``იყიდეთ მხოლოდ ავსტრიული ნაწარმი`` - ავსტრიის მთავრობის კამპანია და ქართული კომპანიების მომავალი ავსტრიაში

``იყიდეთ მხოლოდ ავსტრიული ნაწარმი`` - ავსტრიის მთავრობის კამპანია და ქართული კომპანიების მომავალი ავსტრიაში

access_time2020-12-24 14:30:44

ავსტრიაში ყველაზე ძვირადღირებული საფასო სეგმენტის მქონე ფრანგული, იტალიური, სამხრეთ აფრიკული და მსოფლიოს სხვა ღვინოების გვერდით, ავსტრიაში ქართული ღვინო უკვე ორი წელია  მსხვილ მაღაზიათა ქსელებში იყიდება. ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ღვინის ექსპერტი და გასტრონომი ბუთა დოლიძე, უკვე 17 წელია ევროპისთვის ქართული ღვინის პოპულარიზაციას ახდენს. ის  „კომერსანტთან“ ინტერვიუში გვიყვება ქართული ღვინის, როგორც მსოფლიო ბაზარზე მთავარი „კოზირის“ მნიშვნელობაზე, ასევე როგორი იყო პანდემიის გავლენა ავსტრიულ ბიზნესზე? და საინტერესოა, როგორ უნდა გაიყიდოს ქართული პროდუქცია ავსტრიაში, თუ ქვეყანამ პანდემიის გამო, წამოიწყო კამპანია - „იყიდეთ მხოლოდ ავსტრიული საქონელი“?


ბუთა დოლიძე ამჟამად ავსტრიაში უძღვება კომპანია Buta Qvevri Wine, რომლის მეშვეობითაც საქართველოდან წაღებული ღვინოები ისეთ მაღაზიათა ქსელებში ხვდება, როგორიცაა ავსტრიული Wine und co. როგორც თვითონ ამბობს, მისი მთავარი მიგნება ქვევრის ღვინოა. ღვინო, რომლის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბუთა ამბობს, რომ ამის შემდეგ უფრო ადვილი გახდა ამ ღვინის ევროპულ და ისეთ პრეტენზიულ ბაზარზე შეთავაზება, როგორიც ავსტრიის ბაზარია.


„2017 წელს ჩამოვედი საქართველოში და ავირჩიე ის ღვინოები, რომელიც ევროპულ გემოებს მოერგებოდა და წამოვიღე ავსტრიაში თითქმის 20 სახეობის ძვირადღირებული ღვინო. ვცდილობდი ქართული ღვინო აქაური მეღვინეების კლუბებისთვის და დიდი კომპანიებისთვის გამეცნო, რომლებიც არიან გადამყიდველები. Wine und co. ავსტრიული უდიდესი ღვინის მაღაზიების ქსელია, რომელსაც 27 ფილიალი აქვს ავსტრიის ტერიტორიაზე, 5000-ზე მეტი ღვინის სახეობა და მსოფლიოს ნებისმიერი ღვინო შეგიძლიათ აქ იყიდოთ. 2017 წლამდე მათ ქართული ღვინო არ ჰქონდათ, თუმცა გაიცნეს და გაჩნდა ინტერესი, დაიბეჭდა ჟურნალებში ქართული ღვინის შესახებ.


მაგრამ, თუ 2019 წელს წამოვიღე 3 ათასი ღვინო, 2020 წელს საერთოდ არ წამომიღია, გასაგები მიზეზების გამო.  მთელ ქვეყანაში მიდის რეკლამა-  „გთხოვთ იყიდოთ ავსტრიული ნაწარმი“, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ამისკენ მოგვიწოდებს -  „გაუფრთხილდით თავს, გაიკეთეთ ნიღბები და იყიდეთ ავსტრიული პროდუქცია,“ . ეს დიდი დარტყმაა ჩემთვის იმიტომ, რომ მთელი წლის მანძილზე ბრუნვა არ მქონია და კატასტროფული სიტუაციაა.   კერძო პირები არ მყავს მომხმარებლად, უმეტესწილად რესტორნები, ბარები და დიდი მაღაზიები. როცა რესტორანი და ბარი იკეტება და მაღაზიები რჩება, რომელიც რეკლამას უკეთებს მხოლოდ ავსტრიულ პროდუქციას, ძალიან რთულია ასეთი ძვირიანი სეგმენტის ქართულ ღვინოზე ვისაუბროთ.



 

ქართული ქვევრის ღვინო, როგორც ჯოკერი ისე უჭირავს საქართველოს ხელში. ქვევრის ღვინო არის უნიკალური, ანუ ვერცერთ ღვინოს ვერ დავუყენებთ გვერდით, მას ევროპის ბაზარზე ფეხი უკვე მოკიდებული აქვს და ნელ-ნელა მიდის წინ,  მაგრამ ამას აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს მაღალხარისხიანმა ქარხნის ღვინომ,“ - განმარტავს ბუთა ლომიძე.


როგორია ავსტრია პანდემიის ფონზე და როგორ უმკლავდება ბიზნესი მაღალ გადასახადებს და შემოსავლების განულებას? როგორც ბუთა დოლიძე გვიყვება, ქვეყნის საგადასახადო სამინისტრო კომპანიებს პანდემიამდელი მოგების 80 პროცენტს ყოველთვე, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ურიცხავს.


„ავსტრია ერთერთი წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში, მაგრამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბევრი დარჩა სამსახურის გარეშე, ბევრი ფირმა გაკოტრდა და ჩემი ფირმაც Buta Qvevri Wine-ი გაკოტრების გზას ადგას. პანდემიასაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, ავსტრიაში გადასახადები ძალიან ბევრია. შემოსავლის ნახევარზე მეტს ვუხდით სახელმწიფოს. წლების მანძილზე ვწუწუნებდი ამ ყველაფერზე. წელს ეს სურათი შემოტრიალდა, სახელმწიფო გვერდით დაუდგა პატარა კომპანიებს და უსამსახუროდ დარჩენილ მოქლაქეებს.. ანგარიშზე ზედმეტი კითხვებისა და ანკეტის შევსების გარეშე საგადასახადო სამინისტროდან გირიცხავენ თანხას. ყველა გადასახადი გადავადდა ავტომატურად. ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც დაიხურა, აუნაზღაურეს იმ თანხის 80 პროცენტი, რაც ჰქონდათ 2019 წლის ნოემბერში.


რაც შეეხება შეზღუდვებს,  აქაურობა  90-იანების კომენდანტის საათივით მუშაობს, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური და აფთიაქია ღია. მაღაზიები კი ახლა გახსნეს საშობაოდ, რომ ხალხმა რაღაც იყიდოს. უფლება გაქვს, რომ ერთი ადამიანი აირჩიო ვისაც ნახულობ, ეს იქნება დედა თუ მამა, ან მეგობარი. ყველანაირი თავშეყრებსა და ივენთებზე საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მაღალი ჯარიმაა ამის დარღვევისთის,“ - ამბობს ბიზნესმენი და ღვინის ექსპერტი.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up