საქართველოში საწვავის იმპორტის $235 მლნ-ით შემცირდა

საქართველოში საწვავის იმპორტის $235 მლნ-ით შემცირდა

access_time2020-12-24 12:00:52

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისის პერიოდში იმპორტი ექსპორტზე მეტად შემცირდა. იანვარ-ნოემბერში საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოტანილმა პროდუქციის ღირებულებამ $7.186 მლრდ შეადგინა, რას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 15.9%-ით ანუ $1.358 მლრდ-ით ნაკლებია.



ტოპ 10 საიმპორტო პარტნიორიდან სომხეთისა და ბრაზილიის გარდა იმპორტი ყველა სახელმწიფოდან შემცირებულია. 13.4%-იანი კლების მიუხედავად $1.258 მლრდ-ით თურქეთი უცვლელ პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე რუსეთია, საიდანაც 9.2%-იანი კლების შემდეგ $789 მლნ-ის იმპორტი განხორციელდა. სამეულს $646 მლნ-ით ჩინეთი ასრულებს. თუ წელს ჩინეთში ექსპორტი 131%-ით გაიზარდა, იმპორტი 17.7%-ით შემცირდა. შესაბამისად $592 მლნ-იანი უარყოფითოი სავაჭრო სალდო$200 მლნ-მდე შემცირდა.



თანხობრივად ყველაზე მეტი - $327 მლნ-იანი კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტში აღინიშნება. 32.4%-იანი კლებია შემდეგ ის $680 მლნ-მდე შემცირდა, რის შემდეგაც მართალია საიმპორტო პროდუქციის ჩამონათვალში პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა, მაგრამ მისი წილი 11.8%-დან 9.5%-მდე შემცირდა.



მნიშვნელოვნად, 34.3%-ით, $686 მლნ-დან $451 მლნ-მდე შემცირდა ნავთობის იმპორტიც, რაც ძირითადად საწვავზე საერთაშორისო ფასების კლებითაა განპირობებული. პირველ სამ კვარტალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი მოცულობითაც შემცირდა, ოღონდ ბევრად უფრო ნაკლები მოცულობით - 6.9%-ით. საქართველოს საცალო ქსელში 1 ლიტრი ბენზინის 60-70 თეთრიანი გაიაფების შემდეგ ნელ-ნელა ფასები დეკემბერში თითქმის ისევ 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.




11.4%-ით, $248 მლნ-მდეა შემცირებული ბუნებრივი გაზის იმპორტიც. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, ხოლო სრული კარანტინი 31 მარტს გამოცხადდა, რამაც სუბსიდიის მიუხედავად მხოლოდ მცირედით გაზარდა სოციალური გაზის საერთო მოხმარება, მაგრამ მოხმარება შემცირდა სხვა სექტორების მიმართულებით.



17.9%-ითაა შემცირებული სატელეფონო აპარატების, ხოლო 18.7%-ით თამბაქოს ნაწარმის იმპორტი.



იმპორტი ადგილობრივ პროდიქციას არ ჩაუნაცვლებია ნავთობზე ფასების ვარდნასთან და რეექსპორტის კლებასთან ერთად მისი ძირითადი მიზეზი ადგილობრივი მოხმარების შემცირება გახდა, რაც თავის მხრივ მსყიდველობითუნარიანობის შემცირებაზე მიუთითებს. მეორე ლოკდაუნამდე სავალუტო ფონდი ეკონომიკის 5%-იან კლებას პროგნოზირებდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა უნდა ყოფილიყო, თუმცა 28 ნოემბერს, „წერტილოვანი შეზღუდვების“ სახელით ქვეყნის ხელახალმა ჩაკეტვამ სურათი კიდევ უფრო დაამძიმა და 5%-იანი ვარდნაც კი არარეალური გახადა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up