„მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი სავაჭრო ობიექტების გახსნა“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი სავაჭრო ობიექტების გახსნა“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2020-12-24 13:12:11

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ბაზრობების ტიპის მსხვილი სავაჭრო ობიექტების გახსნა, მიუხედავად დაანონსებული გეგმისა, არ მოხდება.

 

 

 

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტკივნეულია „ლილო მოლის“ ტიპის ბაზრობებისათვის, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან.

 

 

 

„24 დეკემბრიდან დაანონსებულმა გახსნამ ამ ადამიანებს გაუჩინა სრულიად ლეგიტიმური მოლოდინი, რომ წინასაახალწლო დღეებში მაინც შეძლებდნენ ეკონომიკურ აქტივობას. მათ ამისათვის შექმნეს მარაგები, დახარჯეს ფული და ახლა, ორი დღით ადრე შეიტყვეს, რომ არ მიეცემათ ვაჭრობის უფლება.


 

 

 

პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ძირითადად საახალწლო პროდუქციას, რომელზეც მოთხოვნაც წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი კვირაა და თუ ეს ხალხი ამ მარაგების რეალიზაციას ეხლა ვერ შეძლებს, პრაქტიკულად მთელი ერთი წელი მოუწევთ ლოდინი შესყიდული პროდუქციის ამოსაყიდად, რაც სრულიად ლოგიკურად, ბევრისთვის შეიძლება გაკოტრების ტოლფასიც კი გახდეს - განმარტეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

 

 

 

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად „ლილო მოლის“ ადმინისტრაცია პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობდა შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებთან და იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნებისათვის.

 

 

 

„საკითხის აქტუალობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მიზანშეწონილია გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება და დაშვებულ იქნას „ლილო მოლისა“ და მსგავსი წესით ორგანიზებული სავაჭრო ობიექტების გახსნა, თუნდაც რამოდენიმე დღით და თუნდაც დამატებითი კონტროლისა და პრევენციის ზომების განხორციელების პირობით“ - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

 

 





„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე
access_time2021-03-05 15:30:42
ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა. „მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო...


მსგავსი სიახლეები

up