ორი შეცდომა, რომელიც საქართველოს ეკონომკას აზარალებს

ორი შეცდომა, რომელიც საქართველოს ეკონომკას აზარალებს

access_time2021-10-16 14:54:34

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, დავით გოჩავა, ამბობს, რომ საქართველოს დაშვებული აქვს ორი სერიოზული შეცდომა, ნებსით თუ უნებლიედ, რამაც საბოლოოდ, ქვეყანა მრავალმხრივ აზარალა. დავით გოჩავას მტკიცებით, ორი უდიდესი ლაფსუსი სახელმწიფოებრივ აზროვნებაში და ქმედებაში არის შემდეგი: პირველი, 2007 წლის იანვარში ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა შეიძინა. მეორე: 2007 წლის 7 თებერვალს თბილისში ხელი მოეწერა სამმხრივ ხელშეკრულებას „ბაქო–თბილისი–ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ. დავით გოჩავა იხსენებს, რომ 2007 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდმა პირველი ტრანში, 200 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო.

კომერსანტის კითხვაზე, რატომ მიიჩნევს ამ გადაწყვეტილებებს შეცდომად, დავით გოჩავა ამბობს, რომ ამით საქართველომ აზერბაიჯანს დაუთმო ჰაბობა რეგიონში, რაც გაუმართლებელია. 

იმიტომ რომ ქვეყანა, რომელსაც ღია ზღვაში გასასვლელი არ აქვს, აზერბაიჯანს ვგულისხმობ, ჩვენ, ჩვენივე ქმედებებით, გავხადეთ რეგიონში ლოგისტიკურ ჰაბად, რასაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში: ვერ დამისახელებთ ერთ ქვეყანასაც კი, რომელსაც გასასვლელი არ ჰქონდეს ღია ზღვაში და იმდენს იჩემებდეს, იმდენს ახერხებდეს ღია ზღვაში გასასვლელის მქონე ქვეყნის აქტივების ხელში ჩაგდებით, რამდენსაც ეს ქვეყანა. სამწუხაროა, რომ ამას ყველაფერს ხელი შეუწყვეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, რომლებმაც უარი თქვეს 1996 წლის 4 აპრილს თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ ‘თბილისი-ყარსის’ სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის დაფინანსებაზე. ყურადღება მიაქციეთ, ბაქო საერთოდ არაა ნახსენები. სანამ საქართველო არ დაიბრუნებს თავის აქტივებს, მანამ ქვეყნის განვითარება, მით უმეტეს, რეგიონში სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით, გამორიცხულია.
სტრატეგიული მდებარეობის კონტროლი წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვების მნიშვნელოვან ნაწილს, უმთავრესად ეროვნული უსაფრთხოების დაცულობის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით, - ეს უნდა ახსოვდეს ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება! ყაზახეთი ააშენებს ახალ სარკინიგზო ხაზს, რათა გაზარდოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი „შუა დერეფანში“. ხაზი იწყება დოსტიკში, რომელიც მდებარეობს ჩინეთთან საზღვარზე, და სრულდება მოინტიში. ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა VI აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც გაიმართა 2021 წლის 2-4 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში, გვითხრა, რომ ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება მოდერნიზაცია „შუა დერეფნისა“, რომელიც გადის ყაზახეთზე და უერთდება კასპიის ზღვას, სადაც საზღვაო უბანი სრულდება ბაქოს პორტში. ხაზის მშენებლობა უნდა დასრულდეს 2025 წელს, რის შემდეგ დერეფნის გატარების უნარი ხუთჯერ გაიზრდება. საქართველოს რა გეგმა აქვს ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია,- უხსნის კომერსანტს დავით გოჩავა.



იმისთვის, რომ გაიგოთ, რა შემთხვევაში გახდება საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკაში ანგარიშგასაწევი მოთამაშე, იკითხეთ კომერსანტირა საფრთხეა საქართველოსთვის ინერტული სარკინიგზო პოლიტიკა, დეტალურად გაეცანით კომერსანტის სტატიაში.  

შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის (BTK) სამშენებლო სამუშაოების დასრულება სახელშეკრულებო პირობებით 2012 წელს იგეგმებოდა, თუმცა ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადავადდა. გადადების მიზეებად სახელდებოდა დაფინანსების გაჭიანურება, პრობლემები კონტრაქტორ კომპანიებთან, პოლიტიკური ცვლილებები, რთული კლიმატური და გეოგრაფიული პირობები. დღესაც კი ეს მაგისტრალი სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა ამ სარკინიგზო მონაკვეთზე ტვირთის გადაზიდვის დრო სულ უფრო მცირდება და, შესაბამისად, მაგისტრალის მიმართ ტვირთმფლობელთა ინტერესი სულ უფრო იზრდება. 2020 წლიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ახალი ტვირთების გადაზიდვა დაიწყო. ამჟამად, BTK-ზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. BTK-ის დერეფანში ამჟამად მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება მხოლოდ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაგისტრალზე ტვირთბრუნვა მზარდია. 2017 წელს BTK-ის დერეფანმა 2500 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს კი 252 ათასი ტონა.

პანდემიის პირობებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანსპორტო კორიდორის გამოყენებით თურქეთმა სავაჭრო პარტნიორებთან ტვირთბრუნვის შენარჩუნება შეძლო. სარკინიგზო მაგისტრალი თურქეთისათვის საგარეო ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ გზად იქცა.

ცნობისთვის, სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს უმოკლეს გზაა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდეს. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფლიო ბაზარზე შესვლას( თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი). რკინიგზის 263 კილომეტრი გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

BTK 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას გაძლევთ შეამციროთ საქონლის ტრანსპორტირების დრო. რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის შესვლას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. BTK– ის საერთო სიგრძეა 846 კმ. აქედან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ რკინიგზა, 263 კმ გადის საქართველოზე, ხოლო სარკინიგზო ხაზის 79 კმ თურქეთშია განთავსებული.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს შევა.


ავტორი: ბელა გელაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up