მეორედ წასვლა - რისი გაკეთება მოასწრო

მეორედ წასვლა - რისი გაკეთება მოასწრო

access_time2021-01-12 10:00:14

მეორედ წასვლა შედგა, განაცხადი უკვე გაკეთებულია, „მისია შესრულებული“. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი წავიდა.  „კომერსანტი“ მოგიყვებათ, რისი გაკეთება მოასწრო ბიძინა ივანიშვილმა ამ დროის განმვლობაში. ფაქტია, რომ ქართული ოცნების ლოზუნგის და მთავარი დანაპირების - სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა, შესრულება „ქართული ოცნების“  უკვე ყოფლმა თავმჯდომარემ ვერ მოასწრო, მაგრამ ამ სტატიაში ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევებზე არ ვისაუბრებთ, მედიაჰოლდინგი გაგაცნობთ, იმ პროექტების ჩამონთვალს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ" ახორციელებდა.

კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით ირკვევა, რომ ფონდმა ათობით საქველმოქმედო დონაცია განახორციელა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ფონდი „ქართუ“ საქველმოქმედო საქმიანობას 20 წელზე მეტია ეწევა და აღნიშნული ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას, რეგიონალურ განვითარებას, ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე ფონდის მიზანია კულტურის, სპორტის და მეცნიერების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული პროექტების და გარემოსდაცვითი ღონისძებების განხორციელება.

 

პროექტების სრული ჩამონათვალი ასეთია:

 

  •  ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა
  •  ბათუმის დრამატული თეატრის მშენებლობა
  • Project - Accumulation of property and implementation of various grant programs
  •  რაგბის განვითარება-თელავი
  •  ოზურგეთის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები
  • რაგბის განვითარება-ნუცუბიძე
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - ფილტვების ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა დაბა აბასთუმანში
  •  რაგბის განვითარება-ლოკომოტივი
  •  პროექტი - გზის რეაბილიტაცია ჩაქვში (სარეაბილიტაციო სამუშაოები)
  •  პროექტი -კაფე ფანტაზიის რეაბილიტაცია ბათუმის ბულვარში
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - თბილისის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  •  პროექტი - საბავშვო ბაღის მშენებლობა ურეკში (სამშენებლო სამუშაოები)
  •  პროექტი - თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოები (პროექტი და სამშენებლო სამუშაოები)
  •  პროექტი- რაგბის არსებული სტადიონების მოვლა-შენახვის ხარჯები
  •  ზუგდიდის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • პროექტი-სოციალური რეაბილიტაცია
  •  პროექტი ურეკის თემატური პარკის პროექტის დიზაინი (პროექტის სამუშაოები)
  •  პროექტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია (სარეაბილიტაციო სამუშაოები)
  •  პროექტი საგურამოში პარკის რეაბილიტაცია (სარეაბილიტაციო სამუშაოები)
  •  ასოციაცია „ატუ“ - პროექტი - დასასვენებელი-საპიკნიკო ადგილი სოფელ ბუკნარში
  •  ასოციაცია „ატუ“ - პროექტი - აბასთუმნის კეთილმოწყობა
  •  რაგბის განვითარება-ქუთაისი
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - საკონცერტო დარბაზის მე -2 და მე -3 რიგის მშენებლობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - დედათა და მამათა მონასტრების რეაბილიტაცია დაბა აბასთუმანში
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - მცენარეთა შეძენა და გამწვანების სამუშაოები თბილისის მერიისთვის
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - ა. წერეთლის სახლ-მუზეუმი
  •  ასოციაცია ატუ -პროექტი - ზ. ფალიაშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაცია
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - დელფინარიუმის მშენებლობა ქობულეთში
  •  ასოციაცია ატუ -პროექტი - ავტომაგისტრალის მშენებლობა მახინჯაურში
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - სასკოლო სტადიონის მოწყობა სოფელ ცეცხლაურში
  •  პროექტი-ეკოლოგია
  •  ასოციაცია ატუ -პროექტი- ჭორვილას საჯარო სკოლა
  •  პროექტი - მუსიკოსების პარკის მოწყობა სოფელ ნატანების საკონცერტო დარბაზთან ახლოს (სამშენებლო სამუშაოები)
  •  ასოციაცია ატუ - პროექტი - ინფრასტრუქტურის მოწყობა სოფელ ჭორვილაში წმინდა გიორგის სალოცავთან
  •  პროექტი - შადრევნის მშენებლობა სოფელ ნატანებში, საკონცერტო დარბაზთან ახლოს
  •  პროექტი - ბათუმი-ქობულეთის გზატკეცილის ინფრასტრუქტურის აღდგენა პეტრას ციხის მახლობლად
  •  პროექტი - სარკინიგზო პლატფორმების მოწყობა შეკვეთილსა და წვერმალაში
  •  პროექტი - ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზის რეაბილიტაცია (სარეაბილიტაციო სამუშაოები)
  •  პროექტი - 21 კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქცია - ოზურგეთი-ნატანები-ურეკი
  •  პროექტი- სოფელ ეკალდიდის ხიდის მშენებლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
  •  რაგბის სტადიონების მშენებლობა
  •  პროექტი- მანავის სამხედრო განყოფილების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
  •  პროექტი - რკინიგზის სადგურის ურეკის და ნატანების მშენებლობა BSA-თან
  •  პროექტი - სოფელ ციხისძირის ინფრასტრუქტურის მოწყობა (სამშენებლო სამუშაოები)
  •  პროექტი - რაგბის განვითარება - მარტყოფი
  •  პროექტი - რაგბის განვითარება - რუსთავი
  •  პროექტი - რაგბის განვითარება- ავჭალა
  •  პროექტი - რაგბის განვითარება - შევარდენი
  •  პროექტი- თბილისის სომხური დრამატული თეატრის რეაბილიტაცია

 

„კომერსანტი“ ასევე გთავაზობთ, დოკუმენტს რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძებ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა და სადაც საერთაშორისო საქმველმოქმედო ფონდ „ქართუს“-ს მიერ 2019 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯებია ნაჩვენები. 2019 წელს ივანიშვილის ფონის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა 187 023 859 მლნ ლარი იყო.

 










 


ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა Forbes- ის მონაცემებით 4,8 მლრდ დოლარით დატოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი კი ირაკლი კობახიძეს ჩააბარა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up