4 მილიონი ლარი ბიუჯეტის მქონე დასაქმების სააგენტომ გასულ წელს 352 ადამიანი დაასაქმა 

4 მილიონი ლარი ბიუჯეტის მქონე დასაქმების სააგენტომ გასულ წელს 352 ადამიანი დაასაქმა 

access_time2021-01-12 13:00:14

კორონავირუსის პანდემიის გამო შრომის ბაზრისთვის 2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქვეყანაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერდა - უმუშევრობა გაზრდილია, დასაქმებულთა რიცხვი შემცირებული. ეკონომიკურად არააქტიური მოქალაქეების რიცხვი მნიშვნელოვნად რომ იზრდება, ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონე 17.6% -ია, ხოლო 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით უმუშევარი 259 ათასი ადამიანია.



შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ გასული წლის 1 იანვრიდან დასაქმების სააგენტო ამოქმედდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა გაამართლა თუ არა უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლისთან სახელმწიფოს მესამე მცდელობამ. როგორ იმუშავა 2020 წელს სააგენტომ, რამდენ სამუშაოს მაძიებელს დაეხმარა და რა პროგრამები დანერგა. ამ კითხვებით სახელმწიფო უწყებას მივმართეთ.

 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განგვიცხადეს, რომ პანდემიით განპირობებული შეზღუდვების გამო, სააგენტო 2020 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში დისტანციურად მუშაობდა, რა დროსაც შეჩერებული იყო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება, ხოლო ისეთი ხასიათის ღონისძიებები როგორებიცაა ჯგუფური კონსულტირება და დასაქმების ფორუმები, საერთოდ არ შედგა. მათი ინფორმაციით, სააგენტო მთლიანად გადართული იყო დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციების ადმინისტრირების პროცესებზე.

 

„სააგენტომ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების აქტიური მიწოდება სამუშაოს მაძიებლებისთვის დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც მაქსიმალურად დაკომპლეტდა თბილისის და რეგიონების სერვის-ცენტრები, გადამზადდნენ კონსულტანტებიც დასაქმების ხელშეწყობის ახალი სერვის-მოდელის მიხედვით .

 

მიუხედავად რთული პანდემიური სიტუაციისა, სააგენტომ 2020 წელს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების მიწოდება განახორციელა 253 დამსაქმებელზე და 2104 სამუშაოს მაძიებელზე,  აქედან მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩაერთო 387 ბენეფიციარი, ხოლო საშუამავლო მომსახურება გაეწია 1717 პირს. აქედან სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 17, დანარჩენი 1700 პირიდან მიმდინარე წელს დასაქმდა 352 სამუშაოს მაძიებელი. აღნიშნული 352 პირიდან 78 დასაქმდა დამსაქმებელთან, ვისთანაც შუამავლობა გაეწია სააგენტოს მიერ, ხოლო 274 პირი სხვა დამსაქმებელთან.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება მიიღო 12 შშმ პირმა, საიდანაც  წარმატებით დასაქმდა 9 შშმ პირი. ასევე უნდა აღინიშნოს იმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, რომლებიც 2019 წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში ჩართული იყვნენ მომზადება-გადამზადების პროგრამებში და დასაქმდენენ 2020 წელს. აღნიშნულ პერიოდის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელმა  2020 წელს 555 პირი შეადგინა“, - განაცხადეს სააგენტოში.

 


 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ამბობენ, რომ სამუშაოს მაძიებელთა წარმატებით დასაქმების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლობას ავითარებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იქნება ეს პროფესიული მომზადება-გადამზადების მომწოდებელი უმაღლესი პროფესიული დაწესებულებები, დამსაქმებლები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის სფეროს დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. კომერსანტის კითხვაზე, რამდენად ეფექტური იყო დასაქმების ონლაინ პლატფორმა worknet.gov.ge და რამდენმა ადამიანმა მიმართა საიტს, უწყებაში გვპასუხებენ:

 

 

„2020 წელს worknet.gov.ge- ის სისტემაში რეგისტრაცია გაიარა სულ 30 777 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის ქალი  - 15 678, ახალგაზრდა -7 677. სულ worknet-ში რეგისტირებულია 335 401 სამუშაოს მაძიებელი, დამსაქმებელი კი- 450 კომპანია. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობს სულ 1536 კერძო კომპანია.   აქტიურად ვაგრძელებთ კერძო სექტორთან მუშაობას მათი სააგენტოსთან თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით“, - განმარტავენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში. 

 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში კომერსანტს განუცხადეს, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 4 073 000 ლარით განისაზღვრა. მათივე ინფორმაციით თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:  პროგრამა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება - 2 090 000 ლარი, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება - 770 ათასი ლარი, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა მართვა - 1 213 000 ლარი.

 

სააგენტოში კომერსანტს განუცხადეს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროგრამის ერთ-ერთ განმახორციელებელ უწყებად განისაზღვრა .

 

მათი განმარტებით, სააგენტო ჩაერთო პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირების პროცესში. კერძოდ, სააგენტოს დაევალა კომპენსაციების გაცემა იმ დაქირავებით დასაქმებულებისთვის და ფორმალური და არაფორმალური თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან/და სხვა შემოსავალი პანდემიის შედეგად.

 

 


 

უწყებაში აცხადებენ, რომ სააგენტოს ყველა თანამშრომელი, 2020 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, ჩართული იყო თვითდასაქმებულთა მიერ წარმოდგნილი განცხადებების დამუშავებისა და ერთჯერადი კომპენსაციების გადარიხვის ადმინისტრირების პორცესში. მათი ინფორმაციით, სულ სამუშაო ჯგუფის მიერ ამ პერიოდში განხილულ იქნა 124 348 განაცხადი, არაფორმალური თვითდასაქმებულების მიერ წარმოდგენილი.

 

 

„2020 წლის 4 დეკემბრიდან სააგენტო ახორციელებს ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციების მეორე ტალღის გადარიცხვებს იმ დასაქმებულებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის, ვისაც 2020 წლის 26 ნოემბრის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესებული, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები შეეხო და დაკარგეს შემოსავალი. 2020 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, 300 ლარიანი დახმარება 107 397 პირზე გაიცა და ჯამში გადაირიცხა 32 219 100  ლარი“, - განაცხადეს უწყებაში.



ბაჩო ადამია




5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up