დერეფანი „ლაპის ლაზული“ აქტიურდება - აწყობს თუ არა ეს საქართველოს

დერეფანი „ლაპის ლაზული“ აქტიურდება - აწყობს თუ არა ეს საქართველოს

access_time2022-01-23 23:00:18

კრიზისული სიტუაციების და პოლიტიკის კვლევის ცენტრი ანკარაში ANKASAM მიუთითებს იმაზე, რომ კოვიდ-პანდემიის შედეგად საზღვაო გადაზიდვებში პრობლემებია, რადგან გაიზარდა გადაზიდვების საფასური; ამ კონტექსტში მოიმატა დერეფანის „ლაპის ლაზული“ მნიშვნელობამ. ანკარა ამ დერეფნის წყალობით მიიღებს წვდომას ევრაზიის ბაზრებზე, რუსეთის, ჩინეთის და ირანის გვერდის ავლით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს განიხილავენ როგორც თავისი გავლენის სფეროებს. თურქმენეთისთვს ეს დერეფანი იზოლაციიდან გამოსვლის მორიგი მცდელობაა.

ცენტრი ANKASAM მიუთითებს აგრეთვე იმაზე, რომ საქართველოც მოიგებს ამ დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედებიდან და, რა თქმა უნდა, ავღანეთი. ავღანეთისთვის აღნიშნული დერეფნის რეალიზაცია - ეს არის ყველაზე მოკლე, იაფი და საიმედო სავაჭრო გზა ევროპასთან, რომელიც ამავე დროს ირანის, პაკისტანის და ინდოეთის პორტებზე დამოკიდებულებას ამცირებს.

"ყურადღება მიაქციეთ ერთ ფაქტს: დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნებიდან ღია საზღვაო პორტები აქვთ საქართველოს დ თურქეთს. ანუ, მათი მოგება გადაზიდვებიდან საგრძნობლად უნდა აღემატებოდეს დანარჩენი ქვეყნების მოგებას. ხდება კი სრულიად საწინააღმდეგო: დროის და ხარჯების თითქმის ნახევარი მოდის კასპიის ზღვის გადაცურვაზე. ანუ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ღია ზღვაში - საუბარია აზერბაიჯანზე, - ჩამოყალიბდა დომინანტ ქვეყანად რეგიონში გამავალ გადაზიდვების დერეფნებში. ეს ნონსენსია. შექმნილი მდგომარეობის გამოსწორება უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლების სტრატეგიული ამოცანა!" - უხსნის "კომერსანტს" "საქართველოს რკინიგზელთა კლუბის" პრეზიდენტი, ლოგისტიკისა და სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა.

რაც შეეხება, დერეფნის შექმნისა და განვითარების ისტორიას, დავით გოჩავას მას "კომერსანტს" მოკლედ აღუწერს. მისი ინფორმაციით, დერეფანი „ლაპის ლაზული“ (Lapis Lazuli – „ლურჯი ქვა“, ლათ. Lapis - ქვა, სპარს. lazhward - ლურჯი) ავღანეთს თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით აკავშირებს შავ ზღვასთან და, საბოლოო ჯამში, თურქეთის გავლით - ხმელთაშუა ზღვასთან და ევროპასთან. დერეფანი „ლაპის ლაზული“ - ეს ისტორიული დერეფანია. დაახლოებით 2000 წლის წინ, აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით „ლურჯი ქვა“ გავიდა ექსპორტზე ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ბადახშანიდან (Badakhshan) ევროპაში.


როგორც გოჩავა გვეუბნება, დერეფანი „ლაპის ლაზული“ შეიქმნა სატრანზიტო და სავაჭრო თანამშრომლობისათვის ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რომლის მიზანია გადაზიდვების და ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების შემცირება და რეგიონში საბაჟო პროცედურების ინტეგრაციის (Custom Procedure Integration ) განვითარება.



დერეფანი აკავშირებს ერთმანეთთან ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს საავტომობილი და სარკინიგზო ხაზებით და წარმოადგენს ყველაზე მისაღებ სატრანზიტო-სავაჭრო გზას ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში, აგრეთვე ეფექტიანად აკავშირებს სამხრეთ აზიას ევროპის ქვეყნებთან. ავღანეთისათვის ამ მარშრუტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის არის ალტერნატიული და ამავე დროს ყველაზე მოკლე, ყველაზე იაფი და ყველაზე უსაფრთხო გზა ზემოთ ხსენებულ რეგიონებში.

დერეფანი „ლაპის ლაზული“ იწყება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აქინა (Aqina) და ჰერათის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქუნდი (Turqundi) და გრძელდება თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტამდე თურქმენბაში, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით შედის ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში, და აკავშირებს მას საქართველოს დედაქალაქთან, აგრეთვე ფოთის და ბათუმის პორტებთან. მარშრუტი გაივლის აგრეთვე თურქეთის ქალაქებს ყარსი და სტამბოლი და, ბოლოს, შევა ევროპაში.


P.S. მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომერსანტი დიდი ხანია მკითხველისა და მსმენელისთვის ამზადებს და მომავალშიც მოამზადებს საინტერესო მასალებს ლოგისტიკაზე, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობაზე, სარკინიგზო პრობლემებზე, სახმელეთო გადაზიდვებზე. სტატიები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:


რა შემთხვევაში გახდება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე

ორი შეცდომა, რომელიც საქართველოს მრავალმხრივ აზარალებს

რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში

რამდენად მიჰყვება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ტენდენციებს

რა დანაკლისია საქართველოსთვის ანაკლიის პორტის არქონა

საქართველოს საპორტო მოსაკრებლები, არაკონკურენტულად ფასდება, ანუ, ექსპერტების მტკიცებით,   საქართველოს ნავსადგურების მომსახურება ძვირია.

სპეციალისტების მტკიცებითვე, არც ერთ სფეროში ისე არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, როგორ რკინიგზაში.


რატომ ხდება, რომ სატრანზიტო ნაკადების მოზიდვა და გატარება საქართველოში წამგებიანია მაშინ, როცა მსოფლიო პრაქტიკით ის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიანი სექტორია.

რით აზარალებს საქართველოს ლოგისტიკური სტრატეგიის არქონა

რამდენად სამართლიანია საქართველოში გზით სარგებლობის გადასახადი

რატომ არის ამ დრომდე დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 200 წელს დაიწყო. 

მთავრობა საქართველოს სატრანზიტო რესურსის მინიმუმსაც არ ითვისებს.

ექსპერტები შუა დერეფანში საქართველოს შეუცვლელ და უალტერნატივო როლზე საუბრობენ შემდეგი არგუმენტითშუა დერეფანში ტვირთების გენერირებას ახდენს პეკინი, ხოლო ტვირთების გადაცემას ევროპის კავშირში უზრუნველყოფს თბილისი. რამდენიც არ უნდა ეცადონ ზემოთ ჩამოთვლილი დედაქალაქების წარმომადგენლები სიტუაციის შეცვლას, ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის, მით უმეტეს - მოსკოვი.





ავტორი: ბელა გელაშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up