თუ ივანიშვილის წასვლა მორიგი ბლეფი არ არის, მაშინ საქართველომ წინსვლის უნიკალური შანსი მიიღო - ფადი ასლი

თუ ივანიშვილის წასვლა მორიგი ბლეფი არ არის, მაშინ საქართველომ წინსვლის უნიკალური შანსი მიიღო - ფადი ასლი

access_time2021-01-12 12:00:15

„თუ ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა, როგორც ეს 2016 წელს გააკეთა, ჩათვალეთ რომ ერთ ადგილს ვტკეპნით, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კვლავ გააკონტროლებს. მაგრამ თუ ის მართლა წავიდა პოლიტიკიდან, როგორც თვითონ ამბობს - კარგი შანსია საქართველომ წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგას,“ –  საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას აფასებს.


კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საინვესტიციო გარემო ქვეყანაში და რა ცვლილებებს უნდა ელოდოს ბიზნესი ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ფადი ასლი პასუხობს, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ შიშისგან გათავისუფლების შემდეგ ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შექმნა მართლაც შეუძლიათ, მისი აზრით, ასეთია პრემიერ-მინისტრიც.


„აქამდე მთავრობას ეშინოდა გადაწყვეტილებების მიღების, მისი ნებართვის გარეშე, ახლა  თუ ბიძინა ივანიშვილი თამაშიდან გავა, მათ ხელფეხი შეიძლება გაეხსნათ და ქვეყანა წინ წასწიონ. მე ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის პოზიტიური სიახლეა. მე ვფიქრობ, რომ ბევრს ეშინოდა მთავრობაში, ფიქრისაც კი -პრემიერმინისტრი ჭკვიანი პოლიტიკოსია, ცდილობს გააკეთოს სწორი საქმე ქვეყნისთვის, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. ეს უნიკალური შანსია - იმედია მთავრობა შეიცვლის დამოკიდებულებას უცხოელი ინვესტორებისა და ინვესტიციების მიმართ, იქნებიან უფრო ლოიალურები და მიმღებლები, აღარ იქნება მათი შეურაცხყოფისა და რეკეტირების შემხვევები. მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად არის ივანიშვილის წასვლა მორიგი ბლეფი. შედეგს წლის მანძილზე დავინახავთ - მაგრამ ბევრია შესაცვლელი, მთავრობა კორუფციას უნდა ებრძოლოს , სადაც თავადაც ბევრია კორუმპირებული, არ ვიცი როგორ უნდა დასაჯონ საკუთარი თავი.ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს ინვესტიციების მიმართ ღიაობას შევიძენთ,“ - განმარტავს ბიზნესმენი.


 

შეგახსენებთ,  11 იანვარს,  ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიდის პოლიტიკიდან.


მარიამ მორგოშია


თეგები:
ფადი ასლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up