას - რა ფინანსურ რესურს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის.

 

3. თუ ივანიშვილის წასვლა მორიგი ბლეფი არ არის, მაშინ საქართველომ წინსვლის უნიკალური შანსი მიიღო - ფადი ასლი

 

„თუ ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა, როგორც ეს 2016 წელს გააკეთა, ჩათვალეთ რომ ერთ ადგილს ვტკეპნით, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კვლავ გააკონტროლებს. მაგრამ თუ ის მართლა წავიდა პოლიტიკიდან, როგორც თვითონ ამბობს - კარგი შანსია საქართველომ წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგას,“ –  საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს.

 

4. 4 მილიონი ლარი ბიუჯეტის მქონე დასაქმების სააგენტომ გასულ წელს 352 ადამიანი დაასაქმა

 


შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ გასული წლის 1 იანვრიდან დასაქმების სააგენტო ამოქმედდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა გაამართლა თუ არა უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლისთან სახელმწიფოს მესამე მცდელობამ. როგორ იმუშავა 2020 წელს სააგენტომ, რამდენ სამუშაოს მაძიებელს დაეხმარა და რა პროგრამები დანერგა. ამ კითხვებით სახელმწიფო უწყებას მივმართეთ.

 

5. „არ ვიცით როდის ვიხურებით, რატომ ვიხურებით და მომავალზე საუბარი რთულია, გაფართოების გეგმების დასახვა კი - ზედმეტი“ - სითი მოლი

 

„ჩვენ მივყვებოდით დაანონსებულ ორ თვიან გეგმას, ველოდებოდით, რომ ამ გეგმის მიხედვით იქნებოდა პროცესები და შეიძლებოდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გახსნის თარიღი უფრო ადრეც დამდგარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს შედეგია. იმის შემდეგ, კომუნიკაცია არ გვქონია,“ - სითი მოლის დირექტორი ლევან მესხელი რეგულაციების 1 თებერვლამდე გახანგრძლივებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სექტორისთვის 2021 წელი ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც გასული 2020 წელი.

 

6. თემურ ჭყონია: მთელ მსოფლიოში ცოდნით იწყობენ კარიერას, ჩვენთან - მლიქვნელობით

 

ბიზნესმენი, თემურ ჭყონია 2021 წლიდან მთავრობას რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლის ასაშენებლად, ძველის დანგრევაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში - არაფერი გამოვა.

 

7. უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი — ტიკარაძე

 

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

 

8. მთავრობის დახმარებით გახსნილი „აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა

 

„აგარის შაქარი“ ისევ გაჩერდა - საწარმოსთვის დაწესებული შეღავათების ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა. „ამ ეტაპზე, მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუ შედგა შეთანხმება მარტიდან საწარმო მუშაობას განაახლებს, თუ  აზრი არ აქვს წარმოების დაწყებას, არარენტაბელურია“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ.

 

9. აფხაზეთში ექიმები შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვენ

 

ბოლო დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება - მაგალითად, 10 იანვარს 169 ახალი დაინფიცირებული გამოვლინდა. მათ შორის 13 ბავშვია. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აფხაზმა ექიმებმა სპეციალური თათბირი ჩაატარეს და არ აღიარებულ მთავრობას შეზღუდვების 15 თებერვლამდე გახანგძლივების რეკომენდაციით მიმართეს.

 

 

10.  რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები პირვველად შეიკრიბნენ - რა გადაწყვიტეს მათ კრემლში გამართულ შეხვედრაზე?

 

11 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევის და ნიკოლ პაშინიანის შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მხარეები მთიანი ყარაბახის აღდგენის და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. უახლოეს დროში, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეგიონის ეკონომიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებს წარადგენენ. ჯგუფის პირველი სხდომა 30 იანვრამდე ჩატარდება.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up