დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-24 21:00:03

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. „თუ ასე გაგრძელდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ რეფორმა ჩავარდა„ - ტექინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ ხარვეზებია

 

 

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებებების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ამოქმედებიდან 3 წელი გავიდა. 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე,  რეფორმის ხარვეზიანობაზე, მონიტორინგის არარსებობასა და ინსპექტირებისას მანიპულაციების მზარდ შემთხვევებზე დარგის სპეციალისტების მხრიდან საუბრები ამ დრომდე არ წყდება. ამასთან, ფაქტია, რომ თუნდაც დედაქალაქის გრძელ საცობებში კვლავ ვხედავთ გაუმართავ ავტომობილებს და ვსუნთქავთ მათი გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს და გვახსენდება შატილის ტრაგედია.

 

 

 

2. მილიონი ლარის ზარალის და გაყიდვების 20 პროცენტიანი კლების პარალელურად „უნივერსამი“ ახალ ობიექტებს ხსნის - სავაჭრო ცენტრი 2020 წელს აჯამებს


 

 

შემცირებული მომხმარებლები, განახევრებული გაყიდვები, გაუფასურებული ლარი და წერტილოვანი შეზღუდვები. რთული ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღე რთულდება. კომპანიების ნაწილი უკვე გაკოტრდა, ხოლო ნაწილმა ბაზარი საქართველოს ბაზარი დატოვა. „კომერსანტი“ დაინტერესდა კოვიდ 19 -ის პირობებში, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება როგორ დაასრულა წელი ქსელურმა სავაჭრო ცენტრმა „უნივერსამმა“.



 

3. საქართველოში საწვავის იმპორტის $235 მლნ-ით შემცირდა

 

 

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისის პერიოდში იმპორტი ექსპორტზე მეტად შემცირდა. იანვარ-ნოემბერში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანილმა პროდუქციის ღირებულებამ $7.186 მლრდ შეადგინა, რას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 15.9%-ით ანუ $1.358 მლრდ-ით ნაკლებია.

 


 

4. „მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი სავაჭრო ობიექტების გახსნა“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

 

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ბაზრობების ტიპის მსხვილი სავაჭრო ობიექტების გახსნა, მიუხედავად დაანონსებული გეგმისა, არ მოხდება.

 

 

5. მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს - წილოსანი გახარიას

 

 

რა კონკრეტულ ნაბიჯებსა და პასუხისმგებლობებს იღებთ პარლამენტისა და ჩვენი კომიტეტის წინაშე იმისთვის, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ განხორციელდეს? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პრემიერ მინისტრობის  კანდიდატს, გიორგი გახარიას და აღნიშნა, რომ მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს.

 

 

6. „იყიდეთ მხოლოდ ავსტრიული ნაწარმი“ - ავსტრიის მთავრობის კამპანია და ქართული კომპანიების მომავალი ავსტრიაში

 

 

ავსტრიაში ყველაზე ძვირადღირებული საფასო სეგმენტის მქონე ფრანგული, იტალიური, სამხრეთ აფრიკული და მსოფლიოს სხვა ღვინოების გვერდით, ავსტრიაში ქართული ღვინო უკვე ორი წელია  მსხვილ მაღაზიათა ქსელებში იყიდება. ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ღვინის ექსპერტი და გასტრონომი ბუთა დოლიძე, უკვე 17 წელია ევროპისთვის ქართული ღვინის პოპულარიზაციას ახდენს. ის  „კომერსანტთან“ ინტერვიუში გვიყვება ქართული ღვინის, როგორც მსოფლიო ბაზარზე მთავარი „კოზირის“ მნიშვნელობაზე, ასევე როგორი იყო პანდემიის გავლენა ავსტრიულ ბიზნესზე? და საინტერესოა, როგორ უნდა გაიყიდოს ქართული პროდუქცია ავსტრიაში, თუ ქვეყანამ პანდემიის გამო, წამოიწყო კამპანია - „იყიდეთ მხოლოდ ავსტრიული საქონელი“?



7. „როიალ ბატონი“ ფუნქციონირებას წყვეტს - „რეგულაციებით დახუნძლულ პერიოდს ციხე-სიმაგრე განახლებასა და განვითარებას მოახმარს“

 

 

„28 დეკემბრიდან როიალ ბატონი ფუნქციონირებას წყვეტს“ - ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. განაცხადებაში ნათქვამია, რომ სასტუმრო რეგულაციებით დახუნძლულ პერიოდს განვითარებას და გაფართოებას დაუთმობს.

 

 

8. ღვინის ზოგიერთი მწარმოებელი ქართული ღვინის რეპუტაციას უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს - გახარია

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო აქტიურად იკავებს ბაზრებს, ორი საკითხია - ქართული ღვინის მარკეტინგი და პოპულარიზაცია და ხარისხის კონტროლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

9. 25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნება

 

„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ კერძო მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ“ – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

 

 

10. გაიცანით ექიმები, მეცინიერები და ჯანდავის სექტორის ბიზნესმენები, რომელიც პანდემიის პერიოდში მილიარდერები გახდნენ

 

 

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში 50 ახალი, ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული მილიარდერი გაჩნდა. ისინი ფლობენ აქციებს და წილებს კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ კორონავირუსის ვაქცინაზე და წამალზე, ასევე აწარმოებენ სამედიცინო მოწყობილობებს და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up