მილიონი ლარის ზარალის და გაყიდვების 20 პროცენტიანი კლების პარალელურად „უნივერსამი“ ახალ ობიექტებს ხსნის - სავაჭრო ცენტრი 2020 წელს აჯამებს

მილიონი ლარის ზარალის და გაყიდვების 20 პროცენტიანი კლების პარალელურად „უნივერსამი“ ახალ ობიექტებს ხსნის - სავაჭრო ცენტრი 2020 წელს აჯამებს

access_time2020-12-24 11:00:10

შემცირებული მომხმარებლები, განახევრებული გაყიდვები, გაუფასურებული ლარი და წერტილოვანი შეზღუდვები. რთული ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღე რთულდება. კომპანიების ნაწილი უკვე გაკოტრდა, ხოლო ნაწილმა ბაზარი საქართველოს ბაზარი დატოვა. „კომერსანტი“ დაინტერესდა კოვიდ 19 -ის პირობებში, მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება როგორ დაასრულა წელი ქსელურმა სავაჭრო ცენტრმა „უნივერსამმა“. კომპანიის კომერციული დირექტორი დავით ფარესაშვილი აცხადებს, რომ „უნივერსამს“ გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა. მისი განმარტებით, გარდა იმისა, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი ჰქონდა, კორონავირუსის გამო გაიზარდა ხარჯიც. დავით ფარესაშვილი უჭირს იმ ზუსტი თანხის დასახელება, თუ რა შემოსავალი ვერ მიიღო კომპანიამ 2020 წელს, თუმცა ამბობს, რომ დაახლოებით ეს თანხა მილიონ ლარს შეადგენს.

 

„უნივერსამის“ კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ ბრუნვის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა კომენდანტის საათმა და გადაადგილების შეზღუდვამ მოახდინა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ კომპანიის ორ უმსხვილესი ობიექტი მოლებშია განთავსებული, იქ კი ბრუნვა მისი თქმით, თვეების განმავლობაში საერთოდ განახევრებულია. როგორც დავით ფარესაშვილი ამბობს სამუშაო საათების შემცირებამ გაყიდვების 20 პროცენტიანი კლება გამოიწვია.

 

„ქვეყანაში შექმილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვევებით სავსე წელი გვქონდა, კოვიდ 19- მა ბევრი პრობლემა შექმნა, თუმცა გადავეწყვეთ და ადაპტაცია მალევე მოვახერხეთ. რა თქმა უნდა ეს აისახა ბრუნვაზე, თუმცა წლის ჭრილში ასე თუ ისე ყველაფერი დაბალანსდა. საქონელ ბრუნვა როდესაც შემცირდა, კომპანიას გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმცა საშემოსავლო გადასხადებისგან განთავისუფლება მნიშვნლოვანი დახმარება იყო, რადგან ჩვენთან ისეთი კონტიგენტი მუშაობს, რომელიც იმ სახელფასო დიაპაზონში ჯდება, რომელიც დასუბსიდირდა სახელმწიფოს მიერ. ამან ბიძგი მოგვცა იმისა, რომ არ გავჩერებულიყავით, ამიტომაც დამატებით კიდევ რამდენიმე ობიექტი გავხსენით. როგორც თბილისში ასევე რეგიონებში ფრანჩაიზინგის კუთხით განვვითარდით, 9 ობიექტი დაგვემატა - კერძო ტრადციული ობიექტები ჩვენი ბრენდით და ჩვენი მენეჯმენტით შემოვიყვანეთ. ეს არის პატრა ფორმატის ექსპრეს მაღაზიები.იანვარში დაემატება ამ ტიპის კიდევ 6 ობიექტი. ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე ერთი დიდი ფილიალი დაგვემატა, ვეღარ მოესწრო ერთი ფილიალის გახსნა რუსთავში და იანვრის თვეში გავხსნით. 2021 წელს დაგეგმილი გვაქვს უნივერსამის დიდი მაღაზიის გახსნა დიღმის მასივში“, - განაცხადა დავით ფარესაშვილმა.

 

„უნივერსამის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ საშემოსავლო კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვანი დახმარება იყო, რომელიც კომპანიისთვის მისი თქმით, საკმაოდ დიდი რეინვესტიცია გამოვიდა. სწორედ ამიტომ დამატებით დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან აღარ ელოდება. დავით ფარესაშვილი აცხადებს, რომ ასეთ რთულ შემთხვევაში სახელმწიფოს ბიზნესიც უნდა დაეხმაროს. "კომერსანტის" კითხვაზე როგორ შეცვალა კორნავირუსმა კომპანიისთვის 2020 წელი ბიზნესმენი გვპასუხობს:  


 

„კორონავირუსის გამო 2020 წელს ვერ გავხსენით რიგი ობიექტები, პლუს გვინდოდა წარმოების განვითარება, თუმცა ამ კუთხითაც ვერ განვვითარდით. კომპანია პურ-ფუნთუშეულის, გაყინულ პროდუქციას, სალათებს და საკონდიტრო ნაწარმებს აწარმოებს, თუმცა მზა კვების გაყიდვები რადიკალურად შემცირდა, რადგან დისტანციურმა სამუშაო გარემომ სიტუაცია შეცვალა. ზარალი იმდენად დიდი იყო, გარკვეული თვეები ეს მიმართულება საერთოდ გავაჩერეთ. მაგრამ არაუშავს 2021 წელს იმედით ვუყურებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ“, - განმარტავს დავით ფარესაშვილი.

 

უახლოეს მომავალში კომპანია შეიძლება კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგეს. „უნივერსამის“ კომერციული დირექტორი „კომერსანტთან“ საუბრისას ყურადღებას კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე ამახვილებს. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება, კომპანიისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

 

გაზის ტარიფის ზრდა პროდუქციის წარმოების დროს თვითღირებულებას გაგვიზრდის, ჯერჯერობით არ ვიცი სახელმწიფო ამ კუთხით, როგორ დაგვეხმარება. კომუნალური გადასახადები თუ  გაიზარდა, დაგეგმარება შეუძლებელი იქნება. ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი ხარჯია, საუბარია ათიათასობით ლარზე“, - განმარტავს ბიზნესმენი.

 

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up